იაკობ გოგებაშვილი ივერიის მონასტერი - იაკობ გოგებაშვილის მიხედვით
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 



საქართველოს დიდი ღვაწლი დასდეს იმ მონასტრებმაც, რომლებიც დაარსებულნი იყვნენ უცხო ქვეყნებში ქართველი ბერებისაგან. ყველა ეს მონასტერი მდებარეობდა საბერძნეთში სხვა დასხვა ადგილას. მათ შორის პირველი ადგილი ეჭირა და მეტი ღვაწლით ბრწყინავდა ივერიის მონასტერი, წმინდა  ათონის მთაზე  დაარსებული. იგი დააფუძნეს  ქართველმა ბერებმა მერვე საუკუნის გასულს. ეს შორეული ადგილი იმიტომ აირჩიეს სამონასტროდ ქართველებმა, რომ იგი იყო ურწმუნოთაგან მიუვალს მთაზე და ეკუთვნოდა ქრისტიანულ სახელმწიფოს - საბერძნეთს.     ათონის მთა - მდებარეობს ათონის ნახევარკუნძულზე აღმოსავლეთ
საბერძნეთში.
   

ბერებად ამ შორეულს მონასტერში მოდიოდნენ არა უბირნი   ქართველნი, არამედ განათლებულნი და წარჩინებულნი პირნი. ესენი სიჭაბუკეში სამშობლოს თავისი ძლიერი მარჯვენით, ჭკუით, გამოცდილებით და მხნეობით ემსახურებოდნენ; ხნიერებაში კი მიმართავდნენ ხოლმე მონასტრის სიმყუდროვეს, რათა ღვთისმსახურებაში გაეტარებინათ დანარჩენი სიცოცხლე, დღე და ღამე ევედრებინათ ღვთისათვის თავისი საყვარელი ქვეყანა, ამასთანავე ეთარგმნათ და ეწერათ სასულიერო წიგნები, გაევრცელებინათ ისინი ხალხში, ამით გაეძლიერებინათ ქრისტეს სარწმუნოება და განათლება.

ეს მონასტერი დიდად გაძლიერდა, გაფართოვდა, გამშვენიერდა და ლავრად, ანუ მთავარ მონასტრად გადაიქცა მეათე საუკუნის გასულს თორნიკე ერისთავის მეოხებით

თორნიკე დაიბადა და აღიზარდა სამხრეთ საქართველოში, მესხეთში. გახლდათ ერთი მთავართაგანი, ანუ ერისთავთაგანი. ჭაბუკობაში იყო საუკეთესო სარდალი. მისი წინამძღოლობით ქართველთა ჯარმა არაერთხელ
გაიმარჯვა ბრწყინვალედ მტერზე. ხანში რომ შევიდა, დატოვა სამსახური, უარყო ყოველივე ამქვეყნიური სიამოვნება და მივიდა ივერიის მონასტერში. იქ უბრალო ბერად აღიკვეცა წინამძღვრის - მამა იოანეს - მიერ.

... წმინდა ბერი მალე იძულებული გახდა შეეწყვიტა თავისი მყუდრო ცხოვრება, დაეტოვებინა ათონის მთა, წამოსულიყო საქართველოსკენ, ხელახლა აღჭურვილიყო იარაღით და დაბრუნებოდა ამქვეყნიურ ცხოვრებას. ასე დატრიალება თორნიკეს ბედისა მოხდა შემდეგი მიზეზის გამო:

უბირნი (მრ.) უბირი (მხ.) - უსწავლელი, გაუნათლებელი, უვიცი.
   

ჰყავდა მრავალ ომში გამოცდილი ძლიერი ჯარი, ამასთანავე თვითონაც ჩინებული სარდალი იყო. ამიტომ მან მოკლე ხნის განმავლობაში რამდენჯერმე დაამარცხა ბერძნების ჯარი, დაიპყრო მთელი აღმოსავლეთის ნაწილი მცირე აზიისა და მიიწევდა კონსტანტინეპოლისაკენ.   შეშინდა იმპერატორი და არ იცოდა, რა ექნა. ამ დროს მას მოახსენეს, რომ ივერიის მონასტერში არის ერთი ქართველი ბერი, სახელად თორნიკე, სარდლად ნამყოფი, ომელსაც დიდ პატივსა სცემს სამხრეთ საქართველოს მბრძანებელი - დავით კუროპალატი. `ეს ბერი დაიბარეთ და მისი შუამავლობით სთხოვეთ სკლიაროსის წინააღმდეგ დავით კუროპალატს დახმარებაო~, - ურჩიეს მეფეს.

კონსტანტინეპოლი - ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი, ახლანდელი
სტამბოლი.
   

საბერძნეთის იმპერატორი ასეც მოიქცა - თორნიკეს სთხოვა დაეტოვებინა მონასტერი და ეკისრა ქართველ მეფესთან შუაკაცობა. ბერად შემდგარი თორნიკესათვის მეტად საძნელო იყო მონასტრის მყუდრო ცხოვრების შეწყვეტა, მაგრამ უარი ვერა ჰკადრა მეფეს, მით უმეტეს, რომ ბარდა სკლიაროსი თავადაც მიუტევებელ დამნაშავედ მიაჩნდა.

იმპერატორმა გამოატანა თორნიკეს დავით კუროპალატთან წერილი, რომელშიაც სთხოვდა ჯარით შემწეობას, სამაგიეროდ ჰპირდებოდა იმ მიწების დაბრუნებას, რომლებიც წინათ ქართველებს ეჭირათ, ახლა კი ბერძნების ხელში იყო.

დავით კუროპალატმა დაუყოვნებლივ აუსრულა თხოვნა ბერძენთა იმპერატორს, შეკრიბა 12-ათასიანი ჯარი, მის წინამძღოლად დანიშნა თვითონ თორნიკე და გაგზავნა სკლიაროსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

 
   
ქართველთა ჯარი გაეშურა სამხრეთისაკენ, გადაიარა კლარჯეთი, შეიერთა ბერძენთა დამარცხებული ჯარის ნარჩენი და მდინარე ჰალისის პირად შეებრძოლა მტრის ჯარსა. ძლევამოსილი სკლიაროსი საოცარი ოსტატობით წინამძღოლობდა. ჯარი მისი იბრძოდა თავგანწირული მამაცობით, მაგრამ თორნიკემ მაინც სასტიკად დაამარცხა მტერი. ბევრი ნაწილი მტრის ჯარისა ბრძოლის ველზე დაეშვა დაჭრილი და დახოცილი, ბევრი დაიღუპა აღელვებულს მდინარეში, დანარჩენი ქართველებმა გაირეკეს აღმოსავლეთისაკენ და სდიეს სპარსეთის საზღვრამდე. თვითონ სკლიაროსი სიკვდილს კი გადაურჩა, მაგრამ იძულებული გახდა, გაქცეულიყო შორეულ არაბეთში. გამარჯვებულებს ხელთ ჩაუვარდათ აურაცხელი დავლა,  რომლის ორი წილი ერგოთ ქართველებს და ერთი წილი - ბერძნებს. გახარებულმა იმპერატორმა ქართველებს არა მარტო დაუბრუნა აღთქმული ქვეყნები, არამედ მდიდრული საჩუქრებიც გაუგზავნა როგორც მეფეს, ისე - თორნიკეს. დავლა - ნადავლი, ომში ნაშოვნი ქონება.
   
გათავდა თუ არა ლაშქრობა და დამშვიდდნენ აჯანყებულები, თორნიკე კვლავ შეიმოსა ბერულად და გაემგზავრა ათონის მონასტერში. მან თან წაიღო ის სიმდიდრე, რომელიც მადლიერმა იმპერატორმა მასა და დავით კუროპალატს უბოძა. ეს სიმდიდრე მთლიანად მოახმარა მონასტრის გადიდებასა და გამშვენიერებას, ააშენა ტაძარიც იოანე ნათლისმცემლის სახელზე, ასევე - შეიძინა ძვირფასი ხელნაწერებიც.  
   
გარეგან გამშვენიერებასთან ერთად ივე რიის მონასტერში იმატა შინაგანმა ღვაწლმაც. ეს სავანე იყო არა მხოლოდ ადგილი, სადაც დღე და ღამე უფლისა დმივედრება გაისმოდა, არამედ უმაღლესი სასულიერო სასწავლებელიც, სადაც იზრდებოდნენ ნიჭიერი ქართველები. აქვე მშვე ნიერი ქართული ენით გადაითარგმნა `დაბადება~, `სახარება~, მრავალი საეკლესიო წიგნი, რომელნიც ათონის მთიდან ვრცელდებოდა საქართველოში, უნათლებდნენ ქართველს ერს გონებასა და ამტკიცებდნენ მას ქრისტეს სიყვარულსა და მამულის ერთგულებაში. სავანე - აქ: მონასტერი.
   
აქ მყოფმა სასიქადულო ქართველმა ბერებმა, ქართულის გარდა, მშვენივრად იცოდნენ ბერძნული, ებრაული და არაბული ენები. ღრმად იყვნენ განსწავლულნი საღვთო წერილში, შეთვისებული ჰქონდათ ფილოსოფიაც, შესანიშნავად თარგმნიდნენ და საუცხოოდ წერდნენ. ახლაც განცვიფრებაში მოჰყავს მკვლევარები მათ წმინდა უნაკლულო ქართულს, მათს სიყვარულს ქართულის მწიგნობრობისას.

იმ წმინდა მამათა შორის, რომელთაც გააძლიერეს ივერიის მონასტერი, პირველი ადგილი უჭირავს ათანასე დიდსა - მეტად ნიჭიერს, განსწავლულსა და ღვაწლით მოსილს ქართველს; ხოლო მთარგმნელთა შორის გამოირჩეოდნენ იოანე და ექვთიმე ათონელები, გიორგი მთაწმიდელი...

თორნიკე ერისთავის ღვაწლი აკაკი წერეთელმა შესანიშნავად დაგვიხატა პოემაში "თორნიკე ერისთავი".
სასიქადულო - საამაყო.