|
მაშ
შენ
ამბობ,
რომ
არ
ჰყოლია
მტრები
რუსთაველს,
არ
გაქცევია
სამშობლოდან
სულთამხუთავებს
და
რომ
მარტოდენ
უიმედო
ტრფობის
ბრალია,
თუ
ამ
ქართველმა
უცხოეთში
სული
დალია...
იქნებ
ტრფიალმა
გადახვეწა
ყველა
მელექსე:
თეიმურაზი,
არჩილ
მეფე,
ვახტანგ
მეექვსე,
სულხან-საბა
გამოაწყო
ბერის
კაბაში,
ძვალთშესალაგი
დაუკარგა
ბესიკ
გაბაშვილს,
მამულს
მოსწყვიტა
სამუდამოდ
გურამიშვილი
და
ბარათაშვილს
ამოჰხადა
სული
შიმშილით.
იქნებ
ტრფიალმა
ჭავჭავაძეს
ესროლა
ტყვია.
ან
სიყვარულმა
ჰკრა
მაჩაბელს
ხელი-სამიწე,
ან
იქნებ
იმას
სიყვარული
სახელად
ჰქვია,
რამაც
შეშალა
მთის
არწივი
მოჩხუბარიძე?
არა
ქართველთა
გზა
როდია
ასე
იოლი,
თვითმკვლელობაა
დიდი
საქმის
ჩვენში
დაწყება...
სარკმელს
გააღებს
ამღვრეული
გალაკტიონი
და
ქვაფენილზე
შურდულივით
დაენარცხება. |
|
|
|