ნიკო ლორთქიფანიძე: შელოცვა რადიოთი (დიდი გოდების მცირე ნაკადი)
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
გული | თავსაფრიანი დედაკაცი | ლიტერატურული საღამო | საშობაო მინიატურები | ტრაგედია უგმიროთ | შელოცვა რადიოთი |
რას მაქნევდით, რა გინდოდათ,
და მრავალთათვის დანთხეული, მისატევებლად ცოდვათა და გასაწამებლად სიცოხლისა. |
|||
შალვა გორდელიანმა შეირთო იოჰანეს ვახერერის ასული, მატილდა.
მეთერთმეტე თვეზე ქართველის გატაცებისა და გერმანელის თაყვანისცემის ნაყოფად დაიბადა ქალი.
სახელად ელი დაარქვეს.
(ნათლობის სახელი – ძველებური ელპიდა – საბუთებში დარჩა და დიდედას ლოცვანში მიწერილი ჩაკვდა). |
ელპიდე - "სასოებას", "იმედს" ნიშნავს. | ||
იმ წელს სხვა არაფერი შემატებია ქართულ შვენებას. ისევ ძველებურად სევდიანი სილამაზით წარმტაცი იყო თფილისი; თეთრი საბურავით თავწაკრული ისევ ახალგაზრდა დარაჯად იდგა მყინვარი; ფაფარ-აყრილი შავი ზღვა შხეფს მარგალიტათ აყრიდა ციხისძირს; ვარდ-მაისი არ შორდებოდა ქუთაისს. და ზურმუხტ ცას ფიანდაზათ ქვე ეშლებოდა ალაზნის ველი. დიდი ხნის დაწერილი იყო "მერანი", "აჩრდილი" და "ელგუჯა"; სიტყვა-სიტყვად სწეწდა, ეალერსებოდა, ხელისხელ აგოგმანებდა შოთას და მით თვრებოდა ერი. დაიბადა ელი; სხვა არაფერი შემატებია იმ წელს ქართულ მშვენიერებას.
მატილდას, თფილისში მუსიკის მასწავლებლათ გამოწერილ გერმანელის ქალს, თავისი მიდრეკილებით და ნაცნობებით ოჯახში შემოჰქონდა ხელოვნების კულტი და მისი ბეჯითი ცოდნა.
შალვა, დიდი მხედრის შვილი, და თვითონაც მხედარი, საკუთარი და მამის ძველი მეგობრებისა და ნათესავების მეოხებით ჰქმნიდა საერთო განვითარებით შენელებულ მხედრულ სულს. |
ფიანდაზი (სპარს.) - იატაკზე დასაგები გრძელი და ვიწრო ქსოვილი.
ფიანდაზად ეგება - ყველაფერს უყოყმანოდ უსრულებს. |
||
და უკანა ოთახებში კავკასიონის მთებიდან ჩამოყვანილი ძიძა-გამდელი ჰქსოვდა ზღაპართა და თქმულებათა ფერად ხალიჩას. ინსტიტუტმა დაუმატა ფრანგული.
ტოლ-ამხანაგებმა – ცეკვა და მიმოხრა.
და გასათხოვარი ელი პირველად გამოჩნდა ომში დაჭრილთა სასარგებლოდ გამართულ ბალზე. |
ბალი (რუს.) – მეჯლისი, წვეულება. | ||
სხვათა შორის იქ იყო ულევი ქონების პატრონი, მოხდენილი, ზრდილი, განათლებული, ყველასგან მოწონებული, გრაფი ვლადიმერ ანდრეის ძე ბორენკოვი. ფრონტიდან საიდუმლო საქმეებისათვის გამოგზავნილი, დაჭრილი თავში ხრმლით, და წმინდა გიორგით დაჯილდოვებული.
რაღაც თავისებურათ უკრავდა როიალს, ცეკვავდა უებროთ,
ნათესავ-ნაცნობ-მეგობრების აღტაცებამ მამაც ჩაითრია და
გათამამებული ელი გაჰყვა ამ უცხოს.
სადილათ გადაქცეულ მცირე საუზმის შემდეგ, შეზარხოშებულმა საზოგადოებამ ეტლებით, ავტომობილებით, კარეტებით და ზოგმა ტრამვაით იერიში მიიტანა თბილისის სადგურზე და ჟივილ-ხივილით, ღიღინით აიღეს სალონ-რონოდა. |
რონოდა – ვაგონი. | ||
უმრავლესობა აქ დაშორდა.
რონოდაში გაშლილი იყო სუფრა.
დანარჩენი მეორე სადგურზე გამოეთხოვა.
სუფრას მაინც უსხდნენ მეფე-დედოფალი და გრაფის ათასეულის ოთხიოდე ოფიცერი.
სუფრა გაუტკბათ – ვერ შორდებოდნენ.
ჭიქა – ჭიქაზე.
არ მოსწონდა ელის ეს გაუთავებელი სმა, მაგრამ თავაზით იჯდა.
– ქალბატონი დაიღალა. – მოისვენოს. – შენიშნა ერთმა. |
|||
- ა ბ ა , ა ბა, მოისვენოს უსათუოდ: ჩვენ ისეთი ბარბაროსები ვართ, რომ ერთი-ორი ჭიქა კიდევ გვწყურია.
– ჩემო კარგო, თუ მოსვენება გსურს, მოისვენე, ნუ მოგვერიდები, – და ქმარმა ხელზე აკოცა.
– მართლა დავიღალე, მაპატიეთ, – ელი გავიდა.
არ მოსწონდა მთელი ეს ამბავი. მიწვა,
მსახური გაისტუმრა.
ახალგაზრდა ოფიცრები სვამდნენ და სვამდნენ: რონოდებიდან შემოდიოდა ახალახალი ჯგუფი ნაცნობებისა და უცნობებისა და ულოცავდა.
|
|||
და ჯარისკაცთა ყურადღება უნებლიეთ მიიპყრო დაცარიელებულ სივრცეზე მჯდომმა ქალმა.
– ეს გოგონა მაინც დაგვრჩა...
– თუ გაგვიძლო! – ხარხარებდა მეორე.
ელის წინ გროვდებოდა მზეზე დამწვარი, გაშავებული, გამტვერიანებული, მშიერი, მთვრალი, ბრბო;
ერთმანეთს აჩერებდნენ, ყველას კი თავში უნდოდა მოქცეოდა.
და ვერცერთი ვერ ბედავდა პირველი ხელის შეხებას.
– გადავვარდები ხრამში, თუ კიდევ წამოიწევთ! – ძლივს წამოიძახა დასუსტებულმა ქალმა.
– ე, რა სისულელეს ამბობ! გვიწუნებ თუ?! შენს ოფიცრებს ჩვენ ვჯობივართ, ღმერთმანი.
– ე, რას მისჩერებიხართ მაგ ქალს – გაიხედეთ! კიდევ მატარებელი მოდის, ახლა მაინც აღარ გაუშვათ... ჩვენ თვითონ შევიდეთ, თორემ მოგვატყუებენ...
და... გაიგონა ფუჩუნი:
– ნუ გეშინია, გამომყევ ფეხ-მარდათ.
ახლოს აღარავინ სჩანდა, შორს კი ცეცხლმოკიდებულ საწყობებსა და იქვე შეჩერებულ მატარებელს შუა უხმოთ, თითქოს დარცხვენილი არიანო, მიმორბოდნენ ჯარისკაცები.
ელი და უცნობი მიდიოდნენ ხიდის ქვეშ ტლაპოში.
– სად მივდივართ?
– აქვეა სადგური, საბარგო მატარებელში ჩაგსვამ, ხმა არ დასძრა და როგორმე თბილისს მიგიყვან, ოღონდ ფრთხილად და ნუ გეშინია. დამტვრეულ რკინებს შუა, რაღაც ტომრებზე დიდი ხნის ჯანჯღალის შემდეგ, თვალღია ძილისა და ცხადი სიზმრების შემდეგ, უცნობმა ელი რონოდიდან გადმოიყვანა და დახეული ფოსტალი გაუწოდა:
– ჩაიცვით... იერონიმე შვინდაძე, ნუ დამივიწყებთ...
– ამ გადარჩენისთვის – არას დროს!..
პირველ შეხვედრილ ეტლში ჩაჯდა და მამის სახლში გაჩნდა.
– რა დაგემართა, შვილო? მაგრამ საკითხავიც აღარ ხარ... ის, ის, არამზადა.
ორი სიტყვით აუხსნა.
და მერე ჩაიკეტა ოთახში.
მთელი ღამე და შემდეგი დღე ფიქრობდა, თვლემდა, კიდევ ფიქრობდა.
და რომ გამოვიდა, ისეთი მშვიდი, მხიარული სახე ჰქონდა, რომ მამას იამა შვილის სევდის გადაყრა და ეწყინა უბედურების ადვილათ გადატანა, სირცხვილის არაფრათ ჩაგდება.
– შვილო, აქ ბოდიშით იყო ზაალი, დახმარება ვერაფერი გაუწიეო, იქ ყოფილა მატარებელში, მაგრამ... |
|||
– მამა, ამ ამბავზე მეტს თავის დღეში ნუღარ ვილაპარაკებთ... – შეაწყვეტინა ელიმ სიტყვა. – ეს იყო, რაღაც სულელური ფარსია, რომელშიაც არც მე ვარ დამნაშავე და არც შენ... გთხოვთ, ჩვეულებრივ პასუხსაც ნუ მოსთხოვ, თუ ვინმემ დაგიწყოს ლაპარაკი, რა მიზნითაც არ იყოს, დასაწყისშივე მოსპე... გუწინწინდელი დღე-ღამე არ ყოფილა!.. ეხლა კი წავიდეთ თეატრში.
– უხერხულია...
– ძლიერაც მოხერხებულია... წავიდეთ, თორემ მარტო წავალ.
იყვენ საღამოზე. |
ფარსი – გადატანითი მნიშვნელობით – მასხარაობა, ცინიკური ხუმრობა. | ||
26 მაისმა შეაუღლა ელი და სახალხო გვარდიის ასეულის უფროსი იერონიმე შვინდაძე.
მამა გახარებული იყო.
არ დაიკარგება მაინც გორდელიანის ძველი გვარი... შვილიშვილს დაარქმევს გიორგის და იქნება იგი გიორგი იერონიმეს ძე გორდელიანი. მოემატება მხოლოდ "შვინდაძე", ამისთვისაც მადლი უფალს!.. სჯობს ყოველ შემთხვევაში, მისი შვილიშვილი იწოდებოდეს "გიორგი გორდელიანი-შვინდაძე", ვიდრე "ბორენკოვი". ვინ ოხერია ეს ბორენკოვი, საიდან მოთრეული!.. და თან რა ზნის, რა ჩვეულების!..
– რა ვქნა, მამა, არ მომწონს იერონიმე.
– სახელი არც მე მომწონს, შვილო, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენია მაინც.
– არა, მამა... ვერ მოუვლის ოჯახს, მე ამაზე გეუბნები.
– ყმაწვილია, გამოიცდება.
– სულელია, მამა და რა ეშველება?
– რა დაიჯინე, ქალო, რამ გაასულელა!
– წარმოიდგინე, მუდამ მიმტკიცებს, რომ მისთვის მე და ყოველი სხვა ქალი ერთია.
– შენც უთხარი, შენ და ყოველი ვაჟი ჩემთვის ერთია-თქო და გაქვითდებით.
– შენ ხუმრობ, მამა, ჩემი წინათგრძნობა ცუდი ნიშანია...
– გარწმუნებ, თუ შეგნიშნა, რომ სხვა ვაჟისკენ ერთი კეკლუცათ გაიხედე, ბრაზით გადირევა.
– ეხ, მამა, მამა, განა მარტო ეს მაწუხებს?! არა, ვერ მოვთავსდებით, ვერ მოაწყობს ცხოვრებას...
– შვილო, ცხოვრებამ ერთხელვე შეგაშინა, და ამიტომ ვერ დამშვიდებულხარ...
ღმერთია მოწყალე, დრო გამოაწყობს ყოველივეს.
......................................
მილიციამ გალახა სამსახურში მყოფი სარდალი;
სახალხო გვარდიელებმა გაასამართლეს თამასუქზე მომჩივან-მოპასუხე და განაქორწილეს ცოლ-ქმარი...
სადღაცა დაიკარგა შაქრის მთელი საწყობი, ვერც გაიგეს, სად წავიდა.
ძაღლებს მიუგდეს მოკლული ადამიანების ცხედარი.
და აღშფოთებული პუბლიცისტი ყვიროდა, ძაღლებს მაინც ნუ გაუფუჭებთ ზნესო...
ტყვე ოსებს მთავრობის წარმომადგენელი ებაასებოდა "ინტერნაციონალურ პროლეტარიატზე".
ელი გვრიტის ღუღუნივით ეუბნებოდა ქმარს:
– გული ცუდს მეუბნება, კარგათ არ გათავდება. მოხედე ოჯახს, დღე-დღეზე შვილი გვეყოლება, მოვლა დასჭირდება, შენ კი... რაც ხდება, სულს ვერ ეგუება... უშველეთ რამე... ......................................
იერონიმე მიიმალა.
გამოჩნდა.
.............................................
დარჩა მამა-შვილი ისევ ობლად.
ელის ბავშვი ეყოლა.
გაუჭირდათ.
გაჰყიდეს, დააგირავეს უსაჭიროესიც...
ელის მხოლოდ მედალიონი დარჩა გულზე...
.......................
მძიმეთ დატვირთულ ურემში გაბმული, ცალ-თვალზე ბრმა ცხენი სასოწარკვეთილებით უცქეროდა ქუჩიდან ქვაფენილზე გადმოსრიალებულს და ჭიშკარზე მიმდგარ ავტომობილს; |
|||
გაბოროტებული შოფერი ამაოდ აყვირებდა ბუკს:
მეკარე არ ჩნდებოდა.
გამვლელნი შეიჯგუფენ.
აქ იყო მწერალი, ჩასაწერ-წიგნაკ გახსნილი ახალ სტილსა და ახალ შინაარსს რომ ეძებს – ის.
უნებურათ შეჩერებულთ თავს აბეზრებდნენ ტიტლიკანა ბავშვები, "ძია, კაპეიკი მომეციო"-ს ძახილით და თან ჯიბეებისკენ აცეცებდენ თვალს...
აქ შეჩერდენ მაღალი ძვალ-ტყავა ინგლისელი და ახალგაზრდა ქალი.
ქალი მიმზიდველად იყო ჩაცმული.
წითლად შეღებილ ტუჩებსა და ღრმად ამოჭრილ ქოშებს შორის თვალს იზიდავდა შავი ხავერდის მცირე ნაჭერში მეტად ამოღებული გულის კარი და გამჭვირვალე ხორცის ფერი წინდები.
ორივე გართული იყო ღიმილიან ბაასში.
ქალი შეზარხოშებული უნდა ყოფილიყოს ვაჟის ვნებიანი გამომეტყველებით. |
ბუკი – საყვირი, სიგნალი. | ||
კეკლუცობდა, სხაპა-სხუპით ლაპარაკობდა და რადიკულის პაწია სარკეში იხედებოდა; ვაჟი ქალის მადიან ამოხედვაზე აჩენდა თეთრ, გრძელ, საკბენათ გამზადებულ კბილებს. – ა, ელი, სად დაგვეკარგე? – მიუბრუნდა ქალი მეზობლად გაჩერებულ ქალს. დავრბივარ, – ოდნავ ნაღვლიანის ღიმილით უპასუხა მოსულმა და შეუმჩნევლად დაათვალიერა ქალ-ვაჟი. "ახალი საქმრო", – გაუელვა თავში. გზა გაიხსნა და გამვლელნი დაიძრენ. – შემოდი, ნუ დაგვივიწყებ! – მიაძახა ქალმა. – თუ მოვახერხე... ინგლისელს სახეზე ყოფილი ღიმილი გაუყინდა: უცნობი ქალის ხმაზე მიიზიდა, თვალმა მოხიბლა, თმამ გააკვირვა. – ვინ არის ეს თქვენი ნაცნობი? - – მოგეწონათ? – არა!.. ამიტაცა... მაგრამ ვინ არის? – ჩემს მეტოქეებს მე გზას არ უკეთებ, – ეშმაკურის ცქერით უპასუხა ქალმა. ინგლისელმა განზე გაიხედა და დაინახა ქუჩის მეორე მხარეზე გადამავალი იგივე ქალი... მიხრა-მოხვრამ დაატყვევა. – წამოდით, რაღა! – ვითომ გაუჯავრდა ქალი. – გამაცანით! – დოღი გავმართოთ ეხლა ამ ქუჩებზე? – მაშ დამპირდით, რომ გამაცნობთ... – აკი გითხარით, მეტოქეებს ხელს არ უწყობ-მეთქი... და თანაც გმირებს არ აცნობენ, თითონ ეცნობიან, – იოხუნჯა ქალმა. – მართალია! – თუმცა დაუდასტურა თანამგზავრმა, მაგრამ გულში წყენამ გაჰკრა. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ინგლისელმა მოიბოდიშა, მოიხარა ქალს ხელზე აკოცა და სწრაფის, გრძელის ნაბიჯებით შეუხვია მოსახვევში. ქალს უნდოდა დაეზვერა უეცრათ ჩამოშორებული თანამგზავრი, მაგრამ შერცხვა და გზა განაგრძო და გულში კი ჰფიქრობდა... "ნუთუ მას გაეკიდა?.. მერე რა?.. ხომ ვერ გაეცნობა"?.. როცა ინგლისელი, ჯონ ჰექსლეი იმავე მოსახვევში
შევიდა, სადაც ქალი მიიმალა, ჯიბიდან ამოიღო დურბინდი და თვალი
ძლივს მოჰკრა ქალს. – ბოდიშს ვიხდი, ქალბატონო, – გადაჭარბებულის ზრდილობით მიმართა ვაჟმა, – მე მჭირდება ფრანგულის კარგათ მცოდნე, გასამრჯელოზე მოვრიგდებით... შეიძლება თქვენი იმედი ვიქონიო?
ქალმა მცირე გაოცების შემდეგ სიხარულით უპასუხა:
- დიდის სიამოვნებით... ეს უსათუოდ თინოს უნდა უმადლოდე, რომ გირჩიათ.
- დაგამახსოვრდით, რომ ქალბატონთან ერთად შეგხვდით?..
- როგორ არა!.. ჩვენში უცხოელები ისე იშვიათია, და თან თქვენ ისე მაღალი ხართ... |
რედიკული – ქალის ხელჩანთა. | ||
- მეტი არაფერი?! ცუდი
კომპლიმენტია...
ქალმა უხერხულობა იგრძნო, მაგრამ გამოკეთება ვერ მოახერხა.
- ეს არაფერია, ქალბატონო, მაგრამ სად შეიძლება მოგელაპარაკოთ?
ქალი სრულიად დაიბნა.
- მე მოვალ თქვენთან... სამუშაო გამომიგზავნეთ... მე აი, აქვე ვდგავარ, მეორე შესახვევი # 14.
- ნება მიბოძეთ, თქვენთან შემოვიდე, მე ბევრი მექნება საქმე და ერთხელვე რომ მოგელაპარაკოთ.
"სად? სად შევიყვანო ახლა"? - ფიქრობდა ელი,- "მილაგებული კი დავტოვე მაგრამ ვინ იცის, მამა რას შვრება".
სტუმარი კი მიდიოდა და მასპინძელიც მიჰყვებოდა უნებურად.
"სახლში არ შემოხვიდეთ, ხომ ვერ ვეტყვი... თანაც, რა სისულელეა, სხვები ხომ შემოდიან"...
ოთახი იყო მეტათ უხერხული.
კედელზე შეჩერდა სტუმრის ყურადღება:
- ეს თქვენი სურათია ხომ?
- დიახ! აღარ ვგავარ, განა?..
- გამოცვლილხართ საგრძნობლად... რამდენი წლის წინათ არის გადაღებული?
- მეხუთე წელია... ინსტიტუტის დამთავრების დროს გადამაღებინა დედამ.
"ჩონჩხითაც კი ვიცნობ მშვენიერებას", - ვაჟურის სიამაყით და სიამოვნებით უთხრა თავის თავს ჰექსლეიმ.
...............................
თინოს დაასლოკინა.
- "ია მომგონებელსაო, ვარდი გამხსენებელსაო,
დინჯათ მიმართა ბებიდამ.
- ჰა, ჰა! - გაიცინა თინომ.
- შელოცვაზე უფრო მეტათ, ბები, ერთი მანეთი მარგებს... პუდრი შემომაკლდა.
- მოგცემ, შვილო, იყიდე ის წყეული, მაგრამ ხვალ რაღას სჭამ? |
კომპლიმენტი – ქათინაური. | ||
კავალრები ისე როგორ დაჰკარგავენ სინიდისს, რომ კონდიტერში მაინც არ მიმიპატიჟონ, და სადილი ლორიგან-კოტის ჭირის სანაცვლოდ იყოს... მაგრამ შენ რაღას იზამ?
- მე არაფერია, შვილო, ოღონდ შენ არ დამეჩაგრო... კავალრების იმედით სიარული კი არ მომწონს, რა ვქნა, შვილო, არ მომწონს... ღმერთმა კარგი ქმნას!.. ................................
- უი ქა! (ეხლა ფრანგული აღარ დასჭირებია) შეხე, შეხე, ბები, ჩვენს ელის!..
რამოდენა ავტომობილში გამოჭიმულა და მიექანება. - წამოიძახა ფანჯარაზე მიყრდნობილმა თინომ...
- საწყალი, - უპასუხა მოხუცებულმა თავსაფრიანმა ქალმა, - მაგიც საეჭვო გზას დადგომია.
- საწყალი მაგის მამაა, "მოფილოსოფოსე კავალერისტი"- ხა! ხა! ხა! თორემ ელის რა უჭირს... ეტყობა მიექანება კავკავისაკენ... აქამდე თუ მივიდოდა, ეს კი არ მეგონა...
ჰექსლეი! ჰექსლეი!
- ხასობაც სანატრელი გახდა?! - ჩაიკვნესა თავსაფრიანმა.
- ჭკვიანი კაცის ხასობა არ სჯობის სულელის შვილობას?
- შენა გსურს სთქვა "მდიდრის" და არა ჭკვიანის, თორემ ჭკუით ჩვენი შალიკო არავის ჩამოუვარდებოდა...
- ისემც ღმერთი უშველის! მთელი ქონება რომ "შესწირა", "დაარიგა", აბა როგორ ეგონა?
- ხომ ჩამოართმევდნენ მაინც?!
- ჰო და მამული მან "შესწირა" და "დაარიგა", ხოლო შვილი "ჩამოართვეს" - ხა! ხა!
ხა! ბედნიერი ელი მოივლის ქვეყანას... ამ საბურთალოს მტვერს კი ჩვენ გვიტოვებს...
- თინიკო, იცხოვრე, როგორც გსურს, ოღონდ ამ სიტყვებს მაინც ნუ გამაგონებ!
- და მოხუც ქალს უნდოდა ბოღმის გასაქარვებლათ სხვა ოთახში გასულიყო, მაგრამ რადგან მეორე ოთახი აღარ ჰქონდათ, მივიდა კუთხეში მდგომ საკუთარ საწოლ ტახტთან და სასთუმალიდან გამოიღო ოდესღაც სადაფით მოჭედილი, "ცხრაკლიტულიანი" |
|||
პატარა ყუთი, და შიგ დაიწყო ფათური დაყვითლებულ წერილებსა, ძველი ჟამნისა, დონდუკოვ-კორსაკოვის ბალზე მიღებულ იაპონურ მარაოსა და ქმრის, მყიდველებისათვის უსარგებლო მენდალ-ჯვრების შორის... ........................................... თითქმის ამით დამთავრდა თვალიდან ელის უეცარი გაქრობის ამბავი. საერთაშორისო ომის ნაგლეჯებისა და სამოქალაქო ბრძოლის მოვარდნილ კორიანტელში ვერ გაატარა ცხოვრების ნაპტკვენმა ბუმბულმა.
მერსედესი მიჰქროდა.
ელის იზიდავდა, ხიბლავდა, ათრობდა:
მოჭრილი პურის ყვითელ ხალიჩაზე ძნებად დადგმული კონები. |
ჟამნი – ლოცვათა (მწუხრის, ცისკრის) კრებული. | ||
არშიათ შემოვლებული მთების მარმაში, თავისუფლად დაშვებულნი, ვით თეატრის სიმეტრიულ ნაოჭიანი ფარდა. ხეებისაგან გაცრცვნილ, ამწვანებულ მთების წვერზე ბოხოხად დარგული ქოჩორა ხეივანი. ველები ფერად ზოლებად დაყოფილნი. ტელეგრაფის მავთულებზე მწკრივათ, როგორც მოწაფეები - ქანდარაზე, უხმოდ ჩამომჯდარი ფერადი ჩიტები. და ეს უთვალავი ყოველის მხრით გადმომცქერალნი, ზოგი მტირალნი, ზოგიგასალკლდევებული ნანგრევნი კოშკებისა, ციხეებისა და ეკლესიებისა... თვალები მოეღალა ქალს. ქვე-შეგნების მივარდნილ სამზარეულოში მაინც ღვიოდა დამამშვიდებელი ნაზი სევდა, უსიტყვო ფიქრი. ფიქრების შედეგათ თუ თავში გაირბენდა ნაწყვეტი სიტყვები, ისინი იყვნენ მხოლოდ არსებითი სახელები და ზმნები განმაცვიფრებელ ფორმებით... განმარტებისათვის არ სცალოდა ტვინს. "მამას", "წყაროს ფეხი"... ... "შვილზე"... "მოკლეს"... "გარყვნილიაო"... "ვინ იფიქრებდა"... "კი... ჰო!" "სულ ერთია"... "საცოდავი"... ელის ყურს მოხვდა გარკვეული სიტყვები: - ეჰ, წაგვიყვანდეს ერთი! მიიხედა. გზაზე გადამდგარიყო რამდენიმე გლეხი (ცელებით ხელში) და შურით უცქერდა მიმქროლავ მანქანას. ელიმ ავტომობილი შეაჩერებინა და ხელი დაუქნია. მცელავები გაკვირვებით ერთმანეთს გადახედავდნენ, მორიდებით მიდიოდნენ მაგრამ უკან დახეული ავტომობილიდან რამინო გადმოხტა, კარები მარდათ გააღო და თავაზიანათ მიიპატიჟა. |
მარმაში – თხელი, გამჭვირვალე ქსოვილი. |
||
მუშები ჩაჯდნენ, მაგრამ უხერხულად გრძნობდენ თავს. – საითკენ მიდიხართ? –
დაეკითხა ელი. – აქ იჯარით გვაქვს თივის მოჭრა აღებული და დაგვიგვიანდა... შორიდან მოვდივართ. – აბა, გაუჩქარეთ, – უბრძანა ელიმ შოფერს. მეტის მეტმა სისწრაფემ ახლათ ჩამჯდარნი შეშმუშნა... ერთმანეთს დაუწყეს ცქერა. ოთხი ცელი ელვარებდა ჰაერში, როგორც ელისათვის გამზადებული ჩაფხუტი. – ასეთი ვაჟკაცები ხართ აქაურები და რამ შეგაშინათ? – აქ რა ვაჟკაცობა გაგვივა, ქალბატონო, – უპასუხა მოხუცმა, – თორემ აი ეს ბიჭი, მარტო მიდის დათვზე სანადიროდ, ათი კი ჰყავს მოკლული. ახალგაზრდას, რომელსაც მოხუცმა მიათითა, მხოლოდ წვერ-ულვაში ჰქონდა მოკლე, ქორფა და ყორნის ფრთის ფერი, თორემ თითქმის ისეთივე დანაოჭებული იყო სახე და ისეთივე სევდიანი თვალებით გამოიყურებოდა, როგორც დანარჩენები; – ნუ გეშინიათ, ისე მიგიყვანთ, რომ ფრჩხილი არ გეტკინებათ. აი, მე ხომ არხეინათ ვზივარ. – ცოდნა უნდა, ბატონო, ცოდნა, თორემ საშიში ქვეყნად არაფერია... "ესენი არიან ის საშინელი გლეხები"... – გაიფიქრა ქალმა, "ტყუილია! მამაც ასე ამბობდა, ზრდილობიანი, ნამუსიანი, მშრომელი ხალხიაო". ელიმ არ იცოდა, რაღა ეთქვა. უნდოდა კი მათთან ბაასი. თვალში მოხვდა გაშლილი ცელები. – არ მეგონა, თუ აქ მამაკაცებმა თიბვას მოჰკიდეთ ხელი? აქ ხომ მუდამ მხოლოდ ქალები მუშაობდნენ. – არა, ქალბატონო, ჩვენ წინათაც ვმუშაობდით. თქვენ რომ ბრძანებთ ის გადაღმა მხარეზეა. ერთმა გლეხმა მობაასეს გვერდი ჰკრა და თვალით ანიშნა: – რა იყო? – შეეკითხა ელი. – ჩვენ გავსცილდით უკვე ჩვენს ადგილს. – რა ვუყოთ მერე?.. გამოისეირნეთ კიდევ. – არა გვცალიან, ქალბატონო, თორემ როდის მოგვიხდება კიდევ ჩაჯდომა! – მშვიდობით! გამარჯობა! – ელის ნაღვლიანი თვალები დარჩა მუშებზე. – გმადლობთ, ღმერთმა გადაგიხადოს!!.. ........................................ კავკავში ჩასვლისთანავე ელი ტელეფონით გამოიძახეს. შეშინებული მივიდა ქალი მანქანასთან. – მე ვარ, ელი, რა გნებავთ? – კარგად იმგზავრეთ, ხომ? – გმადლობთ, კარგათ, ვინ მელაპარაკება? – ჰექსლეი... ძლიერ მოხარული ვარ... – ხომ არაფერი მომხდარა? – არა, არაფერი... გთხოვთ, რამინო გამოუშვათ. ხვალ საღამოს უკანვე დავაბრუნებ. – რად გჭირდებათ? უსათუოდ რაიმე მოხდა... – გარწმუნებთ, სრულიად არაფერი. ხვალ ჩემი მეგობარი ჩამოვა ბათუმიდან, რომელიც კავკავში უნდა წამოვიდეს და არ მინდა ნაქირავებ ეტლში იჯანჯგავოს... თქვენ კი მანდ ყოველივეს აგისრულებთ პატივცემული დიასახლისი. – კარგი! – ელის მაინც რაღაც ცუდათ უგრძნობდა გული. – გთხოვ, რამინოს უბრძანოთ ტელეფონთან მოვიდეს. ამ სიტყვებმა უფრო დააეჭვეს ქალი და ცდილობდა (რცხვენოდა კი სხვათა ლაპარაკის ყურის მიპყრობა) გაეგო, რაზე ლაპარაკობდნენ მოსაუბრენი, მაგრამ რაღაც უცნაური ბგერები მოესმა, კითხვით კი ვერ ჰკითხა მსახურს. |
|||
..................................... – გმადლობ, რომ მომისწარი: ხვალ დილას ექვს საათზე მზად უნდა იქნეს ავტომობილი და სადარბაზო ტანთსაცმელი! – მიმართა ლოგინში მწოლარე ჰექსლეიმ ახლად შემოსულ რამინოს. – არ იქნება საჭირო. – ჩვეულებრივის სიდინჯით და გარდუვალის დაბეჯითებით უპასუხა რამინომ. – რატომ? – დუელი არ შესდგება... – შენ საიდან იცი, რომ დუელი მაქვს? – ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ხდება რაიმე დუელის მსგავსი. – კარგი და დუელი რატომ არ შესდგება? – ბატონი გორდელიანი არ არის ისეთი კაცი, რომ დუელი ისურვოს. – აკი გამომიწვია... – ეს იყო პირველი წუთი აღშფოთებისა... ძველი ჩვეულება ყოფილ მისი წრის მოთხოვნილების დაკმაყოფილება, მაგრამ ასწონ-დასწონის, განსჯის, გაარჩევს და დარწმუნდება, რომ უადგილოა აქ დუელი... "მგონი, მართალს ამბობს რამინო", – გაიფიქრა ჰექსლეიმ, – "მოფილოსოფოსე" ნევრასტენიკი აჯობებს ყოფილ კავალერისტს". – შეიძლება, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. რამინომ ჩვეულებისამებრ მდაბლათ, დინჯად თავი დაუკრა და გავიდა. მცირე ხნის შემდეგ რამინო შემოვიდა და მოახსენა: – შალვა გორდელიანი. ეს კი მოულოდნელი იყო; ეს კი ყველაფერს აღემატებოდა. ჰექსლეი ჭოჭმანობდა, მაგრამ საჩქაროთ ჩაცმა დაიწყო და რამინოს უპასუხა: – მობრძანდეს. მისაღებ ოთახში ჰექსლეის დახვდა ფერმკრთალი, სუსტი, მოქანცული შალვა; მეტათ გაფართოებული, ამღვრეული და მწუხარე თვალები; უდარდელათ ჩაცმული ტანთსაცმელი ლაზათს არ იყო მოკლებული; ხელოვნურათ დაუწყობელი თმა-წვერულვაში ბუნებრივათ შნოიანად დალაგებოდა. შალვა ძლივს ადგა. ჰექსლეი ელოდა. – მე მოვედი გითხრათ, რომ დუელი არ არის საჭირო!.. – თქვენ ბრძანდებით ინიციატორი. – ვიცი... ფორმალური მხარე იქნება ასრულებული... თქვენ არავინ გაგამტყუნებთ... |
|||
ჩემი
სეკუნდანტები განაცხადებენ, რომ გამოწვევა მე თვით მიმაქვს უკან... მე მოვედი მხოლოდ
მეთხოვნა... როგორ შეიძლება ასეთ შემთხვევაში თხოვნა ან სიტყვის
ჩამორთმევა?! მხოლოდ ეხლა მივხვდი, რომ სისულელეა!.. შალვა ადგილზე გადაქან-გადმოქანდა, მაგრამ ფეხების შორი-შორ გადგმამ და ნებისყოფამ შეამაგრა. – დარწმუნდით, რასაც კი მთხოვთ და შემიძლია... – გულწრფელათ მიუგო ჰექსლეიმ. – თუ შეგიძლიათ... უეჭველია, მოუვლით ელის.. ცოდვაა, კარგია.,.. მაგრამ ამ წინადადებით აქ ჩემი მოსვლა არ არის საჭირო, უადგილოა... უკაცრავათ! – შალვა კარებისაკენ წავიდა. ჰექსლეი გაჰყვა. – ჩემის მხრივ, ნება მიბოძეთ გაგახსენოთ, რომ თქვენ მოვალეობა გაწევთ შვილისა და თავის თავის წინაშე... – ვიცი,მე ვალდებულებით ვარ დატვირთული, როგორც ვირი მისთვის უსარგებლო მარილით... – მწარე ღიმილმა ყბა-ტუჩი დამანჭა. შალვა ჩქარის ნაბიჯით მიდიოდა, თუმცა ტერფები ეწეპებოდა ქუჩას და გზას გადიოდა მიხვევ-მოხვევით კლაკნით ისე, როგორც შოთას ძველი სიტყვები ("მაგრამ დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი") იკლაკნებოდა მის ტვინში. |
სეკუნდანტი – დუელის მოწმე და შუამავალი. | ||
....................... ალვის ხის ხეივანში, ჩუმ ტბასა და თერგის დუდუნის შუა, იქ სადაც ძეწნას მოწყენილი ტოტები ფართო ჩრდილს ჰფენდა, ელი უსმენდა საკუთარი სევდის ხმას და კითხულობდა საყვარელ შელლის. ფარშავანგის ვნებიანი წივილი აკრთობდა. ბამბის ქულასავით თეთრი ფინია ფხიზელ, სუსტ და აბეზარ დარაჯათ უდგა. რამინო თითქოს ელის გულში უზისო; პირველი ასრულებდა, რასაც მეორე მოისურვებდა; რამინომ გამოსძებნა თაგვისოდენა ფინია და მანვე ნიანგის ტყავში ჩაასმევინა სასურველი წიგნები. ....................... ელიმ და ჰექსლეიმ კავკავშივე გადასწყვიტეს ზამთარი მიუნხენში გაეტარებინათ, სადაც სოფლური სიმშვიდე შეერთებულია მსოფლიო ქალაქის კულტურასთან და სადაც ხელოვნების საიდუმლოებანი მრავალ გასართობს უმზადებენ და საუცხოვო ჩარჩოთ ევლინებიან ქალ-ვაჟს. პირდაპირ არ მიუშურებიათ საზამთრო ბინისათვის: ჰექსლეიმ გზა მოგზაურობათ აქცია: ელიმ პირველად ნახა რუსეთის თვალუწვდენელი ველები. იგემა ვოლგის მშვიდ ზვირთებზე ხომალდით ტორტმანი. |
|||
დაათვალიერა ლევ ტოლსტოის "Ясная поляна" და "მეფე ზარა", "მეფე ზარბაზანი". სკანდინავიის სალ კლდეებს, ფიჭვნარსა და ჩქერებს გადაჰხედეს და ბერლინპარიზში ფეხი მოიკიდეს მცირე ხნით. არეულ შთაბეჭდილებებში უნდა გაქნილიყო ფიქრი წარსულზე და ჰექსლეიმ მიზანს მიაღწია. ელის აჩრდილათ აღარ დაჰყვებოდა თბილისის გეგმა, მამის უცნაურობა, ბავშვის ალერსი... იყო პროპელლერის ხმაურობა, გვიდო რენის (ბეატრისა ჩენჩის) სურათის სილუეტები, ახალი ოპერის ჰანგები, ყავახანის მოცეკვავეთა გიჟურ რხევასთან გადაბმული, და საილუსტრაციო ჟურნალების ხროვა და... და ჰექსლეის უსაზღვრო, ნაზი პატივისცემა.
|
"Ясная поляна" – ადგილი რუსეთში, სადაც ცხოვრობდა რუსი მწერალი ლევ ტოლსტოი | ||
მყუდრო მიუნხენის გაზეთებს სალაპარაკო მასალა მისცა სამი უცხო სტუმრის ჰაეროპლანით მოულოდნელმა ჩამოფრენამ. გაზეთები სწერდნენ: "... ქალბატონმა განაცხადა, ჰაეროპლანით მხოლოდ სასწრაფო და თანაც დიდი საქმისთვის თუ შეიძლება მოგზაურობა, თორემ სასიამოვნო, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, არა იყო რაო: მუდმივი რყევა, ჰაერის ორმოებში ჩავარდნა და ყოველივეს მხოლოდ ზერელედ ცქერა მოსაწყენიაო. არაჩვეულებრივი მდგომარეობა მხოლოდ რამდენიმე წუთით არის საყურადღებო, მერმე კი მოსაბეზრებელიაო"... "... სტუმრებს სასტუმრო მეტად მოეწონათ. ბ. ჰექსლეიმ წინა დარბაზი დაიჭირა, ბატონი ბრომლეი მესამე სართულის ოთხი ოთახით დაკმაყოფილდა... ეს ახირებული მილიარდელი ოთახებში მაინც არ სცხოვრობს და, თუ დრო იხელთა, სახლის ჭერზე ადის, სადაც გამაკი გააბმევინა და იძინებს არხეინათო... ქალბატონი ელი – რუსეთის ცნობილი გვარიშვილის ქალი მეორე სართულის უკანა ნაწილში მოთავსდა, რომელიც სასტუმროს ადმინისტრაციამ აღმოსავლეთურ გემოვნებაზე მორთო..." კარრიკატურისტ-იუმორისტმა ზრდილობასაც გადააჭარბა: თუმც პირდაპირ ბრომლეი არ იყო დასახელებული, მაგრამ ადვილი გასაგები იყო, ვის შეეხებოდა აქ შემოკლებით მოყვანილი დასურათებული შარჟი: მილიარდერი "დავნაძლევდეთ" "... ვინ იცნობს მილიარდერს, ყოველ შებრუნებულ სიტყვაზე დავნაძლევდეთო, რომ იქადება. იგი იყო, კლემანსოს რომ მიაძახა: – "დავნაძლევდეთ, თუ საფრანგეთი გაიმარჯვებსო!"... კლემანსოს, მგონი, ისე არაფერი გახარებია თავის ცხოვრებაში, როგორც მილიარდერისაგან წაგებული შამპანიურ ბოთლის მიღება... |
ჰაეროპლანი (მოძვ.) – თვითმფრინავი. | ||
ეს ჩვენი გმირი იყო, ვენელ როტშილდს რომ დაენიძლდავა, ფრანკის ფასი მეტათ
დაეცემაო: და როცა წინასწარმეტყველება გამართლდა, სწორედ მან მისწერა
როტშილდს, თქვენგან 500 ფრანკი მერგებაო. როტშილდის კონტორამ ვერ გაიგო
ტელეგრამა, და თუმცა მოთხოვნილი 500 ფრანკი გადაუგზავნა, პატრონს შეეკითხა:
ასე მცირე თანხა რაგვარათ დაგვედვა ვალათო. ... ეხლა ვეღარ ვიცანით მილიარდერი, თუმცა იგი რამდენჯერმე გვინახავს წინათ. წლებს დაღი ვერ დაუმჩნევია, მაგრამ ცნობილი ორი მეჭეჭი აღარ აუშნოებს ცხვირს, და ძველი ჭრილობის დაღი შუბლზე თითქმის გამქრალა – პარიზის კოსმეტიკურ ინსტიტუტს გაუმარჯვნია... მაგრამ ნახაზი უფრო ნაზად გამოსახავს ცვლილებას. |
|||
"დავენაძლეოთ" გუშინ –
მოჩონდრილი
პიჯაკი, უფორმო ქუდი და წაღები; ხელში ჯოხათ უჭირავს მოკაუჭებული კეტი.
ცხვირზე ვეებერთელა მეჭეჭები და ყბის ქვეშ თხელი, გაჩხერილი, მოწითალო
ღეროები, ვითომ წვერებიაო; ზედა ტუჩს ჰფარავს უსწორმასწორო, ჩამოწოლილი
ულვაში და პირში გაჩხერილი აქვს საბათმანე მოკლე ყალიონი, რომელიც ედება
ჟილეტიდან ბუჩქათ ამოვარდნილ ყელსახვავს. ეს საძაგლობა დაჰყურებს ფეხებთან ლაღათ მიწოლილ ღორს. სურათს მიწერილი აქვს: "ახ, სატრფოვ ჩემო, ჩემო იმედო!" |
|||
"დავენაძლეოთ" დღეს – კოხტათ გაპარსული სუფთა სახე; შაპოკლაკი ოდნავ გვერდზე მოგდებული. გახამებულ საყელოდან გვირიშტიან საგულეს ჩამოჰყვება ქინძისთავ-ჩარჭობილი კოპწია ყელსახვევი; მორგებულ შავ ვიზიტკას მიჰყვება ზოლებიანი შემოკეცილი შალვარი, ბადე-მაქმანი წინდები და ყვითელ ლაიკის კოხტა ქოშები. მარცხენა ფეხზე დაყრდნობილია; მარჯვენა კი ჯვარედინად გადაუდვია მარცხენაზე, და მხოლოდ ფეხის წვერით ეხება მიწას. მარცხენა ხელში უჭირავს აბოლებული სიგარა, მარჯვენა ხელის თითებში მარდათ ატრიალებს სტეგს; დაშორებით მოსჩანს მიმავალი ქალის ზურგის სილუეტი. ქვეშ მიწერილია: "ვერ მივწვდით, ცეცხლი მედება". ბრომლეის ჟურნალ-გაზეთებში ჩაციება თავს აბეზრებდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ჰექსლეის გულის სიღრმეში რაღაც ეამა. ელის გაეცინა (ქალის სილუეტის მნიშვნელობა არ უნდოდათ გაეგო, მთლიანად ვერ გაიგო), მაგრამ თავი დაიჭირა... მოაგონდა კიდეც, რომ ბრომლეისთანაა, დისკრესიონ სანაძლეო ბევრი ჰქონდა წაგებულიცა და მოგებულიც, რომ თვითონ ქართველურის რიდით თუმცა არაფერსა სთხოვდა, მაგრამ ბრომლეის ამერიკული სისწრაფით მოჰქონდა ბოღჩა, ხელსაქნარის ხელსაწყო, ყვავილები ვაზაში, რომელიც უეჭველია, ვინმე დიდებულის სასახლიდან იყო გამოტანილი, ქინძისთავი და ყველაფერი ეს უბრალო, შესახედავათ უმნიშვნელო, იაფფასიანი, მაგრამ მცოდნესათვის ერთადერთი, იშვიათი ფასდაუდებელი. "... ჰექსლეის განზრახული აქვს, მიუნხენში კინო-ქარხანა გახსნას"... ერთხელ ელიმ გაზეთში ამოიკითხა: "... ახალგაზრდა მომღერალ ქალს აღტაცებით შეხვდა კნეინა ე. გორდელიანისა... მირთმეული ძვირფასი თაიგული კნეინამ გაუგზავნა მომღერალს; ეს გულწრფელი, უშვალო პატივისცემა მით უფრო დასაფასებელია, რომ დიდი ქალბატონი ღრმა მცოდნეა ხელოვნებისა და განსაკუთრებით კი მუსიკისა..." – ეს მე ვარ მუსიკის დიდი მცოდნე? – ღიმილით დაეკითხა ელი იქვე მდგომ ჰექსლეის. – რატომაც არა, ქალბატონო!.. ტეხნიკური ცოდნა შეიძლება არ გაქვთ,
მაგიერათ თქვენ სწორედ სჯით და მკვეთრათ გამოსთქვამთ აზრს. – არა, წარმოიდგინეთ, ეს აზრი მე გავიგონე აქ საკმაოდ ცნობილ მუსიკალურ კრიტიკოსიდან, ბ-ნ ჰახერტიდან. |
მოჩონდრილი – უფორმო, მოუწესრიგებელი. შაპოკლაკი (ფრანგ.) – შლაპა. ვიზიტკა (რუს.) – სავიზიტო ბარათი. სტეგი (ინგლ. დამახინჯ.) – ჯოხი, ხელჯოხი. |
||
-
მართლა?..
|
ანაქორეტი (ბერძნ.) – განდეგილი, მეუდაბნოე. | ||
ყოველ ნახვის დროს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას სტოვებდა ელიზე რიდლის "საკუნტალა", რომლის თმისწყობა, სილაღე მოაგონებდა ახლო წარსულზე საკუთარ სიყმაწვილეს, მაგრამ სადღა იყო გულუბრყვილობა, "სიამენი ქვეყნისა".
.....................
- კარგი!
|
|||
- აი ეს კინო, რომელიც მე გამოვიწყე, ჯერ ერთი, დიდ თანხებს თხოულობს, ბევრათ მეტს, ვიდრე ვფიქრობდი, და თან ამერიკის ფირმებთან შეთანხმება მხოლოდ ბ. ბრომლეის დახმარებით შეიძლება. ელი ჩაფიქრდა. - საიდან მოიპოვა ამ სრულიად გაუნათლებელმა ადამიანმა და, როგორც ეტყობა, თავიდანვე მეტად ღარიბი ოჯახის შვილმა, ასეთი უთვალავი სიმდიდრე და რაც უფრო საკვირველია, ასეთი გამავლობა?... - თქვენ თუ გაინტერესებთ ასეთი კითხვები და დროს იშოვნით მისდა წასაკითხავად, მე სიამოვნებით მოგართმევთ კარგა მოზრდილ წიგნს, როგორც ჩვენი ბრომლეის, ისე სხვა ამერიკელ მილიარდერების შესახებ. ბრომლეი ოციოდე წლის წინათ ჯერ კიდევ უბრალო კოვბოი იყო და თხუთმეტი წლის წინათ მეყასბის სახელს ატარებდა... შემთხვევით, მგონი ასტორის რწმუნებული გულმოსული იყო თავის მოიჯარადრეზე, და მან ჩამოდენილი მთელი საქონელი რამდენიმე ათასი თავი ხბო, მაგას მიჰყიდა ნისიათ. ელი ყურადღებით უსმენდა. - ...ამან გაუგდო სახელი. გაზეთებმა განგაში დაჰკრეს, ბრომლეი მთელ საქონელს ასტორისას იძენსო და სხვა... ბანკებმა კრედიტი გაუხსნეს... წვრილმა მეჯოგეებმა მაგასთან დაიჭირეს საქმე. ბრომლეიმ არ მოინდომა ამ პირველ ნაბიჯზე მოგება, არამედ შეეცადა სახელი უფრო მოეხვეჭა... საქონელს ყიდულობდა ყველგან,ყიდდა სულ მცირე მოგებით, ხან წაგებითაც კი... სინდისიერათ უსწორდებოდა მოვალეებს და თითქმის მთელი ხორცის ვაჭრობა ხელში ჩაიგდო ჩიკაგოში... ასეთი ორგანიზატორი სხვადასხვა საზოგადოებებმაც მიიწვიეს... და დღეს მილიარდერია... - ადვილი ყოფილა თქვენში გამდიდრება.
- არა, ქალბატონო, ჩვენში სხვა ქვეყანაზე უფრო ძნელიც
კი არის... რამდენი გაღატაკდა თუ გნებავთ იმავე ბრომლეის
გამდიდრებისათვის... მაგრამ ბრომლეის დიდი კომერციული ნიჭი აქვს, ურყევი
ნებისყოფა და დღემდე მაინც, - ჰექსლეიმ საიდუმლოთ - ეს მდივანი კომერციულ და ფინანსურ კითხვების დიდი სპეციალისტი უნდა იყოს... - ... პირიქით. მდივანი მხოლოდ იმიტომ ჰყავს, რომ ჩაწეროს და აასრულოს, თორემ ისე ყველაფერს თვითონ ხელმძღვანელობს. ასეთი თავდადება რაიმე იდეისათვის, რა თქმა უნდა "მთებსაც კი შეანძრევს", - ქრისტეს მოციქულებმა, უბრალო მებადურებმა, დაიპყრეს ქვეყანა თავისი გატაცებით, თავდადებით, და რათ გიკვირთ, რომ ამერიკელები იძენდნენ სიმდიდრეს, როცა ისინი ისეთივე თავდადებულდნი არიან სიმდიდრისათვის, ევროპას აღარ აქვს შეურყვნელი მისწრაფება სიმდიდრისადმი... იგი გატაცებულია პოლიტიკური, მეცნიერული, მხატვრული იდეებით, როგორც თქვენ არ გყავთ როკფელერი, მორგანი, ბრომლეი, ისე მათ არ ჰყავთ ლენინი, ბეტჰოვენი, კანტი.... თქვენ მხოლოდ "ნახევარის გულით" ეკიდებით სიმდიდრეს, - ჩვენ, უკაცრავად, ამერიკელები ეკიდებიან მეცნიერებას, ხელოვნებას, პოლიტიკას. თქვენთვის პირველია სახელი აზროვნების მეფობისა; ჩვენთვის პირველია - მეფობა სიმდიდრეზე. - ჩვენ კი, ჩვენ რა გვეძლევა? - უეცრათ თავისდა უნებურად დაეკითხა ელი. - აკი მოგახსენეთ? - გაკვირვებით, თუ როგორ ვერ გაიგო ასე მარტივათ ნათქვამიო, ჰკითხა თავის მხრივ ჰექსლეიმ. - მე ჩვენზე, საქართველოზე ვამბობდი. - დაბნევით ჩაილაპარაკა ელიმ. ჰექსლეი ჩაფიქრდა. |
|||
- მე მგონი თქვენ, ქართველები ყველაზე უფრო არსებობის
შენარჩუნებაზე ფიქრობდით და ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია, თუ როგორ
გადაიტანეთ ამდენი, მრავალგვარი უბედურება... მე შეიძლება ისე კარგად არ
ვიცოდე თქვენი ისტორია, მაგრამ, რაც ვიცი, მაკვირვებს, როგორ გადარჩით
ამდენ მტერს... მტერს უცხოს, შემოსეულს, მტერს შინაურს და თქვენ გაკაჟებული
იბრძოდით არსებობისთვის... - ეს არის პირველი. ყველა დანარჩენი - ევროპული
გატაცება მეცნიერებით, პოლიტიკით, ხელოვნებით და ამერიკის დევიზი -
სიმდიდრე, დოვლათი, დოლარი - თქვენთვის მეორეხარისხოვანი მოთხოვნილება იყო
თქვენი სულის. მე შევხვედრივარ საქართველოში ყველა მიმართულების,
მდგომარეობისა და ასაკის პიროვნებებს და განცვიფრებული დავრჩენილვარ...
სადაც სრულიად მოულოდნელია, იქაც კი იპოვიდით ამ მძაფრ, ავადმყოფურ მუდმივ
ფიქრს ეროვნული სხეულის შენარჩუნებისას... - ასე არ იყო, მგონი წინათ... - არა, ასე იყო სწორეთ, რამდენადაც მე ვიცი...
თქვენი მეცნიერების, მხატვრების სწორეთ ეროვნული სხეულის შენარჩუნების იდეა
იყო. - ვერ გეტყვით... ერთი, რომ მე, როგორც გაამერიკელებულ ინგლისელს, - ჰექსლეის გაეღიმა - ასეთი სიტყვებით დაინტერესება არ შემიძლია - მე ვეძებ მილიარდებს; და მეორე, საერთოდ ყოველივე წინასწარმეტყველება მკრეხელობათ მიმაჩნია... ყველა წინასწარმეტყველი საქმის შესრულების შემდეგ არის დაბადებული, ან გამოგონილი, ან თვით წინასწარმეტყველებს გამოუგონიათ ამბავი, დაუჩემებიათ, ვიწინასწარმეტყველეო... ბრომლეის პირველად ჰამბურგის ნავთსადგურში მოსტაცა თვალი ელიმ. ბრომლეიმ ქალის გაცნობა ვერ გაბედა, თუმცა საერთო ნაცნობი ბევრი ჰყავდა. მორცხვობამ თვით ბრომლეი გააკვირვა და შორიდან დაჰყვებოდა ღრუბლის ჩრდილივით. ელიმ შეამჩნია, რომ ყოველ ქალაქში, ყოველ გამოფენაზე ან თეატრში უეჭველად შეხვდებოდა ბრომლეის, რომელიც ღრმა პატივისცემით გზას დაუთმობდა, ქუდს მოუხდიდა და სხვა... ბოლოს კი აედევნა, როგორც სამოგზაუროდ ევროპაში ჩამოსული ამერიკელი, რომლისთვისაც სულ ერთია, რომელ ქალაქშიაც იყოს, ოღონდ სიამოვნებით გაატაროს დრო. და ამდენი ხნის განმავლობაში ბრომლეიმ ვერ გამოარკვია, თუ რა განწყობილება იყო ელის და ჰექსლეის შორის. - მეგობრები? არ მწამს ქალ-ვაჟის მეგობრობა... უქორწინო ცოლ-ქმარია? მეტად შორი-შორს უჭირავთ თავი... მართლაც პოლიტიკური მოღვაწეები არიან, რომელთაც საიდუმლო მინდობილება აქვთ? შეიძლება, მაგრამ არა მგონია... ასე ფიქრობდა ბრომლეი. უფრო და უფრო იზიდავდა ელი. განიზრახა ამერიკაში დაბრუნება; იგრძნო, რომ ქალის დაშორება მეტად უძნელდება... - რაო?! ამ სიბერის დროს შემიყვარდა?! რა სისულელეა! ჟინი მინდა დავიკმაყოფილო, თუ ეს საიდუმლოება მიზიდავს?... გაუგებარი ამბავია!.. და ყოფილი იჭვი ჰექსლეისადმი გაასკეცდა; წინად ასეთ შემთხვევაში ბრომლეი პირდაპირ, ცინიკურად შეეკითხებოდა ან ქალს, ან ვაჟს. - სულ ერთია, ან ორივეს ერთად. ან მიმართავდა მაძიებელ კანტორას, და ყველაფერს დაწვრილებით გადმოულაგებდენ. მაგრამ ეხლა ელის მოერიდა, ელის საიდუმლოს სახალხოთ გამოფენა თითქოს მასაც აკლებდა რაღაცას. "რით ცხოვრობს მაინც ეს ქალი? ესეც კითხვაა"... გადაკვრით ჰკითხა მუსაიფში ჰექსლეის და სრულიად გულახდილი პასუხი მიიღო: - ქალბატონ ელის გულზე აქვს საუნჯე, რომლის დახარჯვა არც კი შეიძლება ოთხი-ხუთი წელი, თუ მივიღებთ მხედველობაში მის ძლიერ შეზღუდულ მოთხოვნილებას. ბრომლეის ეგონა, ჰექსლეი ქალის სხეულის რაიმე თავისებურებაზე ამბობსო. და წარბები შეჭმუხნა: - მე არ ვარ სპეციალისტი, - განაგრძო დაწყებული პასუხი ჰექსლეიმ, - მაგრამ ვატყობ, რა უცხო რამ არის. ეხლა კი ბრომლეის გაუხარდა, საიდუმლოებას ფარდა ეხსნებაო, და ცნობის მოყვარულოყით ჰკითხა: - რა საუნჯე? |
|||
- მედალიონი,
unicum-ი,
X-XII საუკუნისა, რომელსაც ყოველი მუზეუმი სიამაყით
შეიძენდა. მაგრამ არ შემწყდარა ბრომლეის
ზვერვა. კარის დაუკაკუნებლად, უეცრად ვერ
ბედავდა ბრომლეი იმ ოთახში შესვლას, სალდაც ელი-ჰექსლეი ისხდენ,
მაგრამ პასუხს არ უცდიდა, ისე შედიოდა სწრაფად, ზოგჯერ
კარის კლიტის ჭვრიტიმალშიაც დარცხვენით, საჩქაროდ შეიხედავდა... და
ყოველთვის ნახულობდა, სათანადო მანძილზე მხდომ
ან მდგომ ელი-ჰექსლეის... ან ფურცლავდნენ
ჟურნალ-გაზეთებს, ან მუსაიფობდნენ ჩვეულებრივად, ისე, რომ ლაპარაკის ძაფსაც
კი ვერ აწყვეტინებდა შემოსულის ხმამაღალი და დამხდურთა მეგობრული
მისალმება. მთელი საღამო ვნებათა აღმგზნებელ ატმოსფეროში იყო სამივე. ოპერაში მოისმინეს "ტრისტან და იზოლდა". ყავახანაში კი გარდა უნგრულ მუსიკისა, ხამბანდისა და ყვავილების ერთმანეთში სროლისა, ყველაზე კარგად იმოქმედა მეტრდოტელის მიერ უხვ სტუმრებისთვის შეზავებულმა "კრიმჰილდას სასმელმა", რომლის ორმასამმა ყლარტმა ელისაც გაუბრწყინა თვალი და არა ერთხელ მზაკვრულის ღიმილით ათქმევინა ჰექსლეისათვის, რომ იგი შორიდან და, უეჭველია, უიმედოთ ეალერსება გვერდით მჯდომ ესპანელ მომღერალ ქალს. მართლაც, ჰექსლეიმ მოიბოდიშა და სუფრიდან წავიდა, რის შემდეგ მომღერალ ქალის სუფრაზე გაჩნდა მთელი პატარა ბაღი და ქალმა მადლობის ნიშნად თავი დაუქნია ჰექსლეის, რომელმაც ნამალევადვე ჭიქის აწევით უპასუხა. ელის ეს არ დაუნახავს - ისე მხოლოდ ატყობდა რაღაცას. ასეთი საღამოს შემდეგ ბრომლეი ფიქრობდა, რომ თუ რამე კი არის მათ შორის, გამომჟღავნდებაო. და სულ-განაბული იჯდა გაჩერებულ ლიფტში. ჰექსლეი გამოვიდა თავის ოთახიდან. ბრომლეიმ გადასწყვიტა, წინ გადაღობებოდა, მაგრამ ჰექსლეის შეხედულებამ შეაჩერა: თავს ცილინდრი ეხურა და ტანზე პალტო ეცვა. ფეხაკრეფით უკან გაჰყვა. ჰექსლეი კიბეზე ჩავიდა. |
უნიკუმი (ლათ.) - უიშვიათესი რამ. | ||
ბრომლეის თვალწინ წარმოუდგა ესპანელი მომღერალი ქალი. "უცდის, უეჭველია, პაემანი აქვთ"... ელის ოთახებს მიაყურა. სიჩუმე. ოდნავი შრიალი... "ჟურნალს ფურცლავს, ალბათ". "არაფერი მესმის, ვერ გამიგია"... გასწია თავის ოთახისკენ; აქ, დერეფანში, სინათლე უხვად ჩამოდიოდა; ფეხის ხმაც მოესმა და აყვა პირველსავე პაწია კიდეს - არ შეამჩნიონ, რომ ვზვერავდიო. სხვენი, წინად თეთრეულის საშრობი და დეკორაციების საწყობი, ბ. ბრომლეის ჰქონდა დაკავებული. აქ ისროდა საბმელს, ეკრივებოდა მოკრივეს, ხტოდა მაგიდებზე, დგებოდა თავზე, დადიოდა ხელებზე, იძინებდა იგი გამაკში. იქვე კუთხეში, რამინომ თავისი კარავი მოაწყო. ბრომლეი აპირებდა მიმალულიყო, ჩვეულებრივ ჩაფი წყალი ტანზე გადაესხა, და რადგან არავინ ყავდა სავარჯიშოთ, მანეკენთან გაემართა კრივი. ფიქრებში გართულმა გაიარ-გამოიარა და უეცრად ინდოელის კარავს მიადგა, კარად ჩამოშვებული ფარდა გადაწეული დარჩენოდა რამინოს და იქიდან მზის ცოცხალი სხივი ეფინებოდა იატაკს. |
|||
შეიხედა. კარავს მეორე მხრიდან ტილო არ ჰქონდა
ჩამოშვებული და სხვენი პირდაპირ უსაზღვრო სივრცეს უერთდებოდა. ბრომლეი უფრო გააკვირვა აღმოსავლეთისაკენ სახე-მიპყრობილმა რამინომ, რომელსაც ხელები თავის უკან გადაეხლართა. – ნამაზს ასრულებს? – და ბრომლეის უნდოდა გაშორებოდა იმ ადგილს, მაგრამ შეამჩნია, რომ ინდოელი ნელ-ნელა ეშვება ფეხის წვერებზე. ბრომლეი ცქერად გადაიქცა. ინდოელი ბრინჯაოსაგან ჩამოსხმულ ქანდაკებას ჰგავდა – იმდენად სწორი, მკვრივი, მოხდენილი და ყოველი ნაკვთის მოძრაობაში იმდენად სიცოცხლით სავსე იყო. – არა, ეს ლოცვა არ უნდა იყოს... ეს ვარჯიშობაა... თავისებური, – გაიფიქრა ბრომლეიმ. რამინო ხან სრულიად შეწყვეტდა სულის თქმას დიდხანს, დიდ ხანს, ხან კი ისე მოითქვამდა სულს, რომ თითქოს სიმაღლე ემატებოდა... ბოლოს ინდოელი წყნარად შემოტრიალდა და ისეთის სისწრაფით მოისხა ხალათი, რომ ბრომლეის ეს მოძრაობა სრულიად გამოეპარა. – ვიჭიდიაოთ? – მიმართა ბრომლეიმ. ინდომ მდაბლად თავი დაუკრა და თავაზიანად უარი უთხრა თავის გაქნევით. – არა, უნდა მეჭიდო... ისევ ღრმა თავის დაკვრა და ისევ უარი. |
|||
– დავენიძლაოთ! ინდოს გაეღიმა: ბრომლეიმ აღარ აცალა ინდოელის გარკვეულ პასუხს და ხელი ჩაავლო, მაგრამ ორიოდე წუთის შემდეგ ბრომლეიმ განცვიფრებით შენიშნა, რომ იატაკზე წევს, ინდოელს კი ხელები ჩვეულებრივ გულზე დაუკრეფია და მშვიდათ დასცქერის. მხოლოდ ხალათი დავარდნია ძირს. – ჭიდაობაში მაჯობე, უეჭველია... ნიძლავი ჩემზეა, ახლა კრივი ვსინჯოთ. ინდომ ნიშნად სრულის უარყოფისა უკან დაიხია და თავის ხალათს წამოკრა ხელი ასაღებად. – არა, ვერ გაგიშვებ, უნდა ვიკრივოთ, – გზას უღობავდა ბრომლეი და საკრივოდ გასწია მუშტები, მაგრამ ამავე დროს მარჯვენა ხელში რაღაც ისეთი მოხვდა, რაც სრულიად არ ჰგავდა მუშტს და სიმწარისაგან უკან დაიხია. – ეს რა ყოფილა?! ინდოელმა ზრდილობიანად თავი დახარა, თითქოს ბოდიშს იხდისო, რომ სურვილს ვერ უსრულებს მოწინააღმდეგეს, და წყნარის ნაბიჯით მიიმალა ქვედა სართულში... |
|||
..................... საუზმეზე ელისთან შევიდა ჰექსლეი და ბრომლეი. – დამითმეთ თქვენი ინდოელი. – მიმართა ბრომლეიმ ჰექსლეის. – არ შემიძლია. – 10 000 დოლარი. – მე ხომ მონები არ მყვანან. – 15.000... თქვენ ნუ შემიშლით ოღონდ ხელს, რამინოს მე თვით მოველაპარაკები. – თუ რამინო არ იქნება წინააღმდეგი, ასეთი თანხის უარის ყოფა ძნელია. კუთხეში მდგარი რამინო ადგილზე ოდნავ შეინძრა; მან საყვედურით ერთი გადაჰხედა ჰექსლეის, და სახემ იმავ წამს ჩვეულებრივი გამომეტყველება მიიღო. – რას იტყვით რამინო? – დაეკითხა ბრომლეი. – თქვენ მარტო თანხმობისთვის 15.000 აძლევთ ბატონ ჰექსლეის?.. ჩემი გასამარჯელო სრულიად დამოუკიდებელია ამ თანხიდან? – სწორედ. – მაშ მიეცით... რამინო ნელის ნაბიჯით გავიდა ოთახიდან... ... და სამუდამოდ გაჰქრა. ვერ ნახეს მხოლოდ მისი ტანსაცმელი, სხვა ყველაფერი, ნაჩუქარი ნივთებიც კი დაწყობილი დახვდათ მაგიდაზე და ორი სიტყვა ინგლისურად: "აღარ მომწონს, რაც ხდება". ............................... კარზე დაკაკუნების შემდეგ ბრომლეი და ჰექსლეი
ახალგაზრდულის მხიარულებით შემოვიდნენ, თითქოს ერთმანეთს მოსდევდენ. ელი მათ მიუბრუნდა: ვერ გაიგო, რას ელაპარაკებოდენ. მეტად მოწყენილმა სახემ ორივე შეაკრთო. – რა გნებავთ? – ნაძალადევის ღიმილით შეეკითხა ელი. – რამინო წავიდა... – ვიცი... ბედნიერი... – კიდევ უფრო მწუხარე სახე ფანჯრისკენ მიიბრუნა. "შენც უნდა წახვიდე, შენც უნდა წახვიდე" – თითქოს რაღაც უმღეროდა ყურებში. – რა ვქნა, ქალბატონო, გარწმუნებთ, ჯერ-ჯერობით ჩემთვის შეუძლებელია რუსეთში წასვლა, და არც თქვენ გირჩევთ, რომც მოხერხდეს... – ყოველ საშუალებას ვიხმარ, რომ გამოვაწყო თქვენი გამგზავრება, ოღონდ ცოტათი გამხიარულდით, – დაუმატა ბრომლეიმ, რომელსაც სრულიად არ შეეძლო მწუხარების ცქერა. ელიმ სახეს თითქოს ხელით გადააფარა ღიმილი. – და მერე რა გნებავთ? |
|||
– ბ. ჰექსლეის არ მიაქვს რამინოს დათმობისათვის
დაპირებული თანხა, – გაუხარდა ბრომლეის, რომ ელი ჩვეულებრივ მუსაიფში
ჩაება. – როგორ გამოვართვა, როცა რამინო წავიდა, ბ-ნ ბრომლეის მისი სამსახურით არ უსარგებლნია... – თქვენ ხომ დაუთმეთ თქვენი უფლება და რამინო როგორ მოურიგდებოდა ბ-ნ ბრომლეის, ეს მათი საქმე იყო... – აი აი მეც ამას ვამბობ... კარგია, ეხლა გავათავოთ... |
|||
ჰექსლეიმ გამოწვდილი ჩეკი პორტმანში უკმაყოფილოდ ჩაიდვა. ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, რაც მეტად აწუხებდა ბრომლეის. "ის იტანჯება, ჩვენ მოსვენებას არ ვაძლევთ", – ფიქრობდა ორივე ვაჟი. ელი არაფერზე არ ფიქრობდა, მხოლოდ გარინდულს ესერებოდა გული. – რამინოს წასვლამ ყველა ცუდ გუნებაზე დაგვაყენა... ვიღა ეშმაკია ეს რამინო. გვიამბეთ მაინც,. – მიმართა ბრომლეიმ ჰექსლეის. ჰექსლეიმ ბუხარში ფიჩხები შეჰყარა. – ეტყობოდა მომავალი მოთხრობის ჩარჩოებს ხაზავდა და სავარძელზე გადაჯდა. ჰექსლეის ამ მოძრაობას ელიმ ისეთნაირად შეხედა, რომ ჰექსლეი წამოდგა და სავარძელზე დაჯდა; ბრომლეიმაც გრძლად გაშლილი ფეხები გაისწორა. – უკაცრავად, მე მინდოდა შემექმნა ინგლისში ჩვენი კლუბების ილლლუზია, სადაც ცალკე ოთახში, ბუხართან ლასლასათ ასე ვჯდებოდით და გრძელ ამბებს მოუთხრობდით ერთმანეთს. |
|||
– იქ მანდილოსნები არ გისმენდენ, უეჭველია... მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, გვიამბეთ ოღონდ. – მაპატიეთ, მე ძლიერ ადრე შევირთე ცოლი, რაც ეგრე იშვიათია ინგლისში. პირველ თვეებშივე შევამჩნიე, რომ ჩემი მცირე შემოსავალი ვერ დააკმაყოფილებდა ოჯახის მოთხოვნილებას და გადავწყვიტე სადმე დამეკმაყოფილებინა, ნახევრად მეცნიერული, ნახევრად ახალდგაზრდული ცნობისმოყვარეობის სურვილები – მე თექვსმეტი წლიდან უკვე შევუდექი აღმოსავლეთის შესწავლას და აი ინდოეთს მივმართე, სადაც წინათ მსახურობდა მამა და სადაც მრავალი ნაცნობები შერჩენოდა ჩვენს ოჯახს. ჩემი ძმაც დროებით იქ იყო. პირველ ჩასვლისთანავე საქმე კარგად წავიდა. მე უკვე იმედი მქონდა უკან დაბრუნებისა – მდიდარმა ბუნებამ და გამოუცდელმა და მეტად პატიოსანმა ხალხმა საშუალება მომცა მალე მიმეღწია მიზნისათვის. მართალი გითხრათ, მე სიყვარულითა და მადლობით სავსე ვიყავი ინდოეთისადმი – და ბევრი რამ თეთრკანიანთა განწყობილებისა ინდოელთადმი სრულიად უსაფუძვლოდ, უაზროდ და უსამართლოდ მეჩვენებოდა. უმთავრესი საზიზღარი ის იყო, რომ თეთრი, ინდოელის მიმართ მუდამ მართალი უნდა დარჩენილიყო; ყოველ ევროპიელს უეჭველად მხარი უნდა დაეჭირა თავის, ასე ვთქვათ, "თანამოკანისათვის". – ბოდიშს ვიხდი, ბატონო ჰექსლეი, – ამერიკელს გრძლად დალაგებული მუსაიფი ვეღარ აეტანა, – მაგრამ ჩვენ, მგონი, თეატრში ვაპირებთ წასვლას. – ... ეხლავე... შევამოკლებ... და აი ერთხელ, როცა ვიწრო ქუჩაში შევუხვიე, ვხედავ ვიღაც წაიქცა... რევოლვერი გავარდა... ინგლისელი ოფიცერი აპირებს წაქცეულს ხელმეორედ ესროლოს; რევოლვერზე ჯოხი დავკარ, რევოლვერი ხელში გაუვარდა,ინდოელი წამოხტა და აუჩქარებელის ნაბიჯით გაუდგა გზას. ოფიცერი მომიბრუნდა და მითხრა: – თქვენ ამინაზღაურებთ შეურაცხყოფას... რა დამრჩენოდა მეთქვა, გარდა იმისა, რომ მზათა ვარ. განვაგრძე გზა. უეცრად წინ გადამეღობა ინდოელი, რომელმაც მძიმედ თავი დამიკრა. მე უკმაყოფილოდ გავხედე, და იგი ისეთივე მძიმე თავის დახრით გამშორდა. მთელი კოლონია, განსაკუთრებით ინგლისელებისა, აყაყანდა. მე გამოველი მოღალატე. ჩემი მეტოქე ოფიცერი, ვიღაც ბარონეტის მემკვიდრე, მეტად მდიდარი და მეტად უმწეო, ჩემს თანაგრძნობასაც იწვევდა. იგი სრულიად არ იყო მაბეზარი, მაგრამ ახლა იძულებული გახდა, როგორმე დაეღწია თავი საერთო ზიზღისა და დამცირებისაგან. დუელი მეორე დღეს უნდა მომხდარიყო. პირობები მეტად სასტიკი დადვეს – "უკანასკნელ სისხლის წვეთამდე". საგონებელში ჩავვარდი. მეტოქის მოკვლა არ იყო ძნელი. მაღალი, გრძელხელებიანი, სუსტი და მოუხეშავი, როგორიც არიან ალკოჰოლით დაავადებული სხეულები... მაგრამ მის სიკვდილს უეჭველია მოჰყვებოდა ინგლისის საზოგადოების მხრით ჩემი მუდმივი დევნა... და მე ხომ არც ბაირონი ვარ და არც შელლი... |
|||
გადავწყვიტე, თავი გადამედვა და როგორმე უსიკვდილოდ
გამოვსულიყავი ამ ბრძოლიდან. გეგმა დავაწყვე და ხასიათის მთელი ენერგია შემოვიკრიფე. მე ვცდილობდი, მოწინააღმდეგე ისე დამეღალა, რომ ხელი ათრთოლებოდა და, როცა ხმალს გავაგდებინებდი, დამბაჩის დამიზნება მარცხენა ხელით ვერ მოეხერხებინა. ამ გადაწყვეტილებამ ორი მძიმე ჭრილობა მიმაღებინა. მაინც ვიბრძოდით მთელი ორი საათი. მოთმინება დაკარგული სეკუნდანტები გვაქეზებდენ. როცა ვიფიქრე, დრო დადგა-თქო, ქვევიდან აქნევით მკლავში მძიმედ დავჭერი სეკუნდანტებმა აღარ კი შეგვაჩერეს, რომ ბოლო დადგომოდა ჩვენს ფარიკაობას, მაგრამ სისხლმა იფეთქა და ხმალიდანაც კი წვეთა იწყო. ექიმმა განაცხადა, ხმლით ბრძოლა აღარ შეიძლებაო. დამბაჩები მოგვცეს... დაღლილმა მეტოქემ მარცხენა ხელით ვერ ამომიღო ნიშანში... ისევ მე დავჭერი. დუელი გადაიდო მეტოქის გამომთელებამდის... მანამდის კი აკრძალული მაქვს ინგლისში ჩასვლა. საცოდავი დღემდე ცოცხალია... ვერ მოიკეთა... დასახიჩრებული ეხლაც ნახევრად ლოგინად წევს და... მე ხომ დავხეტიალობ. – დიდი მსხვერპლი შეგიწირავთ... დააფასა და გადაგიხადათ მაინც რამინომ? – ვერ მოითმინა ბრობლეიმ. – ეხლავე... დუელის მეორე დღეს, როცა მე ოთახში მარტო ვიწევი, და მხოლოდ მოწყალების და მიჯდა სასთუმალთან, უეცრად კარებს დააკაკუნეს. – მობრძანდით. შემოვიდა ინდოელი. ღრმად დახარა თავი. ძლივს ვიცანი... – რა გნებავთ? – უკმეხად შევეკითხე. ისევ ღრმად თავი დახარა, ხელი გაიქნია, ნიშნად იმისა, რომ არაფერი არ სურს, მომიახლოვდა, თვალებში ჩამაცქერდა, თითქოს გამშინჯა, თუ რა მდგომარეობაში ვიმყოფებოდი და თავდახრილი უკან-უკან სიარულით მიიმალა კარებში. მოწყალების დამ მხრები აიჩეჩა და მრისხანე თვალები გააყოლა. – მეტი არაფერი? – ისევ წამოიძახა ბრობლეიმ. – მოვრჩი, – განაგრძო ჰექსლეიმ, – მაგრამ ქალაქში არ დამედგომებოდა; მეტად თვალსაჩინო ბრალმდებლად წინ მიმიძღოდა სიკვდილს გადარჩენილი, მაგრამ ინდოელის გულისათვის მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ოფიცერი, რომელსაც, რა თქმა უნდა, მრავალი ყავდა ქომაგი ამხანაგთა და განსაკუთრებით მანდილოსანთა წრეში, რომლის ერთ-ერთ წევრს შეეძლო გაბედნიერებულიყო მისი შეძლებითაც და საგვარეულო გვირგვინითაც... |
|||
გადავსახლდი შორს... სადაც ევროპიელი იშვიათად
მიდის... საქმე იქაც გაკეთდებოდა.
...და როცა ჯერ კიდევ მოწყობილიც არ ვიყავი ახალ ბინაზე, ფანჯარაში დავინახე პატარა ხურჯინით ხელში რამინო... მას მერე არ დამშორებია... – ეს ძლიერ ცოტაა!.. – რამინო მუდამ მხარში მიდგა, და თუ რამე მაქვს
ეხლა, მისი გამჭრიახობის, საქმის და ქვეყნის ცოდნისა და დაუზარებლობის
შედეგია. – თქვენ გნებავთ რამინოს მხრივ გმირული
თავდადება... ინებეთ, ერთხელ, ჰიმალაის მთებში, ნადირის დევნით დაღლილები,
ძლივს ამოვფორთხდით ნაპრალიდან. მე ფეხზე ვიდექი და ზურგიდან ჩანთას
ვიხსნიდი, რამინო იჯდა და გახდილ წაღიდან სილას ირეკდა. სრულიად
მოულოდნელად ჩემ წინ აღიმართა ვეებერთელა დათვი. იარაღის ხმარების დროც
აღარ იყო; რამინო ისე ხერხიანად წამოდგა, რომ ჩემსა და დათვის შუა გაჩნდა,
გაშლილ თათებში ხელი სტაცა და ასე წუთით გაქვავდენ. უეჭველია დათვი
ჩაბღუჯნიდა რამინოს, რომ იგი უეცრად არ დახრილიყო და თავის დათვის ყბის
ქვეშ არ ამოეკრა. წონასწორობა დაეკარგათ ორივეს, გადატრიალდა ორივე...
მცირე დაქანების შემდეგ იწყებოდა, თვალუწვდენელი წკვარამი... ორივე
მურგვივით ერთმანეთში გადახვეული იქითკენ გაექანენ... და აი დავინახე, რომ
რამინო ნიკაპით ხრამის პირათ ჰკიდია... დათვი კი არა სჩანს... ხრამში
გადავარდნის დროს რამინოს ხელი, უეჭველია, – ა, ა, ნუ დამანძრევთ... კუნძი სუსტია... ბღაუჭში სრულიად ამოვარდება. გადახლართეთ იღლიის ქვეშ გულ-მკერდზე ბაწარი და მოადევით ზევით ხეს და ისე ამწიეთ... ოღონდ ჩქარა, თორემ ხელი მღალატობს... ასეთის საშუალებით, გაჭირვებით, ცოტა ზევით ავათრიე... გვერდი გატეხილი აღმოჩნდა, ყური თითქმის მოგლეჯილი, გულზე და მუხლებზე ტყავი ჰქონდა გადამძვრალი, ფრჩხილები ამომძვრალი და არა თუ კრინტი, კვნესა არ აღმოხდენია, გონება არ დაკარგვია, არამედ ხმაც არ შესცვლია, მოსაზრება არ შესუსტებია... – ბედნიერია, ვინც ასე კაჟივით არის გაჩენილი, – ჩაილაპარაკა ელიმ. – და წარმოიდგინეთ, მთელი ავადმყოფობის დროს თვითონ იძლეოდა განკარგულებას, თვითონ შეაკვრევინა ჭრილობები, თვითონ გააკეთებინა რაღაც ბალახების წვენი და იარებზე დააფენინა რაღაც ფოთლები... ჩვენს ექიმებზე უარი სთქვა... დიდ ხანს იწვა, მაგრამ ისე ადგა, რომ ჭრილობის არც ერთი ნიშანი, არც ერთი ხაზი არ დარჩენია. – ამას მეც დავამოწმებ. სხეული თითქოს ხელუხლებელი ჰქონდეს, მე იგი უკაცრავად ქალბატონო, სრულიად ტიტველი ვნახე. – დაადასტურა ბრომლეიმ. – დიახ, ეს ვაჟკაცობაა! – დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ დასძინა ბრომლეიმ... მუსაიფი არ ებმოდა. – მე უფრო ყურადღებით მოგისმენდით, თქვენ რომ
გეამბნათ იმ ახალგაზრდაფრანგ დიპლომატზე, რომელიც მისმა ბიძამ, დიდმა
მოხელემ, გააგზავნა ინდოეთში განსაკუთრებულ საიდუმლო მინდობილობით, – ვეღარ
დააკავა ენა ბრომლეიმ, – ინგლისურმა გვარმა ხელი შეუწყო დაახლოვებოდა
ინგლისელ მოხელეთაც... სხვათა შორის ის დაუმეგობრდა საიდუმლო საქმეთა
ინგლისელ წარმომადგენელს, რომლის ხელში თავი მოეყარა ისეთს ცნობებსა და
საბუთებს, ისეთს პირებთან გაება საიდუმლო კავშირი, რომ მისი თავიდან
მოშორებას უეჭველად მოითხოვდა საფრანგეთის საქმის ვითარება. მაგრამ
ახალგაზრდა ფრანგმა შეიძლება გამოუცდელობისა და შეიძლება თავისი რაინდული
ხასიათის გადამკიდემ, არ იკადრა ნამალევათ, სხვისი ხელით, ინგლისელის
მოკვლა და ისარგებლა ქუჩაში მომხდარ რაღაც ჩოჩქოლით და იქვე ევროპიულ
წესების დარღვევით, მართალია, თანაბრად შეიარაღებული მტერი, – თქვენ საიდან გაიგეთ ეს ამბავი? – ყოველი ადამიანის შესახებ, რომელთანაც მე სავაჭრო ურთიერთობას ვიწყებ, ხშირად ჩემდა დაუკითხავადაც კი, ჩემი მდივანი ჰკრებს ცნობებს. – მაშ ჩემზედაც გექნებათ ცნობა, ბატონო ბრომლეი, – ჩაერია ლაპარაკში ელი. – მე მოგახსენეთ "სავაჭრო ურთიერთობა". ესთეტიურ მხარეს მდივანი ვერ შეეხება... ბრომლეის თავის პასუხი მოეწონა. – განაგრძეთ, განაგრძეთ დაწყებული ამბავი. – შეტაკებას დიდი შედეგი მოჰყვა: ინგლის-საფრანგეთის შორის უსიამო მიწერმოწერა დაიწყო; მსხვერპლად დაეცა, გარდა ახალგაზრდა დიპლომატისა, მისი ბიძაც... ოჯახი გაუბედურდა... მაღალმა საზოგადოებამ ცუდათ
შეხედა არა ჯენტლმენურ საქციელს. ახალგაზრდა გარიყული დარჩა, და იგი შეუდგა
ცდას, როგორმე დიდი სიმდიდრის შეძენითა და ან რაიმე პოლიტიკური აქტით
ერთბაშად გამოესყიდა შეცდომა, აღედგინა ოჯახი და თავისი სახელი... ელისთვისაც ნათელი გახდა, რომ ბრომლეიმ ბ-ნ ჰექსლეის ცხოვრების აღწერაში შეიტანა შესწორებანი და ამ ორის დაქიშპებამ უსიამოთ იმოქმედა. ბრომლეი მიუხვდა ქალს. |
|||
– ყოველ შემთხვევაში, მე უსურვებდი ახალგაზრდა ფრანგს
კეთილშობილ მიზანს მიაღწიოს. მალე – ბრომლეი ეხლა ეჩვეოდა
სალონურ
მუსაიფს და ეს აშკარა ლაპარაკი ძლიერ მალულ გადაკრულ თქმად ეჩვენებოდა, და
ასეთი ხერხი მეტად ახარებდა. – წავიდეთ, თუ მივდივართ... – ვეღარ მოითმინა უხერხულობა ელიმ. – ურიის ქალზე? – იკითხა შემკრთალმა ჰექსლეიმ. – სიამოვნებით! – დაეთანხმა ელი. – სადაც გნებავთ, ოღონდ სამწუხარო არ იყოს... – დაუმატა ბრომლეიმ. – უკანასკნელ სცენას ნუღარ მოუცდით, რადგან ასეთი
ნერვებიანი გახდით, ბატონო ბრომლეი, – ღიმილით შენიშნა ელიმ. ელიმ არაფერი უპასუხა და სამივე გაემართა კარებისკენ, რომ თეატრში წასასვლელად მომზადებულიყვნენ. ............................. ყავახანა "საიდუმლო ბუ". წინა ოთახი. მოსასხამს იხდიან. სარკესთან ემბლემათ დადგმულ ვეებერთელა ბუს ტიკინის თვალებში ელიმ დაინახა, რომ ზანგის ქალი ხელით კოცნას უგზავნიდა ჰექსლეის; უკანასკნელსაც რაღაცუნდა ენიშნებინოს, მაგრამ ჰექსლეის მხოლოდ ზურგი მოსჩანდა და თანაც იგი სწრაფად შემოუბრუნდა ელის და მიაწოდა მოსასხამი გახდის დროს ჩამორთმეული რედიკული. "ასე დამემართება მეც! ასე უნდა მოვიქცე მეც!"... ამ ზარმა დაჰფარა ელის მთელი გონება და სხეული. – ქალბატონი გორდელიანისა მოდის... პატარა სუფრაზე მჯდომმა ორმა მობაასემ შორიდან დაუწყეს მორიდებული ჭვრეტა, როცა მათ ჩამოუარა ელიმ, ერთი მათგანი ადგა – მას მეორეც აჰყვა და თავმდაბლად დაუკრეს თავი. – წარმოიდგინე, კონრად, მე თავს არ ვიდებდი ამ
ქალის სურათის დახატვას, – მეტად ბევრია მასში შინაგანი დიდებულება, რაც არ
მეხერხება, ან საიდან უნდა შეეძინა ჩემს ყალამს ასეთი უნარი, – ოც წლამდე
ერთი ლაღათ გაზრდილი ადამიანი არ მინახავს... – დიახ, მისთვის... ნანახ სურათებიდან ყველაზე
უფრო მოსწონებია ლენბახის "დედა და ბავშვი", კაულბახის "მადელაინა", რიდლის
"საკუნტალა" და ბიოკლინის "მელანქოლია",. და უთქვამს, რომ შეიძლებოდეს,
ერთ-ერთ ამ მხატვართაგანს სიამოვნებით – მაგიერათ იგი მოწმობს, რომ ოთხივე სურათშია ამ ქალის თვისებები... აი დაუკვირდით, ამ ღრმა თვალებში ოცნებაც არის, გამბედაობაც და შიშიც: მიმოხრას და სახეს ეტყობა, რომ თავის სიდიადეში დარწმუნებულია, და თან ერთგვარი განცვიფრებაც ატყვია ზოგიერთ ხაზს... – და ამით თქვენი თეორიაც მართლდება, რომ ხელოვნებაში საშუალო მცოდნეს, ხელოვნების მოტრფიალეს, მხოლოდ ის მოსწონს, რაშიაც მისი ნაწილი მაინც არის გამოსახული... – ხელები, ხელები, – მხატვარმა სათვალეები გაისწორა, ისინი სწორედ კაულბახს უნდა დაეხატა! გამაცანით ერთი... – სიამოვნებით, ოღონდ აქ არ შეიძლება. – რა თქმა უნდა, აქ არა... .................................... |
სალონური - დახვეწილი. | ||
ელი იღებს მიწოდებულ ხოხობს ჩქიფით, კირტნის და თავში გაუელვებს "ამას მოუხდება მძაღე ან კვაწარახი! " – კაბარე გათავდა? – ეკითხება ბრომლეი შორი-ახლო მდგომ მეტრ დ’ოტელს. – არა, ბატონო ბრომლეი, ეხლა იქნება ყველაზე უფრო ეგზოტიკური ნუმერი, – ძლივს ასწრებს უპასუხოს მეტრ დ’ოტელი; |
ჩქიფი - ჩანგალი. მძაღე - ნიგვზისგან მომზადებული სანელებელი. კვაწარახი - გათუთქული მწიფე ტყემლის წვენი, შესანახად მოდუღებული. | ||
რომ ფარდა გაიშლება;
კონფერანსიე და ბენ-საიდმა სახელოდან გამოიღო მანამდე სრულიად უჩინარი დიდი კალათი. კონფერანსიე: – ჩვენს კაბარეს თავისი მობრძანებით პატივი დასდო ცნობილმა მეცნიერმა – ბუნების მეტყველმა – პროფესორმა ოტო კირნერმა. ვთხოვოთ, მე ვთხოვ დირექციის სახელით, ნუ დაიზარებს და დაგვიმოწმოს, რომ ამ კალათაში მყოფი ორივე გველი შხამიანია და რომ მათ კბილები არა აქვთ დამძრალი... ბენ-საიდი კიდევ გაიკეცა შუაზე. – ვთხოვთ! ვთხოვთ! და მთელი კაბარეს ათასი თვალი სწრაფად შეიკრიბა და მიეკრთო სუფრას, სადაც ისხდენ ორი ახალგაზრდა ქალი და სამი კაცი. ერთი ვაჟთაგანი ოდნავ უარზე იყო, მაგრამ ადგა და სცენაზე ავიდა. ინდოელმა კალათს თავი ახსნა და ორი გრძელი, ჭრელი გველი ჩამოეკიდა ორ მის ხელს. პროფესორმა გასინჯა. – გააღებინეთ პირი!.. ბენ-საიდმა გველებს პირი დააღებინა. პროფესორი ავანსცენაზე გადმოდგა და გარკვევით განაცხადა: – მე ვამოწმებ, რომ გასინჯულია ორი გველი, და კალათაში მეტი არ არის, ნამდვილად ეკუთვნის შხამიან ჯიშს, და მათ კბილდები თავის ადგილზე აქვთ. სცენაზე დარჩა მხოლოდ ბენ-საიდი, რომელმაც ერთხელ კიდევ თაყვანი სცა მაყურებელთ და საყელოდან ამოიღო კარგა მოდიდო დიპლიპიტო, ხოლო პირიდან დასაკრავი ჯოხები. მერე მოირთხა სცენის კუთხეში ფეხი და დიპლიპიტოდან რაღაც უცნაური ტაქტი აღმოაცენა... გველებმა თავი ამოყვეს კალათიდან... და სცენის უკანა ფარდიდან გამოხტა ქალი... – საკუნტალა!.. – მშვენიერია! – შენიშნეს აქა-იქ. |
კონფერანსიე - მსახიობი, რომელიც საესტრადო წარმოდგენაზე აცხადებს ნომრებს, შესვენებებისას კი მახვილსიტყვაობს და მაყურებელს ართობს. | ||
სრულიად გაცრცვილი დაგრეხილი ოქროს ძაფით შემორტყმული, მჭიდროთ ნაქსოვი, მაგრამ ქაფივით ნაზი დარაიას ამოღიავებული, უსახელო მოკლე პერანგი თითქოს არ სცმოდეს...
შეკრეჭილი, შავი, აბურდული თმა. აგურისფერი მკვრივი სხეული, ალეწილი,
და გამოჩნდა მარჯვენა გვერდზე, თავი დაადვა მარცხენა მკერდის კუკურს...
და დაღლილი დაესვენა უძრავად.
ქალს შეხებაზე მთელს ტანში ჟრუანტელი უვლიდა; ცივი შეხება ცეცხლად ხვდებოდა. |
დარაია - აბრეშუმის ქსოვილი. | ||
და ანთებული, რომ მთელ ტანს რგებოდა ნეტარება, დაწვდა ქვევით გველების კუდს და ჰაერში გააჩერა ისინი გაშლილ ხელის გულზე.
გველები მთელი სხეულით შემოეხვიენ დასხლეტილ მკლავებს...
ქალი დატრიალდა და ჟინ მორეულმა დაავლო ხელები გველების თავებს, გადაივლო ყელზე და ქვე ჩამოუშვა უცხო უღელის ტაბიკებათ.
ქალმა მეტი ვეღარ გაუძლო, დაიღალა და რომ არაფერი ევნო გველებისთვის, ფრთხილად დაეშვა ნოხზე.
გველებმა ჯვარედინათ ერთხელ კილევ გადაირბინეს ქალის სხეულზე და თვით ქანც-გამოლეულნი, დასასვენებლად კალათაში დაიგრაგნენ.
– საუცხოვოა,
– მშვენიერია,
|
|||
ჯონ ჰექსლეი თითქოს არ იყო ამ ქვეყნად: სიგარის ბოლში გახვეული, ცეკვის დაწყებიდან აქამდე არ იძროდა ადგილიდან, და გაფართოებული თვალები თითქოს საუკუნოდ ინახავდნენ ამ სანახაობას.
ჰექსლეი ქალთანი ერთად თითქოს გრძნობდა გველების სიგრილეს, მათ ხვევნას...
და საშინელი და საამო სწყუროდა...
|
|||
ჰექსლეის რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ენა თითქოს შეუჩერა ელის დაბეჯითებულმა სახემ და, შეიძლება, ბრომლეის მეტად ხელსაყრელმა წინადადებამ.
– ... ოღონდ წამიყვანეთ ტფილისში.
|
კვიპაროსი - მარადმწვანე წიწვოვანი ხე პირამიდული ვარჯით. | ||
სიონი... ნარიყალის ნანგრევები... ოთახი სადღაც ჩიხში... და სულ ბოლოს.
|
|||
– დავანებოთ, ქალბატონო, ამას თავი, – გულწრფელად და რაღაც ტანჯვით შეევედრა ბრომლეი უკვე სცენაზე მდგომ ელის.
|
|||
ელის უნდოდა მოგონებანი მოეშორებინა თავიდან, მაგრამ არ ეყო ნებისყოფა...
|
|||
მეორესკენ გაექანა, მაგრამ მოაგონდა, რომ მისი მოკვლა არაფრად ღირდა და დაიღრიადა დაჭრილივით:
|
|||
მეორე ცხენოსანმა დედაკაცს სთხოვა შელოცვის ჩაწერა.
|
|||
შენიშნა თინომ; ამ პანაშვიდზე მას გამოეფინა ახალი საზაფხულო ქუდი და
კურტნისოდენა რედიკული.
|
კურტანი -საზურგე ტვირთის საზიდავად. | ||
– ძნელია: თეატრები, კინოები და სასადილოები ვერ მოგვცემენ ცნობებს... – ივარაუდეთ იმდენი, რომ დასამატებელი აღარაფერი დარჩეს... ზედმეტი კი გადაეცით აქაურ ღარიბთა თავშესაფარს... ერთის სიტყვით, მთელ ანგარიშს მე ხელი უნდა მოვაწერო ღამის 11 საათზე, 12 საათზე გადავიფრენთ ჰაეროპლანით ქრისტიანიაში და ხვალ დილას აღარაფერმა უნდა მომაგონოს უკანასკნელი დღეების მიუნხენი... | ქრისტიანია - ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო. | ||
|