|
7.1. ორი ერთნაირი ბგერის თავმოყრა ზმნაში
ა. I სუბიექტურ პირში ორი ვ- იწერება, თუ ზმნის ფუძე ვ- თანხმოვნით
იწყება,:
ვ-ვარცხნი(თ), ვ-ვარდები(თ), ვ-ვარაუდ-ობ(თ)...
ვ- უნდა შენარჩუნდეს უ ხმოვნის წინ:
ვ-ურეკავ, ვ-უთხრი, ვ-უთვლი...
ბ. ორი მ- იწერება მაშინ, თუ ერთი ფუძისეულია, მეორე კი - I ობიექტური
პირის ნიშანი:
მ-მალავს ის მე, მ-მართებს ის მე...
გ. გვ-თი დაწყებულ ზმნას მრავლობითი რიცხვის I ობიექტურ პირში ორი გვ
მოუდის:
მო-გვ-გვარა, და-გვ-გვიანებია, გვ-გვრის...
დ. თუ ზმნის ფუძე გ-თი იწყება, მხოლობითი რიცხვის II ობიექტურ პირში ორი
გ-
იწერება:
გ-გუდავს, გ-გლეჯს, გ-გონია, გ-გზავნის...
ე. თუ ზმნის ძირი ა ხმოვნით იწყება და ფორმა ნაწარმოებია ა თავსართით,
გა/და ზმნისწინების დართვისას ფორმაში სამი ა მოიყრის თავს:
გა-ა-ათმაგებს, გა-ა-ანალიზებს, გა-ა-ავებს.
ვ. თუ ზმნის ძირი ე ხმოვნით იწყება და ფორმა ნაწარმოებია ე თავსართით, ორი
ე მოიყრის თავს, ხოლო თუ შე- ზმნისწინიც დაერთო, ფორმაში ზოგჯერ სამი
ე
მოიყრის თავს:
შე-ე-ხება, გა-ე-ერთიანებინა, შე-ე-ერთებინა...
ზ. თუ ზმნის ძირი დ თანხმოვანზე მთავრდება, -დ სუფიქსის დართვისას ფორმაში
ორი დ უნდა დაიწეროს:
დაავად-დ-ება; გადიდ-დ-ება, გათავად-დ-ება...
შედედ-დ-ა; ადიდ-დ-ა, დაბინდ-დ-ა...
სავარჯიშოები:
I. გაასწორეთ შეცდომები:
1. ჩვენ დიდხანს ოცნებობდით ამაზე.
2. მე ვარაუდობდი, რომ სხდომა მალე დაიწყებოდა.
3. შენ მე რწმენას მატებ.
4. ეკა, შენ ოფისი გზავნის სტაჟირებაზე?
5. ამის გახსენება ჩვენ სიამოვნებას გვრის.
6. მან უფროსს გათავისუფლება თხოვა.
7. მე ფული მართებს.
8. მას არ წამს ასეთი მეგობრობის.
9. ის სტირის თავისი პრობლემების გამო.
10. მე ოჯახის სარჩენად ვაჭრობ.
11. მას ძულს უპასუხისმგებლო ადამიანები.
12. ეკას ლამაზი შვილი ყავს.
13. მე უამბე დეკანს ეს ამბავი.
14. მას გვიანობამდე ძინავს ხოლმე.
15. შენ ხომ მეც მკურნალობ?
16. მე ორჭოფობდი, მეყიდა თუ არა ახალი
კომპიუტერი.
17. რედაქტორი შეპირდა ჟურნალისტებს, რომ
შვებულებაში გაუშვებდა.
18. ტრენინგზე მე ყოველდღიურად ვითარდებოდი.
19. დღეს ჩვენ ერთად ვახშმობთ.
20. პოლიციელმა ხელი ტაცა დამნაშავეს.
21. მე გაოცდი ახალი ფილმის ნახვისას.
22. ლექტორმა სტუდენტს დავალება გამოკითხა.
23. ეს კარგად სჩანს ექსპერტის დასკვნიდან.
24. ჩემი ძმა თამაშის დროს ეზოში მალავდა მე.
25. როგორ გონია შენ, მოვასწრებთ სამუშაოს დასრულებას?
II. გაასწორეთ შეცდომები:
1. მთელი კვირა უცხოელების მიერ ჩატარებულ ტრენინგს ვესწრებოდი, რამაც
ბევრი ვერაფერი შემატა.
2. შენ როგორ გონია, ამ საქმეს მალე დავამთავრებთ?
3. ეს ყველაფერი მართალი ნუ გონია, მე მგონი, რაღაცას გვიმალავს.
4. დიდი ხანია არ დაგვიანებია, არც ახლა მინდა დაგვიანება.
5. თუ ცუდად მოიქცევით, უკან სახლში გაგზავნითო, ასე დაგვემუქრა ბებია.
6. ისეთი ყაჩაღები, ჩანთას რომ ხელიდან გამოგლეჯენ, ციხეში უნდა იყვნენ,
ქუჩაში კი არ უნდა სეირნობდნენ.
7. - დამალე, დამალე! - უცებ შემომესმა ვიღაცის კივილი.
8. გაზაფხულზე, გადაუღებელი წვიმების დროს ეს პატარა მდინარე ისე დიდება,
რომ შეიძლება მთელი სოფელი წალეკოს.
9. ჩემს ღია ფერის ქურთუკს ყოველ წელს ქიმწმენდაში ვწმენდი, ახლა მუქი
ფერის უნდა ვიყიდო.
10. სახლიდან გასვლის წინ მტვერს გადაწმენდა, ყველაფერს მიალაგებდა და კარს
მიიხურავდა.
11. აგრესიული პასუხის შემთხვევაში გაგა ხმას გაკმენდა ხოლმე.
12. ზაფხულობით ეს მთის ფერდობი საოცრად აფერადება ხოლმე.
13. მამამისს რომ დაინახავს, მაშინ გულადება ხოლმე, სხვა დროს ხმის
ამოღებას ვერ ბედავს.
14. ეს რა დამართნია, უთო ჩართული დამრჩენია და კინაღამ ხანძარი გაჩენილა.
15. სიკვდილის წინ ბაბუაჩემი გვეუბნებოდა, ჩვენი ტყის პირას დამარხეთო, ისე
უყვარდა ეს ადგილები.
III. გაასწორეთ შეცდომები:
1. მობილურმა ტელეფონებმა ძალიან გაადვილა კომუნიკაცია.
2. მამაშენს ააქვს კომპიუტერი?
3. თბილისი დაარსა ვახტანგ გოგრგასალმა.
4. დიდმა სტრესმა და ნერვიულობამ მარიამის დედა საბოლოოდ დაავადა.
5. კარგი მოთხრობების წიგნი გააქვს სახლში?
6. რომელი მობილური ტელეფონი ააქვს მამაშენს?
7. არაერთ ქართველ მეფეს უნდოდა გაერთიანებინა ქვეყანა.
8. ქიმიის გაკვეთილზე მასწავლებელმა გადაწყვიტა ორი კლასი შეერთებინა.
9. თუ შრომას გაათმაგებ, ბევრს მიაღწევ.
10. შენს მეზობელს ააქვს ელექტროგამათბობელი?
11. ამ ბავშვს წარმოდგენაც არა ააქვს მათემატიკაზე.
12. ვისაც მობილური ტელეფონი არ ააქვს, მასთან დაკავშირება გამიჭირდება.
7.2. ჰ- და ს- პრეფიქსებთან დაკავშირებული
მართლწერის წესები
III ირიბობიექტური პირის ნიშანი ჰ- გვხვდება ბ, ფ, პ, გ, ქ, კ, ყ
თანხმოვნების წინ, ხოლო ს- გვხვდება - დ, თ, ტ, ძ, ც, წ, ჯ, ჩ, ჭ
თანხმოვნების წინ.
1) თუ ზმნას ერთი პირი შეეწყობა, ეს ერთი პირი სუბიექტია, ამიტომ ჰ- ან
ს-
ნიშანი ზმნაში ზედმეტია: ქრის (ის), წუხს (ის), ზრუნავს (ის), დუმს (და არა:
ჰქრის, სწუხს, ჰქრის,
ჰზრუნავს, სდუმს...).
შენიშვნა: ს- თავსართი უნდა დარჩეს იმ ზმნებში, რომლებშიც ის ფუძესთანაა
შეხორცებული:
გასტანა (კრებამ დიდხანს), გასწია (მან სახლისაკენ), ასწია, მოსწია,...
2) თუ ზმნა ორპირიანია, ერთი პირი სუბიექტია, მეორე - პირდაპირი ან ირიბი
ობიექტი.
ა. პირდაპირი ობიექტი აწმყოსა და მყოფადში მიცემით ბრუნვაშია, წარსულში
(წყვეტილში) - სახელობითში, ე.ი. ბრუნვაცვალებადია. თანამედროვე ქართული
სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით, პირდაპირობიექტურ პირს ნიშანი არ
უნდა:
თქვა (მან ის), დატოვა (მან ის), გადაწყვიტა (მან ის) და არა: სთქვა,
დასტოვა, გადასწყვიტა და ა. შ.
დაიმახსოვრეთ: ს- თავსართი შეხორცებულია ფუძესთან შემდეგ ზმნებში:
მისწია, მისწევს, ასწია, ასწევს, გამოსცა, გამოსცემს, გასცა, გასცემს...
ბ. ირიბი ობიექტი ყველა დროსა და მწკრივში მიცემით ბრუნვაშია,
ბრუნვაუცვლელია. ირიბობიექტური პირის ნიშანი ზმნაში უნდა იყოს
წარმოდგენილი:
შეჰგებებია (ის მას), დაჰკარგვია (ის მას), მოჰპარვია (ის მას), ჰგავს,
ჰგონია, ჰყავს, ჰყოლია... სძულს, სცემს, სწამს, გასჩერებია...
შენიშვნა: სხვა თანხმოვნებისა (ღ, ხ, ზ, ს, ჟ, შ) და ხმოვნების წინ
ირიბობიექტურ პირს ნიშანი არ უნდა:
ღალატობს, ნებავს, მართებს (ის მას)
ცივა, ცხელა ზმნები ამინდს აღნიშნავს, მაგრამ თუ ადამიანს აქვს შეგრძნება
სიცივისა ან სიცხისა, ზმნას სჭირდება პირის ნიშანი:
მას სცივა, სცხელა...
ამავე ნიშნით გაიმიჯნება ზმნათა შემდეგი წყვილები:
წერს - სწერს (მოსწავლე დავალებას წერს, მაგრამ:
ბიჭი სწერს წერილს დედას).
ჭრის - სჭრის (დიასახლისი ჭრის ნამცხვარს, მაგრამ:
მამა ნაძვს ტოტს სჭრის).
ცვივა - სცვივა (ციდან ცვივა წვეთები, მაგრამ:
გურამს თმები სცვივა).
კრავს - ჰკრავს (კრავს ბარგს, მაგრამ:
ჰკრავს ის მას ხელს).
ტირის - (და)სტირის (ბავშვი ტირის, მაგრამ: ის დასტირის, ან მისტირის თავის
წარსულს).
ჯობს (ასე) - სჯობს (ნინო ეკას მოხერხებით)
3) სამპირიან ზმნებს ყოველთვის უნდა ჰ- ან ს- პრეფიქსი, იმიტომ, რომ ერთი
პირი ყოველთვის ირიბობიექტურია:
დაჰპირდა ის მას მას, სწერს ის მას მას, სთხოვს ის მას მას, შესწირავ შენ
მას მას, შესჩივლა მან მას ის...
ზოგჯერ III სუბიექტური პირის მრავლობითი რიცხვის -ნენ ნიშნის ნაცვლად
შეცდომით ხმარობენ –ენ დაბოლოებას: დაიმალენ, დაესწრენ... ეს შეცდომაა.
უნდა იყოს:
დაიმალნენ, ეწვივნენ, დაესწრნენ...
დაიმახსოვრეთ:
სწორია |
არასწორია: |
ჰყავს
ჰქვია
ჰგავს
ჰგონია
მისცემს
მოსტაცებს
დასტყუებს
მისწერს
სთხოვს
ჰკითხავს
მიჰყიდის
ჰპირდება
სწყინს
სტკივა
სჭირს
სწყურია
სდის
სძულს
სცხელა
სცივა |
ყავს
ქვია
გავს
გონია
მიცემს
მოტაცებს
დატყუებს
მიწერს
თხოვს
კითხავს
მიყიდის
პირდება
წყინს
ტკივა
ჭირს
წყურია
დის
ძულს
ცხელა
ცივა |
:
სავარჯიშოები:
I. გახაზეთ სწორი ფორმები:
1. პრეზიდენტმა განკარგულება გასცა.
მებრძოლმა საიდუმლო არ გაცა.
2. დედამ შვილს პირი მოსწმინდა.
დედამ იატაკი მოწმინდა.
3. კინოთეატრში ახალი ფილმი გადიოდა.
სისხლი თქრიალით გადიოდა.
4. ნიკა ვანოს ფეხით შედგა.
ლალიმ ქვაბი გაზქურაზე შედგა.
5. დღეს ძალიან ცხელა.
ნოდარს ძალიან ცხელა.
6. თამუნა ხშირად წერს წერილებს შეყვარებულს.
თამუნა ნოველებს წერს.
7. ტყეში ხეებს სჭრიან.
გაზაფხულზე ხეებს ტოტებს სჭრიან.
8. ფანტელები ცვივა.
ხეს ფოთლები ცვივა.
9. უხერხულობისაგან ალმური ასდიოდა.
ცხელი ჰაერი მაღლა ადიოდა.
II. გაასწორეთ შეცდომები; გახაზეთ სწორი ფორმები:
1. დედა ჰზრუნავს თავის შვილებზე.
2. ნუნუ კოჭლობს.
3. ზურას სწყურია.
4. თეკლას დილიდან ცხელა.
5. ომარს კბილი ტკივა.
6. ბებია წინდას ქსოვს.
7. ეკას ყველაფერი სწყინს.
8. მან მარინას კარგი რჩევა მისცა.
9. ლიანა მამიდას ჰგავს.
10. კატო ძალიან ხმაურობს.
11. ნატა რატომ სდუმს?
12. მტერი ყველას სძულს.
13. ბავშვს ცრემლების სდის.
14. გარეთ ძალიან ცივა.
15. ნინო ცუდად არის და ჰბარბაცებს.
16. ეკა ყვავილებს ჰკრეფს.
17. ის საბურავებს სცვლის.
18. პაპა ყურძენს წურავს.
19. თორნიკეს რა სჭირს?
20. მას ყველა თავისი მეგობარი ჰგონია. |
|
|
|