ქეთევან გოჩიტაშვილი: ქართული ენის მართლწერისა და პუნქტუაციის საკითხები

 

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


 
       

10. ქვემდებარისა და შემასმენლის შეთანხმება რიცხვში

შინაარსი
 
შემასმენელი მხოლობით რიცხვშია, როცა:

ა) ქვემდებარე მხოლობით რიცხვშია:

მასწავლებელი საუბრობს

ბ) ქვემდებარე რაოდენობითი რიცხვითი სახელია, ან ნაცვალსახელია:

ბევრი მოვიდა
ყველა იცინის

გ) ქვემდებარე კრებითი სახელია:

სოფელი აყაყანდა
ჯარი ისვენებს

დ) ქვემდებარეს განსაზღვრებად რიცხვითი სახელი აქვს:

ხუთი ადამიანი მოვიდა

ე) ქვემდებარე უსულო საგანია -ებ-იან მრავლობითში:

სკამები დგას
მდინარეები ადიდდა

ვ) ქვემდებარე დედა-შვილი-ს ტიპის კომპოზიტია:

ცოლ-ქმარმა მოილაპარაკა
და-ძმა მოგზაურობს



შემასმენელი მრავლობით რიცხვშია, როცა:

ა) ქვემდებარე მრავლობით რიცხვში წარმოდგენილი სულიერი სახელია:

ბავშვები თამაშობენ
ძროხები ბღავიან

ბ) ქვემდებარე ნართანიან მრავლობითშია:

ფოთოლნი დაჭკნნენ

ბ) უსულო ქვემდებარე გაპიროვნებულია:

თოჯინები იცინიან

გ) და და ძმა (და კავშირით შეერთებული) ქვემდებარეა

პაპა და ბებია მცხეთაში ცხოვრობენ


სავარჯიშოები:

I. შეარჩიეთ სწორი ფორმა მოცემული ნიმუშებიდან და ჩასვით მრავალწერტილის ადგილას (იცინოდნენ, იცინოდა):

ბავშვები ხმამაღლა . . . . . . . . . .

II. გახაზეთ სწორი ფორმა:

ჩემი დედ-მამა ამერიკაში მუშაობენ.
ჩემი დედ-მამა ამერიკაში მუშაობს.


III. დააბოლოეთ ზმნა:

ღრუბლები ერთმანეთს ეჯახებოდ. . . .

IV. გაასწორეთ შეცდომა:

ახალგაზრდობა გამოცდილებას იღებდნენ.

V. დააბოლოეთ ზმნა:

პრემიერის შემდეგ სამმა კრიტიკოსმა ისაუბრ. . . . .

VI. გახაზეთ სწორი ფორმა:

გუშინ ჩვენთან სიდედრ-სიმამრი მოვიდნენ.
გუშინ ჩვენთან სიდედრ-სიმამრი მოვიდა.

VII. ჩასვით მრავალწერტილის ადგილას დაშვებასაგან ნაწარმოები ზმნა შესაბამისი ფორმით:

ყველამ ბევრი შეცდომა . . . . . . .

VIII. გაასწორეთ შეცდომა:

მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩნენ.

IX. შეარჩიეთ სწორი ფორმა მოცემული ნიმუშებიდან და  ჩასვით მრავალწერტილის ადგილას (მიდიან, მიდის):

ცოლ-ქმარი მივლინებაში . . . . . . . . . . .


X. დააბოლოეთ ზმნა:

მათი ყველა მეგობარი რესტორანში მოვიდ. . . .

XI. გაასწორეთ შეცდომა:

ჩემი ბებია და პაპა ფილმს უყურებდა.

XII. ჩასვით მრავალწერტილის ადგილას საუბრისაგან  ნაწარმოები ზმნა სათანადო ფორმით:

დედა-მამა საინტერესო თემებზე . . . . . . . . . .

XIII. გაასწორეთ შეცდომა:

ყურძნის მოსაკრეფად ყველა დადიოდნენ.

XIV. გახაზეთ სწორი ფორმა:

დედ-მამამ შეხედეს შვილს.
დედ-მამამ შეხედა შვილს.

XV. შეარჩიეთ სწორი ფორმა მოცემული ნიმუშებიდან და  ჩასვით მრავალწერტილის ადგილას (ექიმები იყო,  ექიმი იყო, ექიმები იყვნენ):

ჩემი ბიძა-ბიცოლა . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

XVI. გაასწორეთ შეცდომა:

ჩემი მეზობლები ეკონომისტებია.

XVII. დაბოლოეთ ზმნა:

სამი ბავშვი ტიროდ. . .

XVIII. შეარჩიეთ სწორი ფორმა მოცემული ნიმუშებიდან და ჩასვით მრავალწერტილის ადგილას (მოხიბლული ვიყავით, მოხიბლულები ვიყავით):

ახალგაზრდები მისი მშვენიერებით . . . . . . . . . . . . .

XIX. გაასწორეთ შეცდომა:

ორივემ უცნობს შეხედეს.

XX. შეარჩიეთ სწორი ფორმა მოცემული ნიმუშებიდან და ჩასვით მრავალწერტილის ადგილას (იზრდებიან, იზრდება):

აქ მუხები . . . . . . . . . .

XXI. გახაზეთ სწორი ფორმა:

გაზაფხულზე ენძელა და ია აყვავდებიან.
გაზაფხულზე ენძელა და ია აყვავდება.

XXII. მრავალწერტილის ადგილას ჩასვით ჭიკჭიკისაგან ნაწარმოები ზმნა სათანადო ფორმით:

ჩიტები საამურად . . . . . . . . , . . . .

XXIII. გახაზეთ სწორი ფორმა:

გიორგი და ერეკლე მანქანას აკეთებენ.
გიორგი და ერეკლე მანქანას აკეთებს.

XXIV. გაასწორეთ შეცდომა:

მარია და ნუკა ახლო მეგობრებია.

XXV. შეარჩიეთ სწორი ფორმა მოცემული ნიმუშებიდან და ჩასვით მრავალწერტილის ადგილას (უცხო იყვნენ, უცხოები იყვნენ):

ეს მხატვრები ყველასათვის . . . . . . . . . . . . . . . .

XXVI. გახაზეთ სწორი ფორმა:

მისი სითამამით გაოცებული ვიყავით
მისი სითამამით გაოცებულები ვიყავით.

XXVII. გახაზეთ სწორი ფორმა:

ახალი თანამშრომლები ახალგაზრდები არიან.
ახალი თანამშრომლები ახალგაზრდებია.

XXVIII. დააბოლოეთ ზმნა:

შენობის წინ მათი რამდენიმე ნაცნობი შეიკრიბ...

XXIX. გაასწორეთ შეცდომა:

ამ წვრთნებზე მხედრობამ კარგი გამოცდილება მიიღეს.

XXX. შეარჩიეთ სწორი ფორმა მოცემული ნიმუშებიდან და ჩასვით სათანადო ადგილას (თამაშობდნენ, თამაშობდა):

მამა-შვილი ფრენბურთს . . . . . . .

XXXI. დააბოლოეთ ზმნა:

ახალგაზრდობა სტადიონზე შეგროვდ. . . . .

XXXII. გახაზეთ სწორი ფორმა:

ჩვენი ნათესავები მსახიობებია.
ჩვენი ნათესავები მსახიობები არიან.

XXXIII. დააბოლოეთ ზმნა:

პატარები ჩიტებივით ჟღურტულებდ. . . .

XXXIV. გახაზეთ სწორი ფორმა:

პაპას დარგული კაკალი და ატამი გახმა.
პაპას დარგული კაკალი და ატამი გახმნენ.

XXXV. დააბოლოეთ ზმნა:

ღრუბლები ტალღებივით მიცურავდ. . .

XXXVI. შეარჩიეთ სწორი ფორმა მოცემული ნიმუშებიდან და ჩასვით მრავალწერტილის ადგილას (ბობო-ქრობდნენ, ბობოქრობდა):

ზვირთები . . . . . .


XXXVII. გახაზეთ სწორი ფორმა:

ზამთარში მდინარე და წყარო გაიყინა.
ზამთარში მდინარე და წყარო გაიყინნენ.

 

 

შინაარსი

9. ზმნის უღლებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები

11. ზმნიზედების მართლწერა