ქეთევან გოჩიტაშვილი: ქართული ენის მართლწერისა და პუნქტუაციის საკითხები

 

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


 
       

9. ზმნის უღლებასთან დაკავშირებული მართლწერის სხვა საკითხები

შინაარსი
 
9.1. თემის ნიშნები  
ხშირად -ავ და -ამ თემისნიშნიანი ზმნების დაბოლოება მერყეობს.

თუ საწყისი -ვა მარცვალზე ბოლოვდება, ზმნას თემის ნიშნად -ავ ექნება, თუ -მა-ზე ბოლოვდება  - -ამ:

 

დასხმა  - ვასხ-ამ (და არა: ვასხავ)
ხატვა  - ვხატ-ავ
სმა  - ვსვ-ამ (
და არა: ვსვავ)
წასმა  - ვისვ-ამ (
და არა: ვისმევ)
ჩაცმა  - ვიცვ-ამ (
და არა: ვიცმევ)
დარტყმა  - ვარტყ-ამ (
და არა: ვარტყავ)
დაბმა  - ვაბ-ამ (
და არა: ვაბავ)

-ავ და -ამ თემის ნიშანი ზმნებს გადაჰყვებათ I თურმეობითშიც:
დაუმალავს, დაუბარავს, დაურტყამს, დამიხატავს, დამინახავს, დამირეკავს, დამიბამს, ჩამიცვამს (და არა: დამიხატია... და მისთ.)

უთემისნიშნოდ იხმარება შემდეგი ზმნები:

ა) ერთთემიან ზმნებს:
კვეთს, ხეთქს, კვეცს, იხვეჭს, ტეხს, ჩეჩს, ჩეხს, იღეღს, ჭექს, ყეფს, წერს, ხვეწს, (და არა: ვკვეთავ, ვჩეჩავ, ვიხვეჭავ...)

ბ) ხმოვანმონაცვლე ზმნებს:

ბზეკს, ბნედს, ბრეცს, გლესს, გლეჯს, გრეხს, დრეკს, დღვებს, ზნექს, იჭერს, კბეჩს, კვნეტს, კმენდს, კრეფს, კრეჭს, ჟლეტს, ფლეთს, სრესს, ფშეკს, ფშვნეტს, ფხეკს, ღლეტს, ყვლეფს, შრეტს, ჩხვლეტს, ცქვეტს, წრეტს, წყვეტს, ჭყლეტს, ხვრეტს, ხვრეპს, ხლეჩს ზელს, ჩქმეტს (და არა: ჭყლიტავს, ზილავს, წყვიტავს, კრი-ჭავს...)

ამ ზმნათა საწყისებია:

ტეხა, კვეთა, ხვეჭა, წყვეტა, კრეფა, ზელა (და არა: ტეხვა, წყვეტვა...).

-ია დაბოლოება ექნებათ შემდეგ ზმნებს კითხვაზე რა მიქნია?

გამიჟლეტია, დამიფლეთია, მომისრესია გამიტეხია, გამიკვეთია, მომიხვეჭია, მომიწყვეტია, გად-ამიწყვეტია, დამიკრეფია, მომიზელია, გამიფშეკია ...

სავარჯიშოები:

 

I. გაასწორეთ შეცდომები:

1. პრობლემებს ვერ ვწყვიტავდით.
2. რატომ ტირიხარ, ნანა?
3. ია, სად დგეხარ?
4. ბებიას მხოლოდ მე ვყევარ.
5. მაგას ჩივიხარ?
6. ის თოკს გრიხავს.
7. მამა ვაშლს კრიფავს.
8. რატომ აღარ მღერიხართ?
9. ლადო, ნუ ტირიხარ.
10. მათ დამნაშავეები დაუხვრიტავთ.
11. უფრო მამას ვგევარ.
12. მალე ამ საკითხსაც გადავწყვიტავთ.
13. ნამძინარევი პატარა თვალებს იფშვნიტავდა.
14. მაია ფეხსაცმელებს ბრიცავს.
15. რატომ ტირიხარ?
16. ის მომავალს ჭვრიტავს.
17. მან კარგი სამსახური იშოვნა.
18. სენი ჟლიტავდა მთელ ქვეყანას.
19. რა კარგად მღერიხარ!
20. ტყუიხარ, რამაზ!
21. უნდა ვიღწვოდეთ წარმატებისათვის.
22. არ მეგონა, თუ ამას ვინმე მოდრიკავდა.
23. ვერ იპოვნა ის ადამიანი, რომელსაც ეძებდა.

II. შეარჩიეთ სწორი ვარიანტი მოცემული ფორმებიდან და ჩასვით გამოტოვებულ ადგილას (მოწყვიტავს, მოწყვეტს, მოწყვეტავს):

ვარდს ეკა . . . . . . . . . . . .

III. შეარჩიეთ სწორი ვარიანტი მოცემული ფორმებიდან და ჩასვით სათანადო ადგილას (გაუჭლიტავს, გაუჟლეტია, გაუჟლეტნია):

ავადმყოფობას მთელი ლაშქარი . . . . . . . . .

IV. შეარჩიეთ სწორი ვარიანტი მოცემული ფორმებიდან და ჩასვით სათანადო ადგილას (გაგვიწმენდია, გაგვიწმინდავს, გაგვიწმენდავს):

კომპიუტერი ვირუსებისაგან არ . . . . . . . . . . . .

V. შეარჩიეთ სწორი ვარიანტი მოცემული ფორმებიდან და ჩასვით სათანადო ადგილას (მოდრიკავდი, მოდრეკდი, მოდრეკავდი):

ამ ადამიანს შენ ვერ . . . . . . . . .

VI. შეარჩიეთ სწორი ვარიანტი მოცემული ფორმებიდან და ჩასვით გამოტოვებულ ადგილას (გადაწყვეტს, გადაწყვიტავ, გადაწყვეტავ):

ამ საკითხს თავმჯდომარე . . . . . . . . . . . .

VII. შეარჩიეთ სწორი ვარიანტი მოცემული ფორმებიდან და ჩასვით გამოტოვებულ ადგილას (იფშვნეტს, იფშვნიტავს, იფშვნეტავს):

პატარა თვალებს . . . . . . . . . . .

VIII. შეარჩიეთ სწორი ვარიანტი მოცემული ფორმებიდან და ჩასვით სათანადო ადგილას (კმინდავდა, კმენდდა, კმინდავდა):

მის დანახვაზე ყველა ხმას . . . . . . . .

IX. შეარჩიეთ სწორი ვარიანტი მოცემული ფორმებიდან და ჩასვით გამოტოვებულ ადგილას (გადამიწყვიტავს, გადამიწყვეტავს, გადამიწყვეტია):

საკითხი ჯერ არ . . . . . . . . . . . . . .

X. შეარჩიეთ სწორი ვარიანტი მოცემული ფორმებიდან და ჩასვით გამოტოვებულ ადგილას (მოუზილავს, მოუზელია, მოუზელავს):

მაკას ცომი არასოდეს . . . . . . . . . . . . . .

XI. შეარჩიეთ სწორი ვარიანტი მოცემული ფორმებიდან და ჩასვით გამოტოვებულ ადგილას (ფლეთს, ფლითავს, ფლეთავს):

პატარა ბარბარე ყველაფერს . . . . . . . . . . . . . .

9. 2. ბგერის გაჩენა ზმნის ფორმებში

ჩნდება ა, ე ბოლოხმოვნიანი სახელებისგანა ნაწარ-მოები ზმნების ყველა მწკრივში, გარდა II კავშირებითისა:

ქვა  - აქვა-ვ-ებს
აქვა-ვ-ებდა
აქვა-ვ-ებდეს
გააქვა-ვ-ებს...
გაუქვა-ვ-ებია
გაექვა-ვ-ებინა
გააქვა-ვ-ა
ასევე – გაამხნე-ვ-ებს, გაამხნე-ვ-ა...
მაგრამ: გააქვა-ო-ს

ქვა                      აქვავებს, (გააქვავა, გაუქვავებია)
ხე                       ახევებს
შრე                    აშრევებს
მხნე                  ამხნევებს
ხურდა             ახურდავებს
ქირა                  აქირავებს
ხნე                    ამხნევებს
ყვე                 ატყვევებს
ძიძა                  აძიძავებს

-ო ბოლოხმოვნიანი სახელებისგან ნაწარმოები ზმნები კი მხოლოდ წარსულ დროში (კითხვაზე რა ქნა?) გამოავლენენ -ვ-ს:

ჯილდო  - აჯილდო-ებს, დააჯილდო-ებს, დააჯილდო-ოს, დაუჯილდო-ებია. მაგრამ: დააჯილდო-ვ-ა.

ასევე: აუთო-ებს  - დააუთო-ვ-ა  - დააუთო-ოს

აჯადო-ებს  - მოაჯადო-ვ-ა  - მოაჯადო-ოს
აფართო-ებს  - გააფართო-ვ-ა  - გააფართო-ოს
აახლო-ებს  - დააახლო-ვ-ა  - დააახლო-ოს

-უ ბოლოხმოვნიან სახელებისაგან ნაწარმოებ ზმნებში არსად არ ჩნდება -ვ:

აყრუ-ებს
დააყრუ-ებს
დააყრუ-ა
დააყრუ-ოს...

ქართულში გვაქვს -ობ დაბოლოებიანი ზმნები (ორი ან სამპირიანი), როგორებიცაა: ვათბობ, ვაცხობ, ვაშრობ, ვაქრობ, ვახრჩობ, ვარჭობ და მისთანანი.

ამ ზმნებს წყვეტილში (ანუ წარსულ სრულ დროში) -ობ თემის ნიშანი ჩამოშორდება:

ა) ზოგ შემთხვევაში უკვალოდ: (თუ I თურმეობითში (რა მიქნია?) არ ჩანს)
ჩავაქრ-ე (რა მიქნია? ჩამიქრია) და არა: ჩავაქვრე
გავაშრ-ე
დავადნ-ე
დავაცხრ-ე

ბ) ზოგ შემთხვევაში -ობ დაბოლოების -ო კვალს ტოვებს -ვ-ს სახით: (თუ I თურმეობითში გვაქვს):

გამოვაცხ-ვ-ე (რა მიქნია? გამომიცხვია)
დავახრჩ-ვ-ე
შევიტყ-ვ-ე
მოვაწყ-ვ-ე
დავაწყ-ვ-ე
შევაწყ-ვ-ე...

სავარჯიშოები:

I. რომელია სწორი? გახაზეთ.

1. უნდა დაახურდაოს  - უნდა დაახურდავოს
2.  აჯილდოებს  - აჯილდოვებს
3.  ჩავაქრე  - ჩავაქვრე
4.  უნდა გაამხნეოს  - უნდა გაამხნევოს
5.  დააჯილდოვოს  - დააჯილდოოს
6.  გააფართოოს  - გააფართოვოს
7. უნდა გააქირაოს  - უნდა გააქირავოს
8.  აფართოებს  - აფართოვებს
9.  გამოვაცხვე  - გამოვაცხე
10.  აჯადოვებს  - აჯადოებს
11.  დავაწყვე  - დავაწყე
12.  გავაშრე  - გავაშვრე

II. გაასწორეთ შეცდომები:

1. გუშინ სახლში გაჩენილი ცეცხლი ძლივს ჩავაქვრე.
2. ოსკარის ტრადიციულ ფესტივალზე საუკეთესო
რეჟისორებსა და მსახიობებს დააჯილდოვებენ.
3. გემრიელი ხაჭაპური გამოვაცხე, მოდი, ჭამე...
4. არ მინდა, ჩემი მეომრები დაატყვევოს იმ გარეწარმა!
5. ხელიც არ შემტოკებია, ისე დავახრჩე!
6. სახლი თანამედროვედ მოვაწყე.
7. მომავალი წლიდან მაღაზია გუდვილი თავის ქსელს გააფართოვებს.
8. არ გინდა, შენი ბინა გააქირავო?
9. სარეცხი ძლივს გავაშვრე.
10. ყინული დავადვნე და წყალი ისე მივიღე.



 

შინაარსი

8. ზმნისწინთა მართლწერა

10. ქვემდებარისა და შემასმენლის შეთანხმება რიცხვში