|
ბარათაშვილი
ნინო
-
ნინო ბარათაშვილი დაიბადა 1976 წლის 8
ოქტომბერს, ქ. თბილისში. იგი სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ
ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, ანგლისტიკის
სპეციალობით, აგრეთვე საქართველოს საინჟინრო-ეკონომიკურ
ინსტიტუტში, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების
სპეციალობით და საქართველოს დიპლომატიურ აკადემიაში,
საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის განხრით.
მონაწილეობდა საქართველოს გაერო-ს ასოციაციისა და
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის
საელჩოების ერთობლივად ორგანიზებულ საგანმანათლებლო
პროგრამაში. გაიარა ჟენევის საერთაშორისო კვლევის
ინსტიტუტის სასწავლო კურსი საერთაშორისო ჰუმანიტარული
სამართლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მოლაპარაკებების
წარმართვის განხრიტ. მონაწილეობდა ეგვიპტის არაბული
რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ
სემინარში დიპლომატიის საკითხებზე. გაიარა ჯორჯ მარშალის
სახელობის უსაფრთხოების ევროპული ცენტრის საერთაშორისო და
უსაფრთხოების საკითხთა შემსწავლელი კოლეჯის კურსი ,,21-ე
საუკუნის ლიდერები“. არის საქართველოს სტრატეგიისა და
საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდისა და
საერთაშორისო განათლების კანადური ბიუროს ერთობლივი
პროექტის ,,საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელი“ მონაწილე.
ნინო ბარათაშვილი 1998 წლიდან მუშაობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. თავდაპირველად
იყო ამერიკისა და ევროპის ქვეყნების დეპარტამენტის
სტაჟიორ-თანამშრომელი, შემდეგ საგარეო პოლიტიკის კვლევისა
და ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტი. ამჟამად არის
მეორე ევროპული დეპარტამენტის ცენტრალური ევროპისა და
ბალტიის ქვეყნების სამმართველოს უფროსი.
ნინო ბარათაშვილმა 23 წლის ასაკში დაიცვა
საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე: ,,ივანე ჯავახიშვილი და
საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის
წინამძღვრები“. მიენიჭა პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატის
სამეცნიერო ხარისხი. არის საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა
კათედრის დოცენტი და კითხულობს ლექციებს პოლიტოლოგიის
სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს 27 სამეცნიერო ნაშრომი,
მათ შორის - 7 მონოგრაფია.
წიგნები:
*გლობალიზაციის
თანამედროვე ტენდენციები და ახალი
მსოფლიო წესრიგი
*კავკასიის
გეოპოლიტიკური ასპექტები |