|
|||
ბეჟიტაშვილი ო. - დაიბადა 1969 წლის 9 იანვარს ქ. თბილისში. წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1995). 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონების კომიტეტში უფროს სპეციალისტად, ხოლო 1996 წლის ოქტომბრიდან არის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის უფროსი სპეციალისტი. ამჟამად თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრის ასპირანტია და მიჰყავს სემინარული მუშაობა საზღვარგერთის ქვეყნების სახელმწიფო სამართლის კურსში. დასაცავად მომზადებული აქვს საკანდიდატო დისერტაცია იტალიის კონსტიტუციური სამართლის ძირითადი ინსტიტუტების შესახებ, აღნიშნულ თემაზე გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები. წინამდებარე ნაშრომიც სწორედ ამ პრობლემის შესწავლისა და სრულყოფის ინტერესებს ემსახურება. მსოფლიო პარლამენტარიზმის კვლევითი ცენტრი, რომელსაც იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ მელქაძე თაოსნობს, გამოსცემს პოლიტიკურ - სამართლებრივი ლიტერატურის სერიას. წინამდებარე წიგნი ამ სერიის მეექვსე წიგნია. უკვე გამოიცა: ო. მელქაძე. საზღვარგერეთის ქვეყნების სახელმწიფო სამართალი; უცხოელ ავტორთა კრებული - რესპუბლიკა: საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო. შემდგენელი და რედაქტორი ო. მელქაძე; ო. მელქაძე. საუბრები ქაღტულ კონსტიტუციაზე; ო. მელქაძე. სახელმწიფო კონტროლი: თეორია, პრაქტიკა, პერსპექტივა. გ. კვერენჩხილაძე, ო. მელქაძე. საფრანგეთის სახელმწიფო სისტემა. უახლოეს ხანში გამოიცემა: ო. მელქაძე, კ. ყურაშვილი. რუსეთის სახელმწიფო სისტემა. მზადდება გამოსაცემად: ო. მელქაძე, ვ. ხიდასელი. ინგლისის სახელმწიფო სისტემა.
წიგნები: (თანაავტორი - ო. მელქაძე) |