|
|||
მელქაძე ოთარ - დაიბადა 1938 წლის 8 აპრილს თბილისში. წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი (1961წ.), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი (1968წ) 1984 წელს დაიცვა დისერტაცია იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის, ხოლო 1995 წელს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. ოთარ მელქაძე საქართველოს პარლამენტის წევრია და მუშაობს სახელმწიფო სამართლის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს ცხრა მონოგრაფია, სამი ბროშურა და სამოცამდე წერილი საქართველოს, რუსეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის იურიდიულ ჟურნალებში. ამჟამად თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრის პროფესორია და ხელმძღვანელობს მის მიერვე დაფუძნებულ მსოფლიო პარლამენტარიზმის კვლევით ცენტრს. ასეთი შეთავსება მიზნად ისახავს სახელმწიფოთმცოდნე იურისტების პერსპექტიული გუნდის ჩამოყალიბებას. წინამდებარე წიგნი, ცენტრის მიერ გამოცემული პოლიტიკურ - სამართლებრივი ლიტერატურის სერიაში, მეორე ცდაა ამგვარი თანამშრომლობის შედეგის წარმოდგენისა.
წიგნები: (თანაავტორი - ო. ბეჟიტაშვილი)
*რუსეთის სახელმწიფო სისტემა - წიგნი მეშვიდე (თანაავტორი: კახი ყურაშვილი)
*მსოფლიო ქვეყნების სამართლებრივი სისტემები
|