|
|||
ყურაშვილი კახი - დაიბადა 1973 წლის 24 დეკემბერს ქ. თბილისში. 1990 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 117 - ე საშუალო სკოლა და ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც სამართალმცოდნეობის სპეციალობით წარმატებით დაამთავრა 1996 წელს.
ამჟამად თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრის ასპირანტია. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემას წარმოადგენს: ,,ფედერაცია - სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაციის ფორმა რუსეთში“. მუშაობს რუსეთის ფედერაციის საკონსტტუციო სამართლის სხვა ინსტიტუტებზეც, რომელთა შესახებ გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები. წინამდებარე ნაშრომი სწორედ მათი შესწავლის და სრულყოფის ინტერესებს ემსახურება.
წიგნები: *რუსეთის სახელმწიფო სისტემა - წიგნი მეშვიდე (თანაავტორი: ოთარ მელქაძე)
|