Login |
|
|
English Georgian |
Home |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages. |
მიხეილ ერისთავი
Biographyქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი, თავადი მიხეილ ერისთავი დაიბადა 1827 წლის 9 თებერვალს, სოფელ კარალეთში (ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი), ბიძინა რევაზის ძე ერისთავისა და თამარ იოსების ასულ მელიქიშვილის ოჯახში. მონაწილეობდა ყირიმისა (1853–1856) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომებში. 1877 წელს გახდა რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი. დაჯილდოებული იყო წმ. ანას II ხარისხის ორდენით. გენერლები იყვნენ მისი ძმებიც - ნიკოლოზ და კონსტანტინე ერისთავები. მიხეილ ერისთავი საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. 1879 წელს იგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა. გარდაიცვალა 1894 წლის 7 მაისს, თბილისში. დაკრძალეს აქვე, კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის საგვარეულო აკლდამაში. წყარო: 1. საქართველო : ენციკლოპედია: ტ. 3. - თბილისი, 2014. - გვ. 61. 2. georgianencyclopedia.ge/index.php/ერისთავი_მიხეილ_ბიძინა
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |