შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ასათიანი გედეონ![]()
ბიოგრაფიაექიმი გედეონ (გედევან, გედი) ასათიანი მეორე თაობის ქართველი ემიგრანტია. ის მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა და ომის დასრულების შემდგომ აღარ დაბრუნებულა საბჭოთა კავშირში. მისი მამა, გრამიტონ ყაფლანის ძე ასათიანი (1895-1979), ცნობილი გინეკოლოგი გახლდათ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი. 1953–1968 წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეანო განყოფილებას. გედეონ ასათიანი ომში დაკარგულად ითვლებოდა. მხოლოდ 1957 წელს შეიტყო გრამიტონ ასათიანმა, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო და იმყოფებოდა აშშ-ში. 1966 წელს, რამდენიმეწლიანი წერილობითი ურთიერთობის შემდეგ, ბატონმა გრამიტონმა მიიღო მთავრობის ნებართვა და აშშ-ში შვილის სანახავად წავიდა. გედეონ ასათიანი ამერიკაშიც ექიმად მუშაობდა. იგი პროფესორი იყო და ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში ქირურგიის ცენტრს ხელმძღვანელობდა. მამა-შვილის ამაღელვებელ შეხვედრას იქაურმა გაზეთმა - „Xenia Daily Gazette“, 1966 წლის 25 ოქტომბერს სტატია მიუძღვნა. წყარო:
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |