The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ იაშვილი

Date of birth:1748
Date of death:1811  (at 63 years)
Category:Military Person

Biography

იაშვილი ერთ-ერთი უძველესი გვარია საქართველოში. ყველაზე ადრინდელი ცნობა იაშვილების საგვარეულოს შესახებ 1432 წლით არის დათარიღებული. ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, ამ გვარს მოიხსენიებს, როგორც ერთ-ერთ წარჩინებულ გვარს რაჭაში.

თავადი მიხეილ ალექსის ძე იაშვილი (1748-1811) წარმოშობით ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავადან ყოფილა. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორის წოდება ჰქონდა, მონაწილეობდა 1768-1774 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში, შემდგომში კი მსახურობდა სესტრორეცკის და სანქტ-პეტერბურგის დენთის ქარხნების უფროსად.

ბევრად მეტი ვიცით მისი ვაჟების, ვლადიმერ და ლევან (ლეო) იაშვილების შესახებ.

ძმების რუსეთის მეფის სამსახურში გამწესება იმპერატორ ეკატერინე II-ის დროს მომხდარა. ორივემ სამხედრო კარიერის მწვერვალებს მიაღწია. ვლადიმერ იაშვილი (1764-1815) გენერალ-მაიორი გახდა (1801), მაგრამ რუსეთის იმპერატორის, პავლე I-ის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის, ალექსანდრე I-მა იგი თავის მამულში, კალუგის გუბერნიაში, სოფელ მურომცევოში გადაასახლა და პოლიციის მეთვალყურეობა დაუწესა.

უფრო წარმატებული აღმოჩნდა უმცროსი ძმის, ლევანის (1772-1836) სამხედრო კარიერა. მან მრავალ ბრძოლაში გამოიჩინა თავი, მათ შორის 1812 წლის ომში და 1819 წელს არტილერიის სრული გენერლის ტიტული დაიმსახურა. ლევან იაშვილმა 1832 წელს მიიღო უფლება, ეპოლეტებზე ეტარებინა იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ვენზელი. მისი პორტრეტი, შესრულებული ინგლისელი მხატვრის ჯ. დოუს მიერ, განთავსებულია ზამთრის სასახლის სამხედრო გალერეაში.

წყარო:

საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018. -გვ.176


Share: