Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
დიმიტრი ზაქარიას ძე იოსელიანი![]()
Biographyგენერალ–მაიორ ზაქარია იოსელიანის შვილი, დიმიტრი იოსელიანი დაიბადა 1820 წლის 12 იანვარს. მისი სამხედრო კარიერა წარმატებით განვითარდა. ის იყო ყირიმის (1853–1856) და რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) ომების მონაწილე; 1878 წლიდან პოლკოვნიკი; 1859-1882 წწ. მსახურობდა აღმოსავლეთ ციმბირის გენერალ-გუბერნატორთან განსაკუთრებულ დავალებათა მიმართულებით. 1882 წლის 19 სექტემბერს მიიღო რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორის წოდება. იმავე წელს სამსახურიდან გადადგა. გარდაიცვალა ქ. ხერსონში (უკრაინა). დაკრძალულია იქვე წმ. ეკატერინეს ტაძრის გალავანში. წყარო: 1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. - გვ.337-338.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |