The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი გიორგის ძე თუმანიშვილი

Date of birth:29 July, 1880
Date of death:26 October, 1917  (at 37 years)
Category:Military Person

Biography

გიორგი თუმანიშვილი დაიბადა 1880 წლის 29 ივლისს. მამა - ინფანტერიის გენერალი გიორგი იასეს ძე თუმანიშვილი. სამხედრო იყო მისი ბიძაც - ინჟინერ- გენერალი ნიკოლოზ იასეს ძე თუნანიშვილი.

განათლება მიიღო თბილისის კადეტთა კორპუსში და სანქტ-პეტერბურგის კონსტანტინეს საარტილერიო სასწავლებელში.

1898 წლიდან ჩადგა სამხედრო სამსახურში.

1909 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის გენერალური შტაბის ნიკოლოზის აკადემია (I თანრიგით).

1911-1912 წწ. იყო ყარსის ციხესიმაგრის შტაბის სამწყობრო განყოფილების უფროსი; 1912-1914 წწ. – 24-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი ადიუტანტი; 1915-1917 წწ. - გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი.

1916 წელს მიიღო პოლკოვნიკის ჩინი.

1917 წელს დანიშნეს სამხედრო მინისტრის თანაშემწედ; ამავე წელს მიანიჭეს რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის წოდება.

დაჯილდოებული იყო წმ. ანასა და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების დროს მოკლეს პეტროგრადში, 1917 წ. 26 ოქტომბერს.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018. -გვ.119


Share: