The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დიმიტრი გიორგის ძე თუმანიშვილი

Date of birth:1821
Date of death:1888  (at 67 years)
Burial location:იოანე ღვთისმეტყველის ვერის რუსული ეკლესიის გალავანი, თბილისი
Category:Military Person

Biography

რუსეთის იმპერიის არმიის გენერალი დიმიტრი გიორგის ძე (რუსულ წყაროებში - ეგორის ძე) თუმანიშვილი (თუმანოვი) დაიბადა 1821 წელს.

1841 წლის 5 სექტემბრიდან სამხედრო სამსახურშია. 1858 წლის 16 ივლისს მიიღო მაიორის, ხოლო, 1865 წლის 1 სექტემბერს - პოდპოლკოვნიკის წოდება.

1853-1856 წწ. მონაწილეობდა ყირიმის და 1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომებში.

1862-1867 წწ. მსახურობდა თბილისის, დიდი მთავრის კონსტანტინე კონსტანტინეს ძის სახელობის მე-15 გრენადერთა პოლკში.

1871 წლის 28 მარტს პოლკოვნიკის ჩინი უბოძეს.

1875-1879 წწ. იყო ალექსანდროპოლის ციხის სახაზო ბატალიონის მეთაური. 1879-1883 წწ. საგანგებო დავალებათა შტაბ-ოფიცერი კავკასიის არმიის მთავარ შტაბთან არსებულ ქვეითთა ჯარში.

1884 წლის 13 სექტემბრიდან ატარებდა რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორის წოდებას.

მიღებული აქვს რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ხარისხის ორდენები: 1958 - წმინდა ანას III ხარისხის (ხმლებითა და ბაბთით); 1860 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის (ხმლებით); 1863 -  საიმპერატორო გვირგვინი წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენთან; 1866 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის; 1874 - წმინდა ანას II ხარისხის; 1879 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი.

გარდაიცვალა 1888 წელს. დაკრძალულია თბილისში, იოანე ღვთისმეტყველის ვერის რუსული ეკლესიის გალავანში.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018. -გვ.121

2. http://mematiane.ge/product-details.php?id=3838&&lang=ru


Share: