The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლევან გაბრიაძე

ლევან გაბრიაძე
Other name:ლეო  (Acronym)
Date of birth:16 November, 1969  (54 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

რუსეთში მოღვაწე მსახიობი და კინორეჟისორი ლევან (ლეო) გაბრიაძე დაიბადა 1969 წლის 16 ნოემბერს, თბილისში. მამა - პროზაიკოსი, თბილისის მარიონეტების თეატრის დამფუძნებელი, რეზო გაბრიაძე (1936-2021). დედა - მუსიკოსი ელენე ჯაფარიძე.

12 წლიდან რევაზ გაბრიაძის სტუდიაში დაიწყო მუშაობა ასისტენტად და მსახიობად;

17 წლის ასაკში მიიწვიეს სათამაშოდ ფილოსოფიურ-სატირულ კომედიაში "ქინ-ძა-ძა";

სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სასცენარო ფაკულტეტზე;

მსახურობდა საბჭოთა არმიაში;

1990 წელს ჩააბარა კალიფორნიის უნივერსიტეტში დიზაინისა და ანიმაციის ფაკულტეტზე, ქალაქ ლოს-ანჯელესში.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გახსნა დიზაინ-სტუდია "Digital Gypsies". რამდენიმე წელი მუშაობდა გრაფიკული დიზაინისა და ანიმაციური გრაფიკის შექმნაზე; 

2000 წელს საცხოვრებლად ქალაქ მოსკოვში გადავიდა, სადაც გახდა კინოკომპანიის „Bazelevs“-ის არტ-დირექტორი.

2007 წელს გახსნა საკუთარი დიზაინ-სტუდია "Bold";

როგორც კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტმა, მან თავისი შემოქმედებითი წვლილი შეიტანა  ტ. ბეკმამბეტოვის ფილმებში „დღის გუშაგი” და „ღამის გუშაგი”.

2010 წელს გადაიღო თავის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი "ვიკრუტასები"(“Lucky Trouble”), რეზო გაბრიაძის სცენარითა და ტიმურ ბეკმამბეტოვის პროდიუსერობით. ფილმმა მოიპოვა მაყურებლის ჯილდო "ოქროს ტაიგა" ფესტივალზე "Spirit of Fire" ხანტი-მანსიისკში 2011 წლის თებერვალში; 

მისი მეორე ფილმია ამერიკელებთან ერთად გადაღებული ლეპ­ტოპ-ტრი­ლე­რი  „Unfriended“ ("მე­გობ­რე­ბი­დან ამოშ­ლა", 2014 წელი). პროდიუსერი კვლავ ტიმურ ბეკმამბეტოვი;

ამე­რი­კულ კინოგა­ქი­რა­ვე­ბა­ში ჩაშ­ვე­ბი­დან პირ­ველ კვი­რა­ში ფილმმა სა­კუ­თარ ბი­უ­ჯეტ­ზე 25-ჯერ მეტი შე­მო­სა­ვა­ლი ნახა, 16 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შემოიტანა და გა­ქი­რა­ვე­ბა­ში მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

"ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ეს რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ფილ­მია", - ნათ­ქვა­მია ჟურ­ნალ The Verge-ს რე­ცენ­ზი­ა­ში.

ლევან გაბრიაძე გადაღებულია ფილმებში: "ძნელი დასაწყისი" (1981, რეჟ. თენგიზ მაღალაშვილი); "ქინ-ძა-ძა!" (1986, "Кин-дза-дза!", რეჟ. გიორგი დანელია); "პასპორტი" (1990, "Паспорт", რეჟ. გიორგი დანელია);  „არჩევანი, არადანი“ (1995, „Орёл и решка“, რეჟ. გიორგი დანელია) და 2011 წელს - „ვიკრუტასებში“.

სარეჟისორო ნამუშევრები: "ვიკრუტასები" (2011, "Выкрутасы"); "ნაძვისხეები 2" (2011, "Ёлки 2"); "ნაძვისხეები 3" (2013, "Ёлки 3").

2017 წელს ლეო გაბრიაძემ დაასრულა რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილ ანიმაციურ ფილმზე მუშაობა, სახელწოდებით „ჰარი-ჰარალე, დედაო!“,  ფილმი გამოვიდა 2018 წლის მაისში. პროდიუსირება თემურ ბექმამბეტოვის სტუდია Bazelevs-ს ეკუთვნის.

ანიმაციურ ფილმს ინგლისურ ენაზე “REZO” ჰქვია და სწორედ ამ სახელით მოხვდა ის 2019 წელს საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმების კატეგორიაში „ოსკარის“ ნომინანტებს შორის, ე. წ. ლონგ-ლისტში.

ამავე წელს ფილმმა მიიღო პრემია "ნიკა" (რუსული სახელწოდება "Знаешь, мама, где я был?", სტუდია: ООО «ТаББак»"), საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის.

2021 წელს ლეო გაბრიაძემ თბილისის მარიონეტების თეატრში დადგა  „ალფრედი და ვიოლეტას“ ახალი ვერსია. თავის დროზე სწორედ ამ სპექტაკლით დაიწყო რეზო გაბრიაძის თეატრის ისტორია. მის განახლებაზე გაბრიაძე წლების განმავლობაში მუშაობდა, მამის გარდაცვალების შემდეგ კი ახალ დადგმაზე მუშაობა შვილმა დაასრულა.

1981 წლისგან გასხვავებით, სპექტაკლში არაერთი ცვლილებაა არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ შინაარსობრივადაც. პიესის განახლების პარალელურად დაემატა ახალი გმირები და გარემოებები, შეიქმნა პერსონაჟებისა და დეკორაციების ახალი ესკიზები.

ლეო გაბრიაძეს გადაღებული აქვს მრავალი მუსიკალური და სარეკლამო კლიპი.

რეჟისორის მეუღლეა - ვერონიკა გაბრიაძე, კინორეჟისორი და პროდიუსერი.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/ლევან_გაბრიაძე

https://ru.wikipedia.org/wiki/Габриадзе,_Леван_Ревазович 

გაბრიაძე ლევან. ვიკრუტასები: ინტერვიუ / ესაუბრა გიორგი კალატოზიშვილი // ტაბულა. თბილისი, 2011. 31 იანვარი-6 თებერვალი. N41. გვ. 62-63

გაბრიაძე ლეო. გაბრიაძეების უწყვეტი სიზმრის საიდუმლო: ინტერვიუ/ ესაუბრა ლევან გელაშვილი // Film print = ფილმ-პრინტი: ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფიაზე. თბილისი, 2018. გვ. 108

 


Share: