The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


რობერტ კინასოშვილი

რობერტ კინასოშვილი
Date of birth:15 December, 1899
Date of death:25 April, 1964  (at 64 years)
Burial location:ვედენსკოეს სასაფლაო, მოსკოვი
Category:Scientist

Biography

მეცნიერი, საავიაციო ძრავების კონსტრუქტორი რობერტ სიმონის ძე კინასოშვილი დაიბადა 1899 წლის 15 დეკემბერს, ქ. მოზდოკში.

1924 წელს დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1930 წელს - მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი (ფაკულტეტი№ 2).

1930-1964 წწ. მუშაობდა საავიაციო ძრავების ცენტრალურ ინსტიტუტში ("ЦИАМ"). 1939 წლიდან განყოფილების გამგე, შემდეგ ლაბორატორიის უფროსი, 1954 წლიდან - ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე;

1938-1948 წწ. შეიმუშავა დგუშიანი თვითმფრინავის ძრავების ნაწილების სიძლიერის გამოთვლის მეთოდები;

1947-1963 წწ.- ტურბინის დისკებისა და გაზის ტურბინის ძრავის სხვა ნაწილების სიძლიერის გამოთვლის მეთოდები;

მეცნიერთა ჯგუფთან ერთად 1949 მიენიჭა III ხარისხის სტალინური პრემია ლითონთა დინამიკური სიმტკიცის გამოკვლევებისათვის;

ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვში.

1953 წელს გახდა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. სადისერტაციო თემა - "Расчет на прочность дисков турбомашин". 1960 წლიდან - პროფესორი.

1960. 27.07 - რსფსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე.

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: ლენინის ორი ორდენი (1945, 1957), შრომის წითელი დროშისა (1949) და წითელი ვარსკვლავის ორდენები და მედლები.

გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომების დიდი რაოდენობა, მათ შორის: 1960 წელს გამოვიდა სახელმძღვანელო „მასალათა გამძლეობა“ („Сопротивление материалов“: Краткий учебник ), რომელმაც დროს გაუძლო და კიდევ რამდენჯერმე გამოიცა.

მეცნიერი გარდაიცვალა 1964 წლის 25 აპრილს, მოსკოვში. დაკრძალულია იქვე, ვედენსკოეს სასაფლაოზე.

წყარო:

https://georgianencyclopedia.ge/en/pdf-export/27555

https://ru.wikipedia.org/wiki/ Кинасошвили,_Роберт_Семёнович

https://ruspanteon.ru/kinasoshvili-robert-semyonovich/


Share: