Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
მერაბ დადიანი![]()
Biographyინჟინერ-ჰიდრომშენებელი მერაბ დადიანი დაიბადა 1935 წლის 6 ივნისს, ქ. თბილისში. 1959 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით; 1959-1971 წწ. მუშაობდა საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტში", ჯერ ინჟინრად, შემდეგ კი უფროს ინჟინრად; 1971-1981 წწ. იმავე ინსტიტუტში პროექტის მთავარი ინჟინერი იყო; 1969 წელს ქ. კიევის ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიცვა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1981 წლიდან სამუშაოდ გადავიდა უკრაინაში და 1998 წლამდე სააქციო საზოგადოება საპროექტო ინსტიტუტ "უკრაინპროექტის", ჯერ მთავარი ინჟინრის მოადგილე, შემდგომ კი განყოფილების უფროსი იყო; 1999 წლიდან მუშაობა გააგრძელა საქართველოს მელიორაციის და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტთან არსებული სპეციალური საინვესტიციო ბიუროს უფროსად; 2012 წლიდან - სპეციალიზებული საინვესტიციო პროექტების ბიუროს ხელმძღვანელი; თანამშრომლობდა ენერგეტიკული და მელიორაციული სისტემების რეაბილიტაციისა და განვითარების საკითხების დასაბუთებისა და ზედამხედველობის სამუშაოებში ბელორუსისა და უკრაინის სათანადო სტრუქტურებთან; მონაწილეობდა "ენგურჰესის", მდ. პონვენირის (კუბა), მდ. ჩრდ. ტუნისის (ტუნისი) კაშხლების პროექტირებაში, უნგრეთში - წყალთა მეურნეობის ობიექტების, ბოლივიაში - ელექტროსადგურის მშენებლობაში; მერაბ დადიანს მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები და მედლები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიისა და სომხეთში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებთან დაკავშირებით. არის უკრაინის ჰიდრომშენებელთა ასოციაციის წევრი; ფლობს საქართველოსა და უკრაინის დამსახურებული ინჟინრის წოდებას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბილისი, 2017.-გვ.180 საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ. 98
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |