| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ბორის ნებიერიძე![]()
Biographyკინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი ბორის კონსტანტინეს ძე ნებიერიძე დაიბადა 1942 წლის 16 ივლისს, თბილისში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1974 წელს კიევის ივან კარპენკო-კარის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, როდიონ ეფიმენკოს სახელოსნო. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კიევში. მუშაობდა ხმის რეჟისორის ასისტენტად და ხმის რეჟისორად „უკრკინოქრონიკის“ სტუდიაში. 1974 წლიდან - კინოსტუდია „უკრტელეფილმის“ რეჟისორი. გადაღებული აქვს ოცამდე ფილმი და არის სამი ფილმის სცენერის ავტორი. ბორის ნებიერიძის, როგორც რეჟისორის დებიუტი შედგა 1981 წელს, მოკლემეტრაჟიანი ფილმით „დედისკენ მიმავალი შემოდგომის გზა“. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია: „დისკჟოკეი“ (1988); „შაჰის ალმასები“ (1992) და „მკვლელობა სანშაინ-მენორში“ (1992). გადაღებულია რამდენიმე ფილმში. 1996 წელს მიენიჭა უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. გარდაიცვალა 2008 წლის 4 თებერვალს. დაკრძალულია კიევში, ბაიკოვის სასაფლაოზე. წყარო: https://www.imdb.com/name/nm0623881/ https://geonecropol.ge/boris-nebierize/ https://ru.wikipedia.org/wiki/Небиеридзе,_Борис_Константинович
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

