| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
მიხეილ თუმანიშვილი![]()
ბიოგრაფიამსახიობი და კინორეჟისორი მიხეილ იოსების ძე თუმანიშვილი დაიბადა 1935 წლის 18 ივნისს, მოსკოვში. მამა - მსახიობი, რეჟისორი და პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი იოსებ თუმანიშვილი (1909-1981). 1957 წელს დაამთავრა შჩუკინის სახელობის თეატრალური სასწავლებლის სამსახიობო ფაკულტეტი (ც. მანსუროვასა და ვლ. მოსკვინის სახელოსნო). მუშაობდა მსახიობად პუშკინის სახელობის თეატრსა და კონომსახიობთა თეატრ-სტუდიაში. 1963 წელს დაამთავრა თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტთან (ГИТИС) არსებული სარეჟისურო კურსების მუსიკალური რეჟისურის განყოფილება (ლეონიდ ბარათოვისა და ბორის პოკროვსკის სახელოსნო). 1963-1966 წლებში იყო კრემლის ყრილობათა სასახლის რეჟისორი. 1964 წელს შედგა მისი დებიუტი კინოში – კინოსტუდეია „მოსფილმის“ რეჟისორის ასისტენტი და მეორე რეჟისორი. მისი მონაწილეობით გადაღებულია ფილმები: „დღის ვარსკვლავები“, „ჩაიკოვსკი“ და „იულია ვრევსკაია“. მიხეილ თუმანიშვილის მიერ კინორეჟისორის ამპლუაში გადაღებული პირველი ფილმი იყო - „საპასუხო სვლა“ (1981). 1981 წლიდან 2010 წლამდე აქტიურ მუშაობას ეწეოდა კინემატოგრაფიაში. როგორც კინორეჟისორს გადაღებული აქვს 19 ფილმი, როგორც მსახიობი მონაწილეობდა 6 ფილმში. 1998 წელს საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო ფილმი „იუკა. 1991 წელს მიენიჭა რსფსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. გარდაიცვალა 2010 წლის 22 დეკემბერს მოსკოვში. დაკრძალულია პრეობრაჟენსკოეს სასაფლაოზე. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_თუმანიშვილი_(კინორეჟისორი) https://ru.wikipedia.org/wiki/Туманишвили,_Михаил_Иосифович https://vk.com/@artistalexanderdomogarov-mihail-iosifovich-tumanishvili-19061935-22122010
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

