The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ თუმანიშვილი

მიხეილ თუმანიშვილი
Date of birth:19 June, 1935
Date of death:22 December, 2010  (at 75 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

მსახიობი და კინორეჟისორი მიხეილ იოსების ძე თუმანიშვილი დაიბადა 1935 წლის 18 ივნისს, მოსკოვში. მამა -  მსახიობი, რეჟისორი და პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი იოსებ თუმანიშვილი (1909-1981).

1957 წელს დაამთავრა შჩუკინის სახელობის თეატრალური სასწავლებლის სამსახიობო ფაკულტეტი (ც. მანსუროვასა და ვლ. მოსკვინის სახელოსნო).

მუშაობდა მსახიობად პუშკინის სახელობის თეატრსა და კონომსახიობთა თეატრ-სტუდიაში.

1963 წელს დაამთავრა თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტთან (ГИТИС) არსებული სარეჟისურო კურსების მუსიკალური რეჟისურის განყოფილება (ლეონიდ ბარათოვისა და ბორის პოკროვსკის სახელოსნო).

1963-1966 წლებში იყო კრემლის ყრილობათა სასახლის რეჟისორი. 

1964 წელს შედგა მისი დებიუტი კინოში  – კინოსტუდეია „მოსფილმის“ რეჟისორის ასისტენტი და მეორე რეჟისორი. მისი მონაწილეობით გადაღებულია ფილმები: „დღის ვარსკვლავები“, „ჩაიკოვსკი“ და „იულია ვრევსკაია“.

მიხეილ თუმანიშვილის მიერ კინორეჟისორის ამპლუაში გადაღებული პირველი ფილმი იყო -  „საპასუხო სვლა“ (1981).

1981 წლიდან 2010 წლამდე აქტიურ მუშაობას ეწეოდა კინემატოგრაფიაში. როგორც კინორეჟისორს გადაღებული აქვს 19 ფილმი, როგორც მსახიობი მონაწილეობდა 6 ფილმში. 1998 წელს საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო ფილმი „იუკა.

1991 წელს მიენიჭა რსფსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

გარდაიცვალა 2010 წლის 22 დეკემბერს მოსკოვში. დაკრძალულია პრეობრაჟენსკოეს სასაფლაოზე.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_თუმანიშვილი_(კინორეჟისორი)

https://ru.wikipedia.org/wiki/Туманишвили,_Михаил_Иосифович

https://vk.com/@artistalexanderdomogarov-mihail-iosifovich-tumanishvili-19061935-22122010


Share: