The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ვაჩნაძე

გიორგი ვაჩნაძე
Date of birth:4 November, 1943  (82 years)
Category:Historian, Journalist

Biography

ისტორიკოსი და ჟურნალისტი გიორგი ნიკოლოზის ძე ვაჩნაძე დაიბადა 1943 წლის 4 ნოემბერს, გერმანიის მიერ ოკუპირებულ პარიზში, ქართველი ემიგრანტის ოჯახში.

1947 წელს ნიკოლოზ ვაჩნაძე ცოლ-შვილთან ერთად თბილისში დაბრუნდა.

1950-1956 წელს გიორგი ოჯახთან ერთად გადაასახლეს სამხრეთ ყაზახეთის რეგიონში.

თბილისში დაამთავრა საშუალო სკოლა და უცხო ენების სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი.

1964-1970 წლებში ჟურნალისტად მუშაობდა სააგენტოებში - „ТАСС“-სა და „АПН“-ში (Агентстве печати «Новости»);

1967 წელს, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, უცხოური პრესისა და ლიტერატურის კათედრაზე, დაიცვა დისერტაცია ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „საგარეო პოლიტიკის პროპაგანდა მე-5 რესპუბლიკის პრესაში (1958-1966 წწ. ფრანკო-ალჟირის ურთიერთობების გაშუქების მაგალითზე)“;

1967-1992 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

1970-1995 წწ. - სსრკ (შემდეგ რუსეთის) მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტის (РАН) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

1978 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის წოდების მოსაპოვებლად, თემაზე „1945-1976 წწ. სსრკ-ზე იმპერიალისტური პროპაგანდის ფორმებისა და მეთოდების კრიტიკული ანალიზი“;

1995-1998 წწ. - რუსეთის საელჩოს I მდივანი მექსიკაში;

1998-2003 წწ. - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის მასობრივი მედიის საშუალებების კათედრის პროფესორი;

1998 წლიდან გიორგი ვაჩნაძე არის პოლიტიკური და ეკონომიკური ინფორმაციის არქივის, ინტერნეტ-პორტალ „პოლპრედის“ (polpred.com) მთავარი რედაქტორი.

პოლიტიკური და ეკონომიკური ინფორმაციის არქივი მოიცავს 600-ზე მეტი მედიასაშუალების პუბლიკაციების სრულ ტექსტურ მიმოხილვას.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_ვაჩნაძე_(ჟურნალისტი)

https://ru.wikipedia.org/wiki/Вачнадзе,_Георгий_Николаевич

https://www.rulit.me/authors/vachnadze-georgij-nikolaevich


Share: