| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნიკოლოზ თარხან-მოურავი![]()
Biographyგზების მშენებელი ინჟინერი ნიკოლოზ ბეჟანის ძე თარხან-მოურავი დაიბადა 1828 წლის 16 აგვისტოს. დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა კორპუსის ინსტიტუტი. მოღვაწეობდა XIX საუკუნის 50–60-იან წლებში თბილისსა და კავკასიაში. ხელმძღვანელობდა თბილისის ვორონცოვის (ახლანდელი ზაარბრიუკენის) სახელობის ხიდის მშენებლობას; 1852–1855 წლებში იყო მიმოსვლის გზათა კორპუსის VIII ოლქის (თბილისში) ერთ-ერთ განყოფილების უფროსი, მოგვიანებით, ერევნის დისტანციის უფროსი, ხოლო 1950-1960-იანი წლების მიჯნაზე - სამუშაოთა უფროსი დაღესტნის ხაზზე; ააგო ექვსი ხიდი ალაზანზე; იყო ქუთაისის გუბერნიის არქიტექტორი (1869–1870); 1871 წლიდან მუშაობდა მოსკოვი–ბრესტის რკინიგზის ინსპექციაში. ნიკოლოზ თარხან-მოურავი გარდაიცვალა 1900 წლის 6 აპრილს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.476 https://georgianencyclopedia.ge/ka/form/31183
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

