| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ელგუჯა დადუნაშვილი![]()
ბიოგრაფიაელგუჯა დადუნაშვილი დაიბადა 1961 წელს, საქართველოში. უმაღლესი განათლება მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1979–1983). სამეცნიერო კარიერა დაიწყო 1986 წელს უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის რანგში ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1988-1991 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1991 წელს დაიცვა დისერტაცია ფოლკლორისტიკაში ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდების მოსაპოვებლად, თემაზე: „შემოქმედებითი პაექრობა ქართულ ხალხურ პოეზიაში“; 1991-2008 წლებში იყო ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ფოლკლორის არქივის ხელმძღვანელი; 2004-2005 წლებში ხელმძღვანელობდა მაღალმთიან აჭარაში შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული არქივების მიერ ორგანიზებულ კომპლექსურ ფოლკლორულ ექსპედიციას; 2004 წელს თბილისში გამოიცა ელგგუჯა დადუნაშვილისა და დარეჯან თოლორაიას მიერ გადამუშავებული ქართული ხალხური ზღაპრები: „თაგვის ქორწილი“; „გიორგი და გაბრიელი“; „ძუნწი ხელმწიფე“; „ობლის კვერი“; 2008 წლიდან არის თბილისის ილიას უნივერსიტეტის (ილიაუნი) ასოცირებული პროფესორი; 2008 წელს, ფოლკლორის არქივის მიერ განხორციელებული საველე კვლევით მასალებზე დაყრდნობით მეცნიერმა შექმნა ეთნოლოგიური ფილმი „ბერიკაობა“ (მარინა ტურაშვილთან ერთად), რომელიც ასახავს კახეთის რეგიონში შემონახული ბერიკაობის /ყეენობის მომზადებისა და ჩატარების ტრადიციას; მისი მეორე ეთნოლოგიური ფილმი - „ორი გიორგობა“ - მომზადდა ფონდის, "ღია საზოგადოება - საქართველო", დაფინანსებული პროექტის, "ინეტრკულტურული პრაქტიკა ქვემო ქართლში", ფარგლებში (01.10.2007 - 31.05.2008); 2008 წლის ზამთრის სემესტრიდან ელგუჯა დადუნაშვილი საქმიანობას განაგრძობს გერმანიაში, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში (2008-2013), როგორც კავკასიოლოგიის პროფესორის მოვალეობის შემსრულებელი, მოწვეული პროფესორი და შემდგომში (2013 წლიდან) ლექტორი და მეცნიერ-მკვლევარი; მეცნიერის მოწვევა STAR-სტიპენდიით დააფინანსა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურმა (DAAD). ფოლკლორისტმა განაახლა სასწავლო პროგრამა და სხვა საკითხებთან ერთად შემოიღო საველე კვლევის მოდული; ამავდროულად მუშაობას აგრძელებს ილიას უნივერსიტეტში სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე; ელგუჯა დადუნაშვილს გამოცემული აქვს წიგნები: ქართული ხალხური ლექსის კომპიუტერული ანალიზისა და კლასიფიკაციის თეორიული საფუძვლები (თბ., 1992); ქართველ ებრაელთა ყოფა და ფოლკლორი / შემდგ.: ელგუჯა დადუნაშვილი, სოლომონ ტაბუციძე, ნინო დოლიძე ; ე. დადუნაშვილის შესავ. წერილით და შენიშვნ. (თბ., 1999); რელიგიურ ურთიერთობათა რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (სექტა) / [ავტ.: ელგუჯა დადუნაშვილი, ლევან აბაშიძე, გია გოგიბერიძე]; კავშირი "ჰუმან. საზ.", ფრიდრიხ ებერტის ფონდი. - თბ., 2002 და სხვ.; მეცნიერის კვლევითი ინტერესების სფეროებია: დიგიტალური ჰუმანიტარია, ფოლკლორი, მითოლოგია, ნარატოლოგია, უმცირესობებათა ყოფა და კულტურა, კავკასიოლოგია, ვერსიფიკაცია; 2021წლის 8 ივლისს გორის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია, თემაზე: “ქაოსი და კოსმოსი მითოსურ აზროვნებაში”. ლექციას უძღვებოდა მეცნიერი ელგუჯა დადუნაშვილი, რომელმაც ისაუბრა კოსმოსის წესრიგის რღვევა-აღდგენის შესახებ, ახსნილი იყო სვანური ხალხური ტრადიციის, „ლიპანალის“, მაგალითზე, თუ როგორ იცვლის სახეს წეს-ჩვეულება დროთა განმავლობაში. წყარო: https://faculty.iliauni.edu.ge/arts/elguja-dadunashvili/ https://www.gu.edu.ge/ge/events/profesori-elgudja-dadunashvilis-sadjaro-leqcia.page
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

