| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გენრიეტა ბოჭორიშვილი![]()
ბიოგრაფიანეიროფიზიოლოგი გენრიეტა ბოჭორიშვილი დაიბადა 1973 წლის 29 ივნისს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. ბავშვობა აფხაზეთში გაატარა. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით ადამიანთა და ცხოველთა ფიზიოლოგია. და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 2005 წელს დაიცვა დისეტაცია ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, თემაზე: „ჰიპოკამპის ჰიპოაქტივობა ექსპერიმენტული დიანცეფალური ამნეზიის დროს“. 2006 წელს გენრიეტა ბოჭორიშვილი მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში, Postdoctoral-ის პოზიციაზე. აქ იგი რვა წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა პროექტებზე, როგორებიც იყო: AMPA და NMDA რეცეპტორების ტრეფიკინგი და მათი როლი მეხსიერების ჩამოყალიბებაში, ნერვული წრეები და სინაფსები ჯანმრთელ და დაავადებულ თავის ტვინში, სუნთქვის და სისხლის წნევის ნეირონული კონტროლი, პლასტიურობა და ნეიროპათოლოგია სინაფსურ წრეში; ხელმძღვანელობდა ნეიროფსიქოფარმაკოლოგიის სალექციო კურსს სტუდენტებისათვის; აქვეყნებდა სტატიებს ამერიკის წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში. მოგვიანებით, გენრიეტა ბოჭორიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისი აკადემიური ცოდნა და გამოცდილება უშუალოდ პაციენტებთან გამოეყენებინა და აკადემიური სფეროდან კლინიკაში გადაინაცვლა. ამჟამად მუშაობს ნეიროფიზიოლოგის სპეციალობით კომპანია - Specialty care-ში, რომელიც ნეირომონიტორინგის სფეროში ლიდერ კომპანიადაა აღიარებული და აშშ-ის მასშტაბით 725 ჰოსპიტალს ემსახურება. ქართველი მეცნიერი თანამშრომლობს წამყვან ამერიკელ ნეიროქირურგებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით ნევროლოგიური დაზიანებების რისკი შემცირდეს კომპლექსური ნეიროქირურგიული - ზურგის, თავის ტვინის და პერიფერიული ნერვული სისტემის - ოპერაციების დროს. წყარო: აფხაზეთი სავიზიტო ბარათად. ნაწ. 1 / იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორი ნატო კორსანტია.- თბილისი, 2019. გვ.20-22.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

