The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გენრიეტა ბოჭორიშვილი

გენრიეტა ბოჭორიშვილი
Date of birth:29 June, 1973  (52 years)
Category:Medical Doctor

Biography

ნეიროფიზიოლოგი გენრიეტა ბოჭორიშვილი დაიბადა 1973 წლის 29 ივნისს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. ბავშვობა აფხაზეთში გაატარა. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით ადამიანთა და ცხოველთა ფიზიოლოგია. და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა.

2005 წელს დაიცვა დისეტაცია ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, თემაზე: „ჰიპოკამპის ჰიპოაქტივობა ექსპერიმენტული დიანცეფალური ამნეზიის დროს“.

2006 წელს გენრიეტა ბოჭორიშვილი მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში, Postdoctoral-ის პოზიციაზე. აქ იგი რვა წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა პროექტებზე, როგორებიც იყო: AMPA და NMDA რეცეპტორების ტრეფიკინგი და მათი როლი მეხსიერების ჩამოყალიბებაში, ნერვული წრეები და სინაფსები ჯანმრთელ და დაავადებულ თავის ტვინში, სუნთქვის და სისხლის წნევის ნეირონული კონტროლი, პლასტიურობა და ნეიროპათოლოგია სინაფსურ წრეში; ხელმძღვანელობდა ნეიროფსიქოფარმაკოლოგიის სალექციო კურსს სტუდენტებისათვის; აქვეყნებდა სტატიებს ამერიკის წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში.

მოგვიანებით, გენრიეტა ბოჭორიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისი აკადემიური ცოდნა და გამოცდილება უშუალოდ პაციენტებთან გამოეყენებინა და აკადემიური სფეროდან კლინიკაში გადაინაცვლა. ამჟამად მუშაობს ნეიროფიზიოლოგის სპეციალობით კომპანია - Specialty care-ში, რომელიც ნეირომონიტორინგის სფეროში ლიდერ კომპანიადაა აღიარებული და აშშ-ის მასშტაბით 725 ჰოსპიტალს ემსახურება.

ქართველი მეცნიერი თანამშრომლობს წამყვან ამერიკელ ნეიროქირურგებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით ნევროლოგიური დაზიანებების რისკი შემცირდეს კომპლექსური ნეიროქირურგიული  - ზურგის, თავის ტვინის და პერიფერიული ნერვული სისტემის - ოპერაციების დროს.

 წყარო:

აფხაზეთი სავიზიტო ბარათად. ნაწ. 1 / იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორი ნატო კორსანტია.- თბილისი, 2019. გვ.20-22.


Share: