The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


რუსუდან გვასალია

რუსუდან გვასალია
Date of birth:23 February, 1978  (48 years)
Category:Medical Doctor

Biography

გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი რუსუდან გივის ასული გვასალია დაიბადა 1978 წლის 23 თებერვალს ქ. სოხუმში. აფხაზეთიდან მისი ოჯახი ომის შემდეგ, 1993 წელს წამოვიდა.

1995 წლიდან ცხოვრობს რუსეთში. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტი. 2001-2002 წლებში სწავლობდა ინტერნატურაში სპეციალობით „მეანობა და გინეკოლოგია“.

რეპროდუქციული მედიცინის სფეროში 2003 წლიდან მუშაობს. გავლილი აქვს სტაჟირება მსოფლიოში ცნობილ კლინიკებში - აშშ-ში, ბელგიაში, ესპანეთსა და ბრაზილიაში.

2003 წელს ბრაზილიაში, სან-პაულოს რეპროდუქციის კლინიკაში გაიარა სასწავლო კურსი.

2006 წელს დაამთავრა ორდინატურა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2008 წელს - ასპირანტურა ოტის სახელობის მეანობისა და გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სპეციალობით „მეანობა და გინეკოლოგია“.

2010 წელს გაიარა სერტიფიცირება სპეციალური პროგრამით აშშ-ში, ქ. ჰიუსტონში მდებარე რეპროდუქტოლოგიის კლინიკაში - „Advanced Fertilite Center of Texas“.

ამჟამად მუშაობს გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგად სანქტ-პეტერბურგის  რეპროდუქციისა და გენეტიკის კლინიკაში.

რუსუდან გვასალია არის ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოებისა (ASRM) და ევროპის ემბრიოლოგიისა და ადამიანის რეპროდუქციის საზოგადოების (ESHRE) წევრი.

 წყარო:

აფხაზეთი სავიზიტო ბარათად. ნაწ. 1 / იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორი ნატო კორსანტია.- თბილისი, 2019. გვ. 43-44.


Share: