The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


რომან ლაცუზბაია

რომან ლაცუზბაია
Date of birth:2 November, 1986  (39 years)
Category:Chemist

Biography

ქიმიკოს-ინჟინერი რომან თენგიზის ძე ლაცუზბაია დაიბადა 1986 წლის 2 ნოემბერს, ქ. სარატოვში. ბავშვობა გაატარა გალის რაიონის სოფელ ოქუმში, სადაც დევნილობამდე ცხოვრობდა მისი ოჯახი. აფხაზეთი ომის შემდეგ, 6 წლის ასაკში დატოვა.

რომან ლაცუზბაიამ წარჩინებით დაამთავრა თბილსის ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტროქიმიური ინჟინირინგის ბაკალავრიატი, გამოყენებითი ქიმიური ინჟინირინგის მაგისტრატურა მანჩესტერის უნივერსიტეტში (ინგლისი), ხოლო დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (ჰოლანდია) ქიმიური ინჟინერიის დოქტორანტურა.

თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიურ ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში, რომან ლაცუზბაია მეორე კურსიდან მუშაობდა ჯერ თ. აგლაძის ელექტროქიმიის კათედრაზე, მერე ელექტროქიმიის კვლევით ინსტიტუტში. ინგლისში სწავლის გასაგრძელებლად მიიღო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია, ხოლო დოქტორის ხარისხი ქიმიაში ჰოლანდიის დაფინანსებით დაიცვა.

ამჟამად, რომან ლაცუზბაია არის ჰოლანდიის კვლევითი ინსტიტუტის (TNO) მეცნიერ-თანამშრომელი. ძირითადად მუშაობს მდგრადი ქიმიური წარმოების თემაზე, ქიმიურ წარმოებაში ელექტროქიმიის დანერგვასა და მდგრადი ელექტროენერგიის გამოყენებაზე; ქიმიურ წარმოებაში ისეთი ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაზე, რომელიც უფრო მდგრადი და გარემოსთვის უსაფრთხო იქნება.   

წყარო: 

აფხაზეთი სავიზიტო ბარათად. ნაწ. 1 / იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორი ნატო კორსანტია.- თბილისი, 2019. გვ. 76-78.


Share: