The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ ცქიტიშვილი

მიხეილ ცქიტიშვილი
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1946
გარდაცვ. თარიღი:25 ნოემბერი, 2025  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

შორეული ნაოსნობის კაპიტანი მიხეილ ცქიტიშვილი დაიბადა 1946 წლის 24 დეკემბერს, გერმანიაში, ქ. როსტოკში. იმ პერიოდში იქ ცხოვრობდა მამამისი, ასევე ზღვაოსანი მიხეილ ცქიტიშვილი (1919-1967), რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გერმანიის ტერიტორიაზე დაასრულა და 1945-1952 წლებში იქვე, გერმანიის პორტ ვარნემიუნდეში მოუწია სამხედრო სამსახურის გაგრძელება. 

მიხეილ ცქიტიშვილმა (შვილი) 1971 წელს დაამთავრა ქალაქ ლენინგრადის ადმირალ მაკაროვის სახელობის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ЛВИМУ) შტურმან-გემთწამყვანის სპეციალობით.

1970 წლის 18 მარტს დაქორწინდა. მეუღლე - თამარ ცქიტიშვილი.

ზღვაში საქმიანობა დაიწყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე - 1971-1980 წწ. მუშაობდა კაპიტნის მეოთხე, მესამე, მეორე და უფროს თანაშემწედ; შორეული ნაოსნობის შტურმანად ცურავდა სანაოსნოს ტანკერებსა და ბალკერებზე;

1980 წელს კი სსრკ საზღვაო ფლოტის სამინისტროს კოლეგიაზე დაამტკიცეს შორეული ნაოსნობის კაპიტნად; 

1980-1993 წწ. მეთაურობდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სხვადასხვა გემების ეკიპაჟებს;

1987 წელს საბერძნეთის პორტ პირეოსში მიიღო და ექსპლუატაციაში გაუშვა სანაოსნოს ახალი ტანკერი „თბილისი", რომელსაც მომდევნო წლებში თავად მეთაურობდა კიდეც; 

სსრკ-ს დაშლის შემდეგ კაპიტანმა ცქიტიშვილმა საზღვაო სფეროში საქმიანობა საზღვარგარეთ განაგრძო.

1993 წლის 30 ივნისს საცხოვრებლად გადავიდა  გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში.

1993-1996 წწ. იყო ბრიტანეთში დაფუძნებული ერთობლივი სანაოსნო კომპანია „ANGLO-GEORGIAN SHIPPING"-ის ჯერ კაპიტანი, მოგვიანებით კი ტექნიკური დირექტორი;

1996-2004 წწ. საქმიანობდა სხვადასხვა ბრიტანული საზღვაო ორგანიზაციის ტექნიკურ მრჩეველ-მენეჯერად, საზღვაო ექსპერტად, ინსპექტორად და სუპერინტენდანტად; 

2004-2007 წწ. იყო ბერძნული სანაოსნო კომპანია „JLJ Maritime S.A"-ს მმართველ-დირექტორი;

2007-2011 წწ.  - საბერძნეთში მის მიერვე დაფუძნებული კომპანია „Argomar S.A"-ს მფლობელი და დირექტორ-განმკარგულებელი; 

2011-2014 წწ.  - ჰოლანდიური საზღვაო კომპანია „MMTT Holding B.V"-ს კონსულტანტი.

ნიდერლანდებში ცხოვრობდა ქ. ჰააგაში.  

მიხეილ ცქიტიშვილი გარდაიცვალა 2025 წლის 25 ნოემბერს, ჰოლანდიაში. დაკრძალულია იქვე.

წყარო: 

პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა "https://www.facebook.com/P.TABAGUA/photos/5083511951762341

https://www.facebook.com/michael.tskitishvili


გააზიარე: