| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ზაზა ნამგალაძე![]()
ბიოგრაფიაშორეული ნაოსნობის კაპიტანი ზაზა ნამგალაძე დაიბადა 1969 წლის 23 თებერვალს, ქ. ქუთაისში. დაამთავრა ბათუმის მე-16 საშუალო სკოლა (1975-1985); 1989 წელს - ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის სანავიგაციო - გემთწამყვანი ფაკულტეტი, ტექნიკოს-გემთწამყვანისა და საზღვაო შტურმანის სპეციალობით; 1996 წელს - ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (НВИМУ); 1989 წლიდან, თავდაპირველად, რიგით მატროსად ცურავდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე, მოგვიანებით გახდა შორეული ნაოსნობის შტურმანი, კაპიტნის მესამე, შემდეგ კი მეორე თანაშემწე; 2000 წლიდან შორეული ნაოსნობის შტურმანად საქმიანობდა სხვადასხვა ბერძნული სანაოსნო კომპანიების გემებზე; 2002 წელს კომპანია „QUEENSWAY NAVIGATION"-ში გახდა უფროსი ოფიცერი, ანუ - კაპიტნის უფროსი თანაშემწე, 2006 წელს კი ამავე კომპანიაში იგი თავად დაამტკიცეს შორეული ნაოსნობის კაპიტნად. ზაზა ნამგალაძის მეუღლეა ეკატერინე ნამგალაძე. დაქორწინდნენ 2007 წლის 23 ნოემბერს. ჰყავთ სამი შვილი: ვაჟი - ზუკა და ქალიშვილები - ნათია და დიანა. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

