The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ზაზა ნამგალაძე

ზაზა ნამგალაძე
Date of birth:23 February, 1969  (57 years)
Category:Sailor

Biography

შორეული ნაოსნობის კაპიტანი ზაზა ნამგალაძე დაიბადა 1969 წლის 23 თებერვალს, ქ. ქუთაისში.

დაამთავრა ბათუმის მე-16 საშუალო სკოლა (1975-1985);

1989 წელს - ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის სანავიგაციო - გემთწამყვანი ფაკულტეტი, ტექნიკოს-გემთწამყვანისა და საზღვაო შტურმანის სპეციალობით; 

1996 წელს - ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (НВИМУ);

1989 წლიდან, თავდაპირველად, რიგით მატროსად ცურავდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე, მოგვიანებით გახდა შორეული ნაოსნობის შტურმანი, კაპიტნის მესამე, შემდეგ კი მეორე თანაშემწე; 

2000 წლიდან შორეული ნაოსნობის შტურმანად საქმიანობდა სხვადასხვა ბერძნული სანაოსნო კომპანიების გემებზე;

2002 წელს კომპანია „QUEENSWAY NAVIGATION"-ში გახდა უფროსი ოფიცერი, ანუ - კაპიტნის უფროსი თანაშემწე, 2006 წელს კი ამავე კომპანიაში იგი თავად დაამტკიცეს შორეული ნაოსნობის კაპიტნად. 

ზაზა ნამგალაძის მეუღლეა ეკატერინე ნამგალაძე. დაქორწინდნენ 2007 წლის 23 ნოემბერს. ჰყავთ სამი შვილი: ვაჟი - ზუკა და ქალიშვილები - ნათია და დიანა.

წყარო:

 პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: