| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნინო უსანეთაშვილი![]()
Biographyაშშ-ში მცხოვრები ექიმი ნინო უსანეთაშვილი დაიბადა და გაიზარდა თბილისში. მის ოჯახში მედიცინა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო, დედა ექიმი ჰყავდა და ნინოც ბავშვობიდან ექიმობაზე ოცნებობდა. 1997–2003 წლებში სწავლობდა დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო სკოლა “აიეტში”, სადაც სასწავლო პროგრამა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა სტუდენტების მომზადებას საერთაშორისო სამედიცინო კარიერისთვის. ამ სასწავლებელში ნინომ გამიზნულად ჩააბარა, რადგან განათლების გაგრძელებას ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებდა, რამეთუ იმ პერიოდის საქართველოში ახალგაზრდა ექიმებისთვის განვითარების შესაძლებლობები ძალიან შეზღუდული იყო. ნინო უსანეთაშვილი ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, 2003 წელს გაემგზავრა ამერიკაში და დაიწყო რეზიდენტურის აპლიკაციის რთული პროცესი, USMLE გამოცდები, გასაუბრებები სხვადასხვა შტატში, ფინანსური სირთულეები და სრულიად ახალ გარემოსთან ადაპტაცია. ეს გზა მარტივი არ ყოფილა, თუმცა ახალბედა ექიმი თითოეულმა ნაბიჯმა გააძლიერა და მიზანდასახულობა კიდევ უფრო გაუმყარა. რამდენიმე წლის წინ ნინო კვლავ დაბრუნდა ჩიკაგოში, რათა ოჯახის გვერდით ყოფილიყო. ბოლო ხუთი წელია მუშაობს Lutheran General Hospital -ში ჰოსპიტალისტის პოზიციაზე. კლინიკური პრაქტიკის გარდა, აქტიურად მონაწილეობს რეზიდენტურის საგანმანათლებლო პროგრამაში. არის ფაკულტეტის წევრი, ასწავლის ინტერნალური მედიცინის რეზიდენტებს, ასევე, სტუდენტებს და მომავალი თაობის ექიმების განვითარებაში წვლილის შეტანა დიდ პროფესიულ კმაყოფილებას ანიჭებს. წყარო:
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

