The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე ზაალოვი

ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ზაალიშვილი
დაბადების თარიღი:188?
გარდაცვ. თარიღი:20 ივლისი, 1944
დაკრძალვის ადგილი:ხარბინი, ჩინეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ალექსანდრე ზაალოვი დაიბადა რუსეთის არმიის პოლკოვნიკის, აზნაურ მიხეილ ზაალოვის ოჯახში. 1908 წელს დაამთავრა ალექსეევკის სამხედრო სასწავლებელი. მსახურობდა ალექსანდროპოლის 161-ე ქვეითთა პოლკში პოდპორუჩიკის ჩინით. 1913  წელს ცხოვრობდა ქალაქ გომელში. 1913-1914 წლებში 160-ე ქვეითთა აფხაზური პოლკის პორუჩიკი იყო, შემდეგ იმავე წოდებით მსახურობდა 304-ე ქვეითთა ნოვგოროდ-სევერსკის პოლკში. 1915 წლის 20 მარტს დაჯილდოვდა წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენით, წარწერით „სიმამაცისთვის“. 1918-1920 წლებში ალექსანდრე ზაალოვი პოდპოლკოვნიკის ჩინით მსახურობდა აღმოსავლეთის ფრონტზე მყოფ თეთრგვარდიელთა ჯარებში. 1918 წლის ოქტომბრიდან იყო ტიუმენის საინსტრუქტორო სკოლის უფროსი. იმავე წლის დეკემბრიდან სათავეში ედგა ყაზანის მსროლელთა 58-ე პოლკს, ხოლო 1919 წლის 9 მაისიდან ივლისამდე მეთაურობდა ლაიშევის 59–ე პოლკს. ემიგრაციაში ალექსანდრე ზაალოვი ცხოვრობდა ჩინეთში. გარდაიცვალა 1944 წლის 20 ივლისს ხარბინში.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_ზაალოვი

ჯავახიშვილი ნიკო. ალექსანდრე მიხეილის ძე ზაალოვი (ზაალიშვილი) // ქართული დიპლომატია. 2004. გვ.196.


გააზიარე: