The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნინო ლეჟავა

ნინო ლეჟავა
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა სცე­ნასა და მა­ყუ­რე­ბელ­თან ნინო ლეჟავას ძა­ლი­ან პა­ტა­რას - 3 წლის ასაკ­ში ჰქონ­და. არასოდეს დაავიწყდება ვოკალის პირველი პედაგოგი – შურა ჯანელიძე და მაყურებელთან შეხვედრით გამოწვეული აღფრთოვანება. შემდეგ იყო ნიჭიერთა ათწლედი  – საფორტეპიანო განხრით, პარალელურად კი კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ ათწლედში ეუფლებოდა ვოკალს. ამას მოჰყვა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და მშობლიური ოპერის თეატრი. დებიუტი ჰქონდა ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში, სადაც მაესტროს დირიჟორობით შეასრულა პერგოლესის Stabat Mater. მისი პირველი გამოსვლა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა მოცარტის „დონ ჯოვანიში“ – ცერლინას პარტია. შემდეგ იყო ჯილდა – ვერდის „რიგოლეტოში“, ვიოლეტა – ვერდის „ტრავიატაში“ და კიდევ ბევრი სხვა. მომღერალი დიდი სიყვარულით იხსენებს ამ პერიოდს, ემადლიერება მთელ დასს და თვლის, რომ მისი წარმატების მიზეზი, ალბათ, ის იყო,  რომ გვერდს უმშვენებდნენ საოპერო სცენის კორიფეები და ჰყავდა არაჩვეულებრივცი პედაგოგები –  ცისანა ტატიშვილი, ნოდარ ანდღულაძე და მაესტრო ჯანსუღ კახიძე. 
ნინო ლეჟავა 7 წლის განმავლობაში იყო თბილისის ოპერის წამყვანი სოლისტი. ამ ხნის მანძილზე მას ფართო საოპერო რეპერტუარი დაუგროვდა. თეატრში კი იმ დროს კრიზისი იყო, არ ხდებოდა სპექტაკლების დადგმა–აღდგენა. ამ პირობებში სრულიად ლოგიკური იყო საზღვარგარეთ წასვლის გადაწყვეტილების მიღება. 

ახალგაზრდა ვოკალისტმა (სოპრანო) საქართველო 2011 წელს დატოვა და ბედის წყალობით აღმოჩნდა იტალიაში     მა­ეს­ტრო მა­რიო მე­ლა­ნის­თან. მი­სი ბელ­კან­ტოს ტექ­ნი­კის სკო­ლის შე­სა­ხებ ჯერ კიდევ ნო­დარ ან­დღუ­ლა­ძეს­თან სწავ­ლის დროს შეიტყო. ბატონი ნო­და­რი ხში­რად იყე­ნებ­და სტუ­დენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბის დროს მა­რიო მე­ლა­ნის სა­ვარ­ჯი­შო­ებს დი­აფ­რაგ­მი­სა და სა­სუნ­თ­ქი აპა­რა­ტის სწო­რად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის­თ­ვის. პირველივე მოსმენაზე ნინომ გასაოცარი შეფასება მიიღო ბელ­კან­ტოს „მა­მად“  წო­დე­ბუ­ლი მა­ეს­ტ­როს­გან­ – მსგავსი ხმა და მუსიკალურობა 40 წელია, აღარ მსმენია. შენი ხმა, ინტერპრეტაცია და მუსიკალურობა საოპერო ხელოვნების რენესანსის პერიოდს მაგონებსო...

ერთი წლის ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ პეზაროს საერთაშორისო საოპერო     აკადემიის რექტორმა მარიო მელანიმ ნინო ლეჟავა აკადემიაში თავის მემკვიდრედ გამოაცხადა და სამხატვრო ხელმძღვანელობა შესთავაზა. „ეს თანამდებობა იტალიაში, ქვეყანაში, რომელიც საოპერო ხელოვნების აკვანია, ქართველისთვის ძალიან დიდი წარმატებაა. ამით ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო“, – აღნიშნავს მომღერალი.

მარიო მელანის გარდაცვალების შემდეგ, 2013 წელს გამოვიდა მაესტრო მელანის ინტერვიუების საფუძველზე შექმნილი ბიოგრაფიული წიგნი Mario Melani Maestro Planetari. ავტორი ცნობილი ჟურნალისტი და იტალიის ერთ-ერთი რეიტინგული გაზეთის Il resto del carlino-ს დირექტორი ლუიჯი ლუმინატია. თავის ბოლო ინტერვიუში მაესტრო საუბრობს ნინოზე, როგორც მისი სკოლის  გამ­გ­რ­ძე­ლე­ბელ­ზე. წიგ­ნი ორ ენა­ზეა გა­მო­ცე­მუ­ლი, იტა­ლი­უ­რად და რუ­სუ­ლად.

"მა­ეს­ტ­რო მა­რიო მე­ლა­ნიმ მი­ბო­ძა თა­ვი­სი ად­გი­ლი და ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი რამ, რა­საც მთე­ლი თა­ვი­სი სი­ცოცხ­ლე, გა­მოც­დი­ლე­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბა და­უთ­მო: ვგუ­ლის­ხ­მობ აკადემიას სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლე­ბის­თ­ვის, სა­დაც ბელ­კან­ტოს სკო­ლის ტექ­ნი­კა მა­რიო მელანის ტექ­ნი­კით ის­წავ­ლე­ბა... ეს აკა­დე­მია მა­ეს­ტ­რომ მე ჩა­მა­ბა­რა. მი­სი მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის მემ­კ­ვიდ­რე ვარ და ვფიქ­რობ, მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ მეც შევ­ძ­ლებ მსგავ­სი არჩევანის გა­კე­თე­ბას, რომ ბელ­კან­ტოს მა­ეს­ტ­რო­სე­ულ­მა ტექ­ნი­კამ, რო­მელ­მაც ასახ­ვა ჰპო­ვა მა­რიო დელ მო­ნა­კოს, კარ­ლო კო­სუ­ტას, ლუ­ის ლი­მას, იანო ალი­ბე­გაშ­ვი­ლის, ალა სი­მო­ნიშ­ვი­ლის, თეა დე­მუ­რიშ­ვი­ლის, და­ვით გვე­ლე­სი­ა­ნისა და მრა­ვა­ლი სხვა სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, შეძ­ლოს ამ გზის გაგ­რ­ძე­ლე­ბა... მა­ნამ­დე ბევ­რი დროა და ვიდ­რე ეს დღე დად­გე­ბა, მაქ­სი­მა­ლურ ენერ­გი­ა­სა და დროს მო­ვახ­მარ აკა­დე­მი­ას, ჩემს სტუ­დენ­ტებს“, - ამ­ბობს ნინო.

უკვე რამდენიმე წელია ნინო ლეჟავა აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელია. დაკისრებულ მოვალეობას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. აკა­დე­მი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა იოლი არ არის. იგი საკ­მა­ოდ რთუ­ლი ორ­გა­ნიზ­მია, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ფე­ხუ­რია კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­სა და სა­ო­პე­რო თე­ატრს შო­რის. სწავ­ლის პრო­ცე­სი გუ­ლის­ხ­მობს მომ­ღერ­ლის არ­ტის­ტად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, დი­დი სცე­ნის­თ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნას. სტუ­დენ­ტებს ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა, მომ­ზა­დე­ბუ­ლი რე­პერ­ტუ­ა­რით პუბ­ლი­კის წი­ნა­შე წარ­დ­გ­ნენ, ის­წავ­ლონ ურ­თი­ერ­თო­ბა, დახ­ვე­წონ სა­შემ­ს­რუ­ლებ­ლო მა­ნე­რა. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა ნინოს არც სოლო კარიერაზე უთქვამს უარი.  ცდილობს, დრო და ენერგია, რომლის გაყოფაც უხდება სასიმღერო კარიერასა და აკადემიას შორის, მაქსიმალურად სწორად გაანაწილოს. მხარში უდგას და, ლიკა ლეჟავა, აკადემიის მენეჯერი და ერთგული მეგობარი, რომელიც ნებისმიერ წამოწყებაში მის გვერდითაა. 

აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის მსურ­ველ­თათ­ვის ნინომ და­ა­წე­სა ერთგვარი კონკურსი – „ბორ­სა დი სტუ­დი­ო". ეს გახ­ლავთ სა­გან­გე­ბო მოს­მე­ნა ორი სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტის შე­სარ­ჩე­ვად, რო­მე­ლიც უფა­სოდ ის­წავ­ლის. გამარჯვებულებს კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს. „ბორ­სა დი სტუ­დი­ოს“ ერ­თი სტი­პენ­დია მა­ეს­ტ­რო მა­რიო მე­ლა­ნის, ხო­ლო მე­ო­რე - ნინო ლეჟავას სა­ხე­ლო­ბისაა.

„დღე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ვარ და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, თუ შევ­ძე­ლი ჩე­მი ქვეყ­ნის­თ­ვის სა­ა­მა­ყო რამ გა­მე­კე­თე­ბი­ნა“, – ამბობს მომღერალი. მან მოახერხა დაემყარებინა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კავ­ში­რი ქარ­თულ სა­ო­პე­რო სივრცესთან, თბი­ლის­ში ჩა­ატარ­ა სტუ­დენ­ტე­ბის მოს­მე­ნა-შერ­ჩე­ვა პეზაროს აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად და დღეს სიამაყით აღნიშნავს, რომ 2016 წელს აკადემიის სტუდენტების მნიშვნელოვან ნაწილს საქართველოდან ჩამოსული მომღერლები  წარმოადგენენ. თითოეული მათგანი ძალიან ნიჭიერი, საოცრად მუსიკალურია  და ულამაზესი ხმითაა დაჯილდოებული. 
„მთა­ვა­რია, უდი­დე­სი სურ­ვი­ლი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით ემ­სა­ხუ­რო შენს საქ­მეს. მომ­ღერ­ლო­ბა არ არის ჩე­მი პრო­ფე­სია, ეს ჩე­მი ცხოვ­რე­ბის სტი­ლია, მი­ზა­ნი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც უზე­ნა­ეს­მა მი­ბო­ძა... სტუ­დენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა: მათ ვე­უბ­ნე­ბი, - ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში თქვენ­თან ერ­თად, მეც ვსწავ­ლობ-მეთ­ქი. მუ­სი­კა უნი­ვერ­სა­ლუ­რი ენაა. მუ­შა­ო­ბა ძი­ე­ბის, მიგ­ნე­ბის პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც ბედ­ნი­ე­რე­ბას ანი­ჭებს ორი­ვე მხა­რეს - რო­გორც მა­ეს­ტ­როს, ასე­ვე სტუ­დენტს“, – აღნიშნავს ქართველი ვოკალისტი.

წყარო:

1. gza.ambebi.ge/life/.../4331-q4-tslissam-uksve-viscosdi-tesnosri-rom-viqsnesbosdiq.ht...

2. www.ambebi.ge/.../41167-qarthveli-momgherali-pezaros-akademiis-samkhatvro-khel... 

3. tbiliselebi.ge/?mas_id=268449196&year=2016&jurn_id=48&rubr_id...

4. ლეჟავა, ნინო. ნინო ლეჟავა იტალიის საოპერო აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა : ინტერვიუ /ესაუბრა შორენა კოკორაშვილი // პრაიმტაიმი. - , 2011. - 29 აგვისტო. - N35. - გვ.22-23

 




გააზიარე: