შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
სპირიდონ სპირიდონის ძე ესაძე![]()
ბიოგრაფიასაქართველოს სამთამადნო წარმოების ისტორიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი, პედაგოგი, რუსეთის არმიის ოფიცერი, სამხედრო ისტორიკოსების - ბორის და სიმონ ესაძეების უმცროსი ძმა, სპირიდონ ესაძე დაიბადა 1870 წლის 19 ოქტომბერს. მამა - გენერალ-მაიორი სპირიდონ იოსების ძე ესაძე; დედა - სოფიო მიხეილის ასული არგუტინსკაია- დოლგორუკოვა. სპირიდონ სპირიდონის ძემ დაამთავრა სიმბირსკის კადეტთა კორპუსი. 1888 წელს სამსახური დაიწყო მიხეილის საარტილერიო სასწავლებელში. 1894 წელს მიენიჭა პოდპორუჩიკის ჩინი. 1894-1897 წწ. სწავლობდა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ (1897) მსახურობდა კავკასიაში განლაგებულ სამხედრო ნაწილებში. 1899 წელს დანიშნეს თბილისის საარტილერიო სახელოსნოს უფროსის თანაშემწედ. თბილისისა და ირკუტსკის იუნკერთა სასწავლებლებში ასწავლიდა მათემატიკასა და ფიზიკას. ამ პერიოდისთვის, უკვე, არტილერიის პოდპოლკოვნიკის წოდებას ატარებდა. ავტორია სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოსი - Учебник физики и основы механики: Для реалистов, гимназистов, юнкеров, кадет и для самообразования: В 3 ч. // Ч. 1: Свойства тел ; Движение и силы. - Иркутск, 1907. სპირიდონ სპირიდონის ძე იყო თბილისში უფასო ზოგადსაგანმანათლებლო კურსების ერთ-ერთი დამაარსებელი. გარდაიცვალა თბილისში 1909 წლის 21 ოქტომბერს. დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.99
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |