The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დავითი თურქისტანიშვილი

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დავით თურქისტანიშვილი XVII საუკუნის II ნახევრისა და XVIII საუკუნის დასაწყისში მოღვაწე მწიგნობარი და პოლიტიკოსია.

იგი გიორგი XI-მ  გაგზავნა მოსკოვში არჩილ II-სთან. გზად  დაღესტანში დაატყვევეს. ტყვეობაში შამხალმა დაიახლოვა და ერთხანს თავისთან დაიტოვა. “ქართლის ცხოვრების“ მიხედვით მან „შამხალი განხსნა სენისაგან“.

საქართველოში დაბრუნებული დავით თურქისტანაშვილი არჩილმა ყირიმის ხონთქართან გაგზავნა დახმარების საძიებლად, შემდეგ კი თან იახლა რუსეთში.

1699 წლიდან დავით თურქისტანიშვილი მოღვაწეობდა მოსკოვში, არჩილის კარზე, რომელიც ქართული კულტურის კერად იქცა.

მეფე-პოეტის, არჩილ II-ის თხზულებათა კრებული "არჩილიანი" შეუდგენიათ ჯერ კიდევ არჩილის სიცოცხლეშივე, მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით. ცნობილია „არჩილიანის“ ორი ნუსხა. ერთი ეკუთვნის მეფის მდივანს გივი თუმანიშვილს. გადაწერილია 1701-1703 წლებში, ხოლო მეორე - მონაზონ დავით (დაუთ) თურქისტანიშვილს. ამ ნუსხის ნაწილი, რომელიც გადმოღებულია პირველისგან, გადაწერილი ყოფილა 1705 წლის 1 მაისიდან 25 აგვისტომდე, ხოლო ნაწილი 1706 წელს (რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სანქტ-პეტერბურგის ფილიალი, ხელნ. #22 და S–424).

დავით თურქისტანიშვილის გადაწერილი ნუსხის პირი, მე-19 ს-ის დამდეგისა, ინახებოდა პეტერბურგის საჯარო წიგნსაცავში (#653), დღეს დაბრუნებულია სამშობლოში (საქართველოს მუზუმი, H 2116).

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018. -გვ.131. 

2. კეკელიძე კ. ქართული ლიტერატურის ისტორია. ტ.2. - თბილისი, 1958.- გვ.574.


გააზიარე: