The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ქეთევან კინწურაშვილი

ქეთევან კინწურაშვილი
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი დაიბადა 1956 წლის 16 მაისს, თბილისში. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი. 1978–2006 წწ. იყო გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი. არის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის - დოქტორი. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1987 წელს, თემაზე – "ბრეხტი და ქართული სცენოგრაფია".

ქეთევან კინწურაშვილს აქვს ხანგრძლივი პედაგოგიური სტაჟი: 1998–2004 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი; 2005 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგი და არქეოლოგიის, ანთროპოლოგიის და ხელოვნებათმცოდნეობის დეპარტამენტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მოწვეული ლექტორი; 1995 წლიდან მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის (აშშ, მასაჩუსეტი) მოწვეული პედაგოგი.

მიღებული აქვს კემბრიჯის ბიოგრაფიის საერთაშორისო ცენტრის ინტელექტის მედალი (2007).

1981 წელს გაწევრიანდა საქართველოს მხატვართა კავშირში;  1999 წელს გახდა ამერიკის საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილეთა ასოციაციის წევრი; 2008 წელს კი მუზეუმების საერთაშორისო კავშირის წევრი.

არის ავტორი წიგნებისა: “David Kakabadze, a 20ht Century classic"(თბილისი, 2006); "კოკა იგნატოვი= Koka Ignatov : მონოლოგიდან ერთ სიტყვამდე“: [ალბომი]/ტექსტი ქართ. და ინგლ. (მოსკოვი, 2007); ვერა ფაღავა, თბილისი 2012 = Vera Pagava, Tbilisi 2012 : [გამოფენის კატალოგი] / ტექსტი, ყდა ქართ. და ფრანგ: ლიდია არამბური, ქეთევან კინწურაშვილი. - თბ., 2012; დავით კაკაბაძე: დიდი ქართველი მოდერნისტი = David Kakabadze : a great georgian modernist : [გამოფენის კატალოგი], 2-10 მაისი, 2012/ ტექსტი ქართ. და ინგლ. -  [ად.არ., 2012]; დავით კაკაბაძე = David Kakabadze : [ალბომი] /თავფურ. და ტექსტი ქართ. და ინგლ. - თბილისი, 2013; ლევან ცუცქირიძე = Levan Tsutskiridze : ფერწერა, გრაფიკა : [ალბომი / - ტექსტი, თავფურ. ქართ. და ინგლ. - თბილისი, 2014; Sepo: თენგიზ სეფიაშვილი / ტექსტი ქართ. და ინგლ. – თბილისი, 2014; XX საუკუნის ხელოვნება: ავანგარდი. - თბილისი, 2019 და სხვა.

2021 წლის 9 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა კულტურის სფეროში მოღვაწე რვა ქალი. მათ შორის:- ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი - ქართული სამხატვრო ხელოვნების კვლევასა და საზღვარგარეთ პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის.

წყარო:

1. http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001341/ 

2. https://ug.edu.ge/persons/full/8948


გააზიარე: