შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გიორგი სერგოს ძე გოცირიძე![]()
ბიოგრაფიაგიორგი სერგოს ძე გოცირიძე დაიბადა 1939 წლის 11 დეკემბერს, მოსკოვში. 1964 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია (პედაგოგი: მიულერი (მუს.თეორია), 1967 წელს - ასპირანტურა (საოპერო-სიმფონ. დირიჟორი); 1964–1967 წწ. იყო ქ. ჟუკოვსკის (მოსკოვის ოლქი) თვითმოქმედი სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1967–1969 წწ. - ქ. ალმა-ატას (ყაზახეთი) სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და, პარალელურად, ალმა–ატას ხელოვნების ინსტიტუტის პედაგოგი (სიმფონიური დირიჟორობა); თბილისში დებიუტი შედგა 1968 წელს; 1969–1970 წწ. - ქ. ქუთაისის ოპერის თეატრის დირიჟორი; 1970–1972 წწ. - ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და სახელმწიფო ფილარმონიის დირიჟორი; 1970–1971 წწ. - გაიარა სტაჟირება ავსტრიაში; 1971 წელს მ. როსტროპოვიჩმა თბილისში გამართა კონცერტების ციკლი, რომლებსაც გიორგი გოცირიძე დირიჟორობდა. ამ კონცერტებმა ვიოლონჩელოს კონცერტის ჟანრის თითქმის მთელი კლასიკური რეპერტუარი მოიცვა; 1973 წლიდან მუშაობდა ეგვიპტეში; მინიჭებული აქვს უკრაინის დამსახურებული არტისტის წოდება; 1978-1989 წწ. ხელმძღვანელობდა ოდესის ფილარმონიის სიმფონიურ ორკესტრს; ოდესასა და მოსკოვში მოღვაწეობის დროს გამართა ო. თაქთაქიშვილის, ს. ცინცაძის საავტორო კონცერტები. აქვე თანამშრომლობდა ქართველ მუსიკოსებთან: ე. ვირსალაძე, მ. ამირანაშვილი, ლ. ისაკაძე, ლ. თორაძე და სხვ.; მის რეპერტუარში იყო ქართული ნაწარმოებები: მ. ბალანჩივაძე - "დარეჯან–ცბიერი", ზ. ფალიაშვილი - "აბესალომ და ეთერი", "დაისი", ო. თაქთაქიშვილი - "მინდია", ს. ცინცაძე - ორატორია "უკვდავება" (პირვ. შესრ. 1970.13.04), ჯ. ადამაშვილი - საყვირის კონცერტი (პირვ. შესრ. ბათუმი, 1977) და სხვ.; სხვა რეპერტუარი: მოცარტი -"ჯადოსნური ფლეიტა", პუჩინი - "ბოჰემა", როსინი - "სევილიელი დალაქი", ლეონკავალო - "ჯამბაზები", ჩაიკოვსკი - "ევგენი ონეგინი"; სიმფონიები: ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი, ბრამსი, შუმანი, შუბერტი, ლისტი, ფრანკი, მალერი, სიბელიუსი, ჩაიკოვსკი, ბოროდინი, სკრიაბინი, შოსტაკოვიჩი (ყველა სიმფონია); ინსტრუმენტულ-ვლნჩ კონცერტები: დვორჟაკი, ხრენნიკოვი, ბაბაჯანიანი, პროკოფიევი, ჩაიკოვსკი, ხაჩატურიანი, ჰაიდნი, შუმანი, სენ-სანსი და სხვ,; წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 123 https://sites.google.com/site/philarmonicalodessa1980s/fotoarhiv/georgij-sergeevic-gociridze
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |