შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ბექთაშ ხან გურჯი![]()
ბიოგრაფიასეფიანთა იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ქართველი, ბექთაშ ხან გურჯი დაბადებულა 1594 წელს. გვარად მირიმანიძე გახლდათ. ბიძამისი იყო მირმან მირიმანიძე, იგივე სეფიყული-ხანი. 1631-1638 წლებში, შაჰ-სეფი I-ის მმართველობის პერიოდში ბექთაშ ხანი იყო ბაღდადის მმართველი. ახალგაზრდობაში რამდენიმეჯერ მიიღო მონაწილეობა შაჰ-აბას I-ის ლაშქრობებში ოსმალეთსა და უზბეკეთში. მონაწილეობდა ირან-ოსმალეთის ომში (1623-1639). ეს იყო მეოთხე და ყველაზე სისხლისმღვრელი დაპირისპირება ოსმალეთის იმპერიასა და სეფიანთა ირანს შორის, რომელიც წარიმართა არაბული ერაყისა და სამხრეთ კავკასიის ტერიტორიების მისათვისებლად. ომის პირველ ეტაპზე ბექთაშ ხანმა წარმატებით უსარდლა სპარსელთა არმიას, 1626 წელს სამცხის აღმოსავლეთ ნაწილიდან განდევნა ოსმალები, თუმცა 1632 წლიდან ვითარება შეიცვალა და უპირატესობა ოსმალთა მხარეს გადავიდა. მათი მთავარი სამიზნე ქალაქი ბაღდადი იყო. 1634 წელს მურად IV-მ განაახლა ომი სეფიანებთან არაბული ერაყის ხელში ჩასაგდებად. გარკვეული წარმატებების შემდეგ ოსმალები ბაღდადს მიადგნენ. სეფიანებს არმიის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ ქალაქში ჰყავდათ გამაგრებული. ბაღდადზე ალყა 40 დღემდე გაიწელა. 1638 წლის დეკემბერში ქალაქი დაეცა. ბექთაშ ხანმა თავს გაქცევით უშველა. გარდაიცვალა 1 წლის შემდეგ, 1639 წელს. ზოგიერთი ირანელი ისტორიკოსის ცნობით, ის სეფი I-მა სიკვდილით დასაჯა. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ბექთაშ-ხან_გურჯი https://ka.wikipedia.org/wiki/ირან-ოსმალეთის_ომი_(1623-1639)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |