შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ვასილ გურიელი![]()
ბიოგრაფიაგურიის მთავრების შთამომავალი, მამია V გურიელის შვილთაშვილი ვასილ გურიელი დაიბადა 1861 წლის 7 ოქტომბერს, ქ. ოზურგეთში. მამა - გენერალ-ლეიტენანტი ლევან დავითის ძე გურიელი (1824-1888), დედა - სოფიო ვასილის ასული ბებუთაშვილი (? - 1904). ორივე მშობლის მხრიდან ყველა უახლოესი მამაკაცი წინაპარი რუსეთის იმპერიის არმიაში მსახურობდა. ვასილ გურიელმა დაამთავრა საკავალერიო სასწავლებელი; 1871-1881 წწ. იყო იმპერატორ ალექსანდრე II-ის კარის პაჟი; 1914-1917 წწ. - განსაკუთრებულ დავალებათა გენერალი კავკასიის მეფისნაცვალთან; სხვადასხვა დროს მსახურობდა 45-ე დრაგუნთა პოლკში, კავკასიის სამხრეთ ოლქის შტაბში; 1917 წელს მიენიჭა რუსეთის არმიის გენერალ–მაიორის წოდება; სამხედრო ჯილდოები: წმ. ვლადიმირის, წმ. ანასა და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენები. დაქორწინებული იყო მარია გურიელზე. 1893 წლის 18 თებერვალს შეეძინათ ქალიშვილი, ქსენია გურიელი (გათხოვების შემდეგ - კრასილნიკოვა). ვასილ გურიელი გარდაიცვალა 1919 წელს. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ვასილ_გურიელი საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.218
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |