The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნოე ავალიანი

ნოე ავალიანი
დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1922
გარდაცვ. თარიღი:21 თებერვალი, 2010  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვედენოს სასაფლაო, მოსკოვი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

ბალეტისა და კინოს მსახიობი ნოე ივანეს ძე ავალიანი დაიბადა 1922 წლის 13 თებერვალს, რუსეთში.

დაამთავრა ჯერ მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, ხოლო 1957 წელს - რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის (ГИТИС) საბალეტმაისტერო განყოფილება (ლ. მ. ლავროვსკის კურსი).

1940-1963 წლებში იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი საბალეტო დადგმებში.

შემდგომში მუშაობდა ბალეტმაისტერად და პლასტიკის რეჟისორად მოსკოვის თეატრებში, კერძოდ, თეატრში ტაგანკაზე.

როგორც მსახიობი მონაწილეობდა დრამატულ სპექტაკლებში, გადაღებულია ფილმებშიც.

ნოე ავალიანი გარდაიცვალა 2010 წლის 21 თებერვალს, მოსკოვში. დაკრძალულია ვედენოს სასაფლაოზე.

წყარო: 

https://globalmsk.ru/person/id/8327

https://ru.wikipedia.org/wiki/

https://geonecropol.ge/noi-avaliani/


გააზიარე: