The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნოე ავალიანი

ნოე ავალიანი
Date of birth:13 February, 1922
Date of death:21 February, 2010  (at 88 years)
Burial location:ვედენოს სასაფლაო, მოსკოვი
Category:Actor/Actress

Biography

ბალეტისა და კინოს მსახიობი ნოე ივანეს ძე ავალიანი დაიბადა 1922 წლის 13 თებერვალს, რუსეთში.

დაამთავრა ჯერ მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, ხოლო 1957 წელს - რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის (ГИТИС) საბალეტმაისტერო განყოფილება (ლ. მ. ლავროვსკის კურსი).

1940-1963 წლებში იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი საბალეტო დადგმებში.

შემდგომში მუშაობდა ბალეტმაისტერად და პლასტიკის რეჟისორად მოსკოვის თეატრებში, კერძოდ, თეატრში ტაგანკაზე.

როგორც მსახიობი მონაწილეობდა დრამატულ სპექტაკლებში, გადაღებულია ფილმებშიც.

ნოე ავალიანი გარდაიცვალა 2010 წლის 21 თებერვალს, მოსკოვში. დაკრძალულია ვედენოს სასაფლაოზე.

წყარო: 

https://globalmsk.ru/person/id/8327

https://ru.wikipedia.org/wiki/

https://geonecropol.ge/noi-avaliani/


Share: