The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი შენგელია

გიორგი შენგელია
დაბადების თარიღი:11 მაისი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდუსერი გიორგი შენგელია დაიბადა 1960 წლის 11 მაისს, მოსკოვში. მამა - კინომხატვარი ლევან შენგელია, დედა - დუბლირების რეჟისორი ელენა ლუნინა.

კინოკარიერა დაიწყო 1977 წელს, მუშაობდა დურგალ-დეკორატორად და განათების ტექნიკოსად კინოსტუდია „მოსფილმში“.

მონაწილეობდა რამდენიმე საბჭოთა ფილმის შექმნაში, როგორებიცაა: "ჩვეულებრივი სასწაული", "ეკიპაჟი" და "სტალკერი"; რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა ფილმებზე: „წითელი ზარები“ და „მკვდარი სულები“.

1983-1988 წლებში სწავლობდა ВГИК-ში, სარეჟისორო განყოფილებაზე (მარლენ ხუციევის სახელოსნო).

გიორგი შენგელია ა.სურიკოვასთან ერთად ხელმძღვანელობდა კინორეჟისურის სახელოსნოს MITRO-ში (2016).

ფილმოგრაფია“: რეჟისორი - „ჩვენი აგარაკი“ (1990); „ფულის გადამცვლელები“ (1992);

„მოუსვენარი მშვილდოსანი“ (1993); „კლასიკოსი“ (1998); „მენაგვე“ (2001); „ერთი რეალური დღე“ (2022) და სხვ.;

სცენარისტი: 1998 - „კლასიკოსი“; 2005 - „უკონტროლო მოსრიალება“; 2012 - „სუფთა გამარჯვება“; 2023 - „სამბოს ლეგენდა“;

პროდიუსერი: 2005 - „უკონტროლო მოსრიალება“(აღმასრულებელი პროდიუსერი);

2022 – „ერთი რეალური დღე“;

გიორგი შენგელია არის რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემიის აკადემიკოსი «НИКА»,  საერთაშორისო და სამამულო კინოფესტივალების ლაურეატი: ფილმი „ფულის შემცვლელები“ («Менялы») ​​- „ჩაპლინის ოქროს ხელჯოხი“ (1992, შვეიცარია); VI საერთაშორისო სატელევიზიო და კინოფორუმი „ერთად“ (2005) – „საუკეთესო რეჟისორის“ პრიზი ფილმისთვის „უკონტროლო მოსრიალება“ („Неуправляемый занос“).

წყარო:

https://kinobraz.ru/ шенгелия-георгий-леванович/

https://ru.wikipedia.org/wiki//Шенгелия,_Георгий_Леванович


გააზიარე: