| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ირაკლი ხიზანიშვილი![]()
ბიოგრაფიამსახიობი ირაკლი ივანეს ძე ხიზანიშვილი დაიბადა 1940 წლის 31 ივლისს. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე; 1965 წელს დაამთავრა ვგიკ-ის (კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტი) სადადგმო ფაკულტეტეტის სამსახიობო განყოფილება (ბორის ბაბოჩკინის სახელოსნო); სადებიუტო როლი შეასრულა აზერბაიჯანულ ფილმში „რომეო, ჩემი მეზობელი“ (1964); 1965-1973 წლებში მუშაობდა მოსკოვის კინომსახიობთა თეატრ-სტუდიაში; მონაწილეობდა ფილმებში: „წითელი კარავი“ (1970); „რობიზონ კრუზოს ცხოვრება და საოცარი თავგადასავალი“ (1972); მინი ტელესერიალი „თუში მეცხვარე“ (1978); „მშობლიურო ჩემო მიწავ“ (1980); „ძნელი დასაწყისი“ (1981); „დღეს ღამე უთენებია“ (1983); „ათოვდა ზამთრის ბაღებს“ (1984); „ვირთხა“ (1991) და სხვ.; არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი; საქართველოს დამსახურებული არტისტი (1980); 1993 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ირაკლი_ხიზანიშვილი კერესელიძე მარინა. ქართული კინო, 1896-2011: ენციკლოპედიური ლექსიკონი.- თბილისი, 2011.- გვ. 222
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

