The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იური მალაშხია

იური მალაშხია
დაბადების თარიღი:31 დეკემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:22 ოქტომბერი, 2000  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

ექიმი-ნევროლოგი, მეცნიერი იური ამბერკის ძე მალაშხია დაიბადა 1928 წლის 31 დეკემბერს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში.

1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სამკურნალო ფაკულტეტი;

1951–1953 წწ. იყო გაგრის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი;  

1954–1957 წწ. - საბჭოთა არმიის საჰაერო ძალების, ავიაპოლკის ლაზარეთის ექიმი;

1958–1962 წწ. - თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ნერვული განყოფილების ორდინატორ–ნევროლოგი;

საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "დიენცეფალურ-ვეგეტატიურ მოშლილობათა კლინიკის და მკურნალობის საკითხისათვის ქრონიკული ტონზილიტების დროს", დაიცვა 1963 წელს; 

სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "T და B ლიმფოციტების დახასიათება ზურგის ტვინის სითხეში და  პერიფერიულ სისხლში ნორმაში და ნერვული სისტემის დაავადების დროს", დაიცვა 1978 წელს, მოსკოვში და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი;

იური მალაშხიას სადოქტორო დისერტაციის ნაშრომმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ნეიროიმუნოლოგიის განვითარებას;

1976 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (აშშ, ინგლისი, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრალია, კანადა, ჰოლანდია, იტალია და სხვ.) გამართულ სამეცნიერო კონგრესთა მუშაობაში;

1986 წლიდან ნერვულ სნეულებათა კათედრის პროფესორი და კლინიკური ნეიროიმუნოლოგიის განყოფილების უფროსი ;

იყო ნეიროიმუნოლოგიის საზოგადოებისა და ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის წევრი (1993);

მინიჭებული აქვს გრანტები: 1992 წელს იაპონიაში "სამეცნიერო ნაშრომისათვის", აშშ–ში (1994), ჯორჯსოროსის "ტრეველ" გრანტი (1995);

იური მალაშხია არის ავტორი 150 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნევროლოგიისა და ნეირო–იმუნოლოგიის აქტუალურ საკითხებს. მას ეკუთვნის ორი გამოგონება და ერთი მეცნიერული აღმოჩენა: "თავ–ზურგ–ტვინის სითხის თვისება, განახორციელოს იმუნოლოგიური ზედამხედველობა ტვინის სუბარაქნოიდალურ სივრცეში";

მეცნიერი თანაავტორია "კლინიკური ნევროლოგიის განმარტებითი ლექსიკონისა" (1969); გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები რუსულ ენაზე: "ტვინის იმუნური ბარიერი" (მოსკოვი, 1986), "ადამიანის თავ-ზურგ-ტვინის სითხის იმუნოკომპეტენტური უჯრედები ნორმაში და ნერვული სისტემის დაავადებების დროს" (თბილისი, 1990);

იყო ორი სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი და 7 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი;

დაჯილდოებული გახლდათ პ. სარაჯიშვილის პრემიითა (1995)და ,,ღირსების ორდენით“ (მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის დარგში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის. 1999 წ.);

2000 მსოფლიოს აღმოჩენათა ასოციაციის მიერ წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე ნეიროიმუნოლოგიის დარგში;

იური მალაშხია გარდაიცვალა 2000 წლის 22 ოქტომბერს, ქ. თბილისში. 

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/იური_მალაშხია

ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბილისი, - 2000.- გვ.180; 

საქართველო: ენციკლოპედია: .5. -თბილისი, 2023. -გვ.480 

ნობელის პრემიის ლაურეატობის პირველი ქართველი კანდიდატი ექიმი / ესაუბრა თამაზ აბულაძე] // მედინფო. - , 2000. - N7. - გვ.9

მალაშხია, იური. ქართველი მედიკოსი-ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის წევრი : [ინტერვიუ]  // საქართველოს სამედიცინო მოამბე. - 1993. - N4. - გვ.56-58


გააზიარე: