The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ვეშაპიძე

გიორგი ვეშაპიძე
Other name:გოგა  (Acronym)
Date of birth:19??
Category:Physicist

Biography

გიორგი (გოგა) ვეშაპიძემ 1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, ხოლო 1999 წელს -  იმავე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მაგისრატურა. 

ბან­კში სამ­სა­ხურს ე­ძებ­და, როცა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აკ­რეს - ია­პო­ნელ პრო­ფე­სორს (ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტორს) ია­პო­ნი­ა­ში სტუ­დენ­ტის წაყ­ვა­ნა უნ­დო­და, ას­პი­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. კონ­კურ­სან­ტებ­მა გაი­ა­რეს გა­მოც­და, რო­მე­ლიც 3 დღეს გაგ­რძელ­და და არჩევანი გიორგიზე შეჩერ­და.

გიორგი ვეშაპიძემ ია­პო­ნი­ა­ში 4 წელ­ზე მეტ­ხანს ი­ცხოვ­რა. სწავლობდა ტო­კი­ოს "მეტ­რო­პო­ლი­ტენ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში" და ქ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რად მუ­შა­ობ­და, ატო­მუ­რი ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ლექციები ხშირად არ ჰქონდა, ძი­რი­თა­დად, ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ, კვლე­ვით სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებ­და.

იაპონიაში პირველი 5-6 თვე მარ­ტო ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ კი ოჯა­ხიც (მე­უღ­ლე და 2 წლის ბიჭი) წაიყ­ვა­ნა. მეორე ვაჟი უკვე იქ შეეძინა.

იაპონიაში გიორგიმ სა­ლა­პა­რა­კო ია­პო­ნუ­რი ის­წავ­ლა, თუმცა სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლე­ბი­დან სტა­ტი­ე­ბის კი­თხვა ინ­გლი­სურ ენა­ზე უწევდა.

გიორგი ვეშაპიძემ 2003 წელს დაამთავრა ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის დოქტორანტურა ექსპერიმენტული ფიზიკური ქიმიის მიმართულებით და 2004 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მრავალჯერად დამუხტული ბენზოლის, დაჯახებით გამოწვეული დისოციაციის პოზიციურად მგრძნობიარე ფრენის დროითი შესწავლა“.

დისერტაციის დაცვის შემდეგ ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და 2004-2005 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ატომურ-მოლეკულური პროცესების სპექტროსკოპიის ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლად.

სხვადასხვა დროს მუშაობდა მკვლევრად: კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ჯ. რ. მაკდონალდის სახელობის ატომურ-მოლეკულურ-ოპტიკური ფიზიკის ლაბორატორიაში (2005-2008 წწ);

იაპონიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში JSPS (Japanese Society for the Promotion of Science), კერძოდ, მოლეკულურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (2008-2011 წწ);

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (2011- 2012 წწ);

2012-2020 წლებში გიორგი ვეშაპიძეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკავა ასოცირებული პროფესორის თანამდებობა ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით.

ფიზიკოსის სამეცნიერო ინტერესის სფეროებია: იონურ-მოლეკულური დაჯახებები, ულტრაცივი გაზები, ულტრასწრაფი ლაზერები, ლაზერული სპექტროსკოპია, არაწრფივი ოპტიკა, კოჰერენტული კონტროლი, ზედაპირული პლაზმონები, ელექტრომაგნიტურად აღძრული გამჭვირვალობა, კვანტური ინფორმაცია, გამოთვლითი მოწყობილობები და ალგორითმები.

გიორგი ვეშაპიძის ძირითადი პროფესია ფიზიკას უკავშირდება, მაგრამ იგი ხელოვნების სფეროშიც მოღვაწეობს. დამთავრებული აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა - ნი­ჭი­ერ­თა ათწლე­დი (საყ­ვი­რის გან­ხრით), თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავლის პერიოდში "კა­ვე­ენ­საც" თა­მა­შობ­და, გადაღებულია სატელევიზიო სერიალში - „შუა ქალაქი“, სადაც ფი­ზი­კო­სი პრო­ფე­სო­რის როლს ას­რუ­ლებს. სე­რი­ა­ლის გარ­და, ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს "ბუ­და­რი­ი­და­ნაც" ახ­სოვს.

გოგა ვეშაპიძის მეუღლე, თამუნა დოკვაძე, გა­ნათ­ლე­ბით მუ­სი­კო­სია - ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე უკ­რავს. იაპონიაში წასვლამდე უცხო ენე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზეც ჩააბარა, გერ­მა­ნუ­ლის გან­ხრით, მაგ­რამ სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბა არ დას­ცალ­და. ამჟამად იაპონურ ენას ასწავლის სკო­ლა­ში ბავ­შვებს.

წყარო:

https://faculty.iliauni.edu.ge/bte_faculty/veshapidze-giorgi/ 

https://www.ambebi.ge/article/51940-iumoristi-pizikosis-mravalperovani-cxovrebiseuli-gamocdileba/

ვეშაპიძე გოგა. პროფესორი გოგა ვეშაპიძე „შუა ქალაქში“ საკუთრ თავს თამაშობს: ინტერვიუ /ესაუბრა დეა თავბერიძე // პრაიმტაიმი. 2012. 16 ივლისი, N28, გვ.46-47


Share: