| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გიორგი არონია![]()
ბიოგრაფიაგიორგი არონია დაიბადა 1984 წლის 23 სექტემბერს, ქ. სოხუმში. აფხაზეთის ომის შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. მაშინ გიორგი ცხრა წლის იყო. 15 წლის ასაკიდან მონაწილეობდა ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამაში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ფინანსდებოდა. ამ პროგრამის ფარგლებში შეისწავლა ინგლისური ენა, კომპიუტერის მოხმარება და კონფლიქტოლოგია. ამ პროექტში ჩართული იყვნენ, როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ისე აფხაზეთში მყოფი მოზარდები. ყოველ წელს ეწყობოდა საზაფხულო ბანაკი, სადაც ქართველი ბავშვები აფხაზ თანატოლებთან ერთად ორ კვირას ატარებდნენ. ამ პროგრამის წყალობით შეიძინა გიორგიმ აფხაზი მეგობრები, რომლებსაც დღემდე ეკონტაქტება. გიორგი არონიამ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ბაკალავრიატი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით. შემდეგ ქ. მაასტრიხტის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) და ლონდონის მეტროპოლიტან უნივერსიტეტის მაგისტრატურა, ევროპის სოციალური პოლიტიკის სპეციალობით. ნიდერლანდების სამეფოში გაიცნო გიორგიმ 2007 წელს მომავალი მეუღლე და დაქორწინების შემდეგ, 2010 წლიდან ამ ქვეყანაში ცხოვრობს. გიორგი არონია, ამჟამად, ქ. უტრეხტში ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრომუვსს“, რომელიც ევროკავშირის ერაზმუს + პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. წყარო: აფხაზეთი სავიზიტო ბარათად. ნაწ. 1 / იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორი ნატო კორსანტია.- თბილისი, 2019. გვ. 7-9.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

