ამერიკული ფილმების ჩვენება მკითხველებისთვის
დამატების თარიღი: 2017-03-13 14:41:00

ძვირფასო მეგობრებო,

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა იწყებს ერთობლივ პროექტს "American Film Showcase". 

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებით, პროექტი 40-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება და დამოუკიდებელი რეჟისორების წარმატებული, თანამედროვე ფილმებისა და ანიმაციების მეშვეობით, ამერიკულ კულტურასა და საზოგადოებას გაგვაცნობს.

თვეში ერთხელ, ჩვენი ამერიკელი სტუმარი წარმოგიდგენთ თემატურ ფილმს. ჩვენების შემდეგ, მკითხველებისა და მაყურებლების მონაწილეობით გაიმართება დისკუსია. პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იქნება როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური ფილმები.

22 მარტს პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იყო პირველი ფილმი "CodeGirls". იგი ქალთა ისტორიის თვეს მიეძღვნა და მოგვითხრობს გოგონებზე, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიებში მუშაობენ. ამ სფეროში დასაქმებულთა 80% მამრობითი სქესის არის. პროექტი "ტექნოვაციური გამოწვევები" მიზნად ისახავს გოგონების ხელშეწყობას აპლიკაციების შესწავლასა და განვითარებაში. ფილმი მოგვითხრობს მოლდავეთის სოფლიდან ბრაზილიასა და ამერიკის დედაქალაქებამდე, 60 ქვეყანაში მცხოვრები გოგონების პროფესიული განვითარებისა და ცხოვრების შესახებ. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში. 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ