7 ნოემბერს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში პოლიტოლოგ ავიგდორ ჟარდენის საჯარო ლექცია „ეკონომიკა და ძველი აღთქმა" გაიმართა.
ლექცია ჩატარდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თავისუფლებისათვის ორგანიზებით.